Get All Access for $5/mo

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მე ამ ფრაზებმა შემცვალეს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში. ზოგი ფილოსოფიურ, ზოგი ბიზნეს და ზოგიც მხატვრულ თუ რელიგიურ ლიტერატურაში მაქვს წაკითხული და დამახსოვრებული. ბევრ მათგანს, შესაძლოა, უკვე შეხვედრიხართ ჩემს სტატიებში, როცა ამა თუ იმ მოსაზრების ან იდეის გასამყარებლად ავტორიტეტების მოხმობა მჭირდებოდა, თუმცა დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სწორედ ცვლილება სჭირდება, გადავწყვიტე ცვლილების შესახებ სამყაროს უდიდესი ადამიანების გამონათქვამები ამჯერად ჩემეული კონტექსტის გარეშე შემოგთავაზოთ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა ფრაზები, რომლებმაც სხვადასხვა დროს, შესაძლოა, მცირედით, მაგრამ რაც მთავარია, უკეთესობისკენ შემცვალეს. შეიცვალეთ და შეცვალეთ თქვენც!

  • "წარმატება არის მარცხიდან მარცხამდე შეუჩერებელი სვლა ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე" – უინსტონ ჩერჩილი
  • "რაც უფრო მეტს ვვარჯიშობ, მით უფრო იღბლიანი ვხდები" – გერი ფლეიერი
  • "მე არ ვქმნი ფილმებს ფულის საშოვნელად. მე ვშოულობ ფულს ფილმების შესაქმნელად" – უოლტ დისნეი
  • "მხოლოდ იმ შეცდომას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი შეცდომა, იმ მარცხს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მარცხი, რომლისგანაც ვერაფერს ვისწავლით" – ჰენრი ფორდი
  • "როცა მწვერვალს შეჰყურებ, იცი, რომ ის შენი სამიზნეა, რომელიც უნდა დაიპყრო და მთელ ენერგიას ამ მიზნისაკენ მიმართავ, მაგრამ რასაც მალე ისწავლი, არის ის, რომ მწვერვალი, რომელიც ქვემოდან მოჩანს, ფარავს სხვა მწვერვალს მის უკან, ის კი, თავის მხრივ, სხვა მწვერვალს, და ასე შემდეგ" – დევიდ გიზელსი
  • "უფალო, არ ვითხოვ სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ ვითხოვ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება" – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  • "თუ ყოველ დილით შენს საწოლს გაასწორებ, დღის პირველი საქმე შესრულებული გექნება. ეს მოგანიჭებს სიამაყის განცდას და გიბიძგებს შემდეგი საქმის შესრულებისკენ, შემდეგ სხვა საქმის, და ასე შემდეგ. დღის ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ საქმე, რომელიც დილით კარგად შეასრულე, სხვა, წარმატებით შესრულებული საქმეებით გაგრძელდა... და მაშინაც კი, თუ რომელიღაც დღე ცუდად ჩაივლის, შენ დაბრუნდები შინ, სადაც დაგხვდება საწოლი, რომელიც დილით გაასწორე. სწორედ შენ მიერ ასე კარგად გასწორებული საწოლი კი აგავსებს იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება" – ადმირალი უილიამ მაკრავენი
  • "თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც თქვენი ამბიციების შეკვეცას ცდილობს. ამას პატარა ადამიანები აკეთებენ. ნამდვილად დიდები კი გაგრძნობინებენ, რომ თქვენც შეგიძლიათ, დიდი გახდეთ" – მარკ ტვენი
  • "შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექი" – იაპონური სიბრძნე
  • "თუ დიდი საქმეების კეთება არ შეგიძლიათ, პატარები დიდებულად აკეთეთ" – ნაპოლეონ ჰილსი
  • "ცხოვრების ხელოვნება უფრო ბრძოლის ხელოვნებას წააგავს, ვიდრე როკვისას, რადგან მუდმივ მზადყოფნასა და სიმტკიცეს მოითხოვს ყოველივე მოულოდნელისა და გაუთვალისწინებლის მიმართ" – მარკუს ავრელიუსი
  • "თუ გინდა მშიერ ადამიანს დაეხმარო, თევზის მაგივრად ანკესი მიეცი და თევზაობა ასწავლე" – ჩინური სიბრძნე
  • "მნიშვნელოვანია არა ის, რამდენად კარგი ხარ, არამედ რამდენად კარგი გინდა გახდე" – პოლ არდენი
  • "კაცნი ურთიერთშეწევნისთვის არიან შექმნილნი" (homo in adjutorium mutuum genitus est, De ira) – სენეკა
  • "სწორი მიდგომით, მკაფიო გეგმებითა და გამბედაობით, მარსის დალაშქვრაც კი შესაძლებელია" – მეი მასკი
  • "ჩვენთა ნდომათა საგნები მიწყივ გვატყუებენ, ირყევიან და იღუპებიან. მათ მწუხარება მეტი მოაქვთ, ვიდრე სიხარული" – არტურ შოპენჰაუერი
  • "ბევრი ადამიანი ამბობს – "არა", ან "ვიფიქრებ ამაზე". ეს არის მათი პასუხი, მიუხედავად იმისა, პატარა და უმნიშვნელოა საკითხი თუ რაიმე დიდი და რევოლუციური. შესაძლოა, ისინი ფრთხილობენ, ეჭვით უყურებენ ახალ იდეებს ან მართლაც სჭირდებათ დრო მოსაფიქრებლად. მაგრამ ეს არ არის ჩემი სტილი. თუ იდეა კარგია, მე ყოველთვის ვამბობ "კი"-ს და შემდეგ ვიწყებ მუშაობას იმაზე, თუ როგორ ვაქციო ის რეალობად. რა თქმა უნდა, ყველაფერზე "კი"-ს არც მე ვამბობ. თუმცა, რა სჯობს? − ხანდახან შეცდომა დაუშვა, თუ ახალი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა?" – სერ რიჩარდ ბრენსონი
  • "დამიჯერეთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ ანტრეპრენერობაში, თქვენი აზროვნებით უნდა დაიწყოთ" – რიდ ჰოფმანი
  • "იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ კვდები. ისწავლე ისე, თითქოს საუკუნოდ იცხოვრებ" – მაჰათმა განდი
  • "თვითონ დაჩეხე შეშა და ორჯერ გათბები" – ჰენრი ფორდი
  • "როცა საუბრობ, იმეორებ იგივეს, რაც იცი, როცა უსმენ, შეიძლება ისეთი რამ გაიგო, რაც არ იცი" – დალაი ლამა
  • "არასოდეს მისცე შენში არსებულ გმირს დანებების უფლება" – ფრიდრიხ ნიცშე
  • "ბედს თვითონ ქმნის კაცი და არა ბედი კაცსა" – ილია
  • "საკუთარი თავი გამოიძიე" – ბასილი დიდი
  • Now this is not the end. It is not even the beginning of the end. But it is, perhaps, the end of the beginning – Sir Winston Churchill
გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია