📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

25 ბრძნული ციტატა ანტრეპრენერების მოტივაციისა და შთაგონებისათვის ანტრეპრენერობა ემოციური რბოლაა, თავისი აღმაფრენებით, დაცემებით, სიხარულითა და იმედგაცრუებებით.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ანტრეპრენერობა ემოციური რბოლაა, თავისი აღმაფრენებით, დაცემებით, სიხარულითა და იმედგაცრუებებით. ზოგჯერ ერთ პატარა რჩევას ან დროში გამოცდილ სიბრძნეს ისეთი დახმარება შეუძლია, რომ ყველაზე დიდ სირთულეებსაც მედგრად შეხვდებით.

გთავაზობთ 25 გონიერი ადამიანის ციტატას იმ შემთხვევებისათვის, როცა შთაგონება ან მოტივაცია განსაკუთრებულად გჭირდებათ.

აი, ისინიც:

შეარჩიეთ სამუშაო, რომელიც მოგწონთ

„შეარჩიეთ სამუშაო, რომელიც მოგწონთ, და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევთ მუშაობა" - კონფუცი ფიქრის ფილოსოფია

„როგორ და რამდენ ხანსაც უნდა ფიქრობდეთ, იაზროვნეთ მასშტაბურად" - დონალდ ტრამპი.

ანტერპრენერობა - ცხოვრების წესი

„ანტრეპრენერობა ნიშნავს გარკვეული წლების გატარებას სხვა ადამიანთა ცხოვრების წესისგან განსხვავებულად. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი მოგცემთ საშუალებას, დანარჩენი წლები ისე იცხოვროთ, როგორც სხვები ვერ შეძლებენ" - სტუდენტი უორენ ჯ. ტრეისი.

ლიდერმა ყოველთვის იცის გზა

„ლიდერმა ყოველთვის ზუსტად იცის გზა, რომელსაც მიჰყვება და სხვებსაც აჩვენებს" - ჯონ ს. მაქსველი.

გონების უნიკალური უნარი

„გონება ყველაფერს მიაღწევს, რისი დაჯერება და გაანალიზებაც შეუძლია. მთავარია, პატარა საქმეებიც ყოველთვის ყურადღებით და ხარისხიანად აკეთოთ" - ნაპოლეონ ჰილი.

არ დავმარცხებულვარ

„არ დავმარცხებულვარ. უბრალოდ, 10 000 გზა მოვძებნე, რომლებმაც არ გაამართლა"- თომას ედისონი.

წარმატების აღნიშვნა მშვენიერია

„წარმატების აღნიშვნა მშვენიერია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, წარუმატებლობის გაკვეთილებს დაუგდო ყური" - ბილ გეიტსი.

შორს ზოგიერთი ადამიანისგან

„თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც თქვენი ამბიციების შეკვეცას ცდილობს. ამას პატარა ადამიანები აკეთებენ, ნადვილად დიდები კი გაგრძნობინებენ, რომ თქვენც შეგიძლიათ, დიდი გახდეთ" - მარკ ტვენი.

ლიდერობის დანიშნულება

„ლიდერობის დანიშნულებაა, ლიდერი შექმნას მეტი და არა მიმდევარი" - რალფ ნადერი.

თუ დიდი საქმეების კეთება არ შეგიძლიათ

„თუ დიდი საქმეების კეთება არ შეგიძლიათ, პატარები აკეთეთ დიდებულად" - ნაპოლეონ ჰილი.

გენიოსობის არსი

„გენიოსობის1% შთაგონებაა, 99% კი ოფლის ღვრა" - თომას ედისონი.

წარმატება წარუმატებლობიდან მოდის

„წარმატება ყოველთვის მარცხიდან მარცხამდე მოდის, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე"- უინსტონ ჩერჩილი.

დაიწყე, რომ დაასრულო

„რაც არ დაწყებულა, ვერც ვერასოდეს დასრულდება"- იოჰან ვოლფგანგ გოეთე.

გამოცდილების როლი

„განათლების საშუალებით თავის რჩენას შეძლებთ, გამოცდილების მიღებით კი გამდიდრებას"- ჯიმ რონი.

იოცნებეთ

„როდესაც შეწყვეტთ ოცნებას, სიცოცხლეც დასრულდება" - მალკოლმ ფორბსი.

ყველაზე უკმაყოფილო კლიენტები

„უკმაყოფილო კლიენტი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის საუკეთესო საშუალებაა" - ბილ გეიტსი.

ანტერპრენერი არის...

„ანტერპრენერი ის ადამიანია, ვინც ფრიალო კლდიდან ხტება და გზად თვითმფრინავს აშენებს" - რეიდ ჰოფმანი.

გამარჯვებულები არ ნებდებიან

„გამარჯვებულები არასოდეს ნებდებიან, ხოლო სუსტები ვერასოდეს იმარჯვებენ" - ვინჩე ლომბარდი.

იდეა ყველას აქვს

„თითოეულ ჩვენგანს ერთი იდეა მაინც აქვს. მისი განხორციელებისათვის ზოგს დრო არ გვყოფნის, ზოგს კი თავდაჯერება ან ტექნიკური უნარი, მაგრამ მთავარი ამოცანაა, ადგე და, უბრალოდ, იმოქმედო" - ჯეიმს დაისონი.

დრო შეზღუდულია

„თქვენი დრო შეზღუდულია. ამიტომ, ნუ გაფლანგავთ მას, ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით" - სტივ ჯობსი.

წარმატების საზომი

„წარმატების საზომია არა ის, თუ რა გაქვთ, არამედ რას წარმოადგენთ" - ბო ბენეტი.

წარმატების ფასი

„წარმატების ფასი თავდაუზოგავი შრომაა, ასევე, სამსახურის ერთგულება და იმის გაცნობიერება, რომ მნიშვნელობა არა აქვს, გაიმარჯვებ თუ დამარცხდები, მთავარია, დასახული ამოცანის გადასაწყვეტად ყველაფერი გააკეთო" - ვინჩე ლომბარდი

რეპუტაცია

„რეპუტაციის შექმნას 20 წელიწადი სჭირდება, მის განადგურებას კი მხოლოდ 5 წუთი. თუ ამაზე დაფიქრდებით, ყველაფერს სხვაგვარად გააკეთებთ" - უორენ ბაფეტი.

ლოგიკა და წარმოსახვა

„ლოგიკა „ა"-დან „ბ" პუნქტამდე მიგიყვანთ, წარმოსახვა კი ნებისმიერ ადგილას" - ალბერტ აინშტაინი.

იმოქმედეთ !

„ოცი წლის შემდეგ იმედს ის უფრო გაგიცრუებთ, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე გადადგმული ნაბიჯები. ამიტომ, შეწყვიტეთ მშვიდ ნავსაყუდელში დგომა და შემხვედრ ქარებს გაჰყევით. იკვლიეთ, იოცნებეთ, აღმოაჩინეთ!" - მარკ ტვენი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე