Get All Access for $5/mo

25 რამ, რის ცოდნასაც 25 წლის ასაკში ვისურვებდი P.S.: ყოველთვის შეგიძლია დაიწყო თავიდან...

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

  1. რომ ყველაფერზე ნერვიულობა არ ღირს. სჯობს, ჩვენს ემოციებს გავუფრთხილდეთ და ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
  2. რომ ძლიერი და მწველი სურვილის გარეშე არაფერი გამოვა და ჩვენი წარმატებაც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ძლიერია ჩვენი სურვილი.
  3. რომ ცხოვრება ხშირად უსამართლოა, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავნებდეთ, ვისწავლოთ მომხდარისგან, არ გავჩერდეთ და განვაგრძოთ წინსვლა.
  4. რომ გამართლების იმედად არ უნდა ვიყოთ და არავინ იცის, იღბალი როდის გაგვიღიმებს, ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად.
  5. რომ მეტის მისაღებად მეტის გაღება მოგვიწევს და არ არსებობს განსაკუთრებული მიღწევა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.
  6. რომ სწავლა მუდმივი პროცესია და არ სრულდება არც სკოლის, არც უნივერსიტეტის დამთავრებისას და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
  7. რომ მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა საუკეთესო თვისებაა, რაც ადამიანს ამშვენებს და თუ ეს თვისება არ გვაქვს, აუცილებლად უნდა გამოვიმუშაოთ.
  8. რომ ჯანმრთელობის გაფრთხილება და ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევა ახალგაზრდა ასაკიდანვე საჭიროა.
  9. რომ საქმის ჩქარა კეთება ყოველთვის სწრაფად კეთებას არ ნიშნავს და ხანდახან ნელი, მაგრამ თანმიმდევრული ტემპით, უფრო მალე მივალთ მიზანთან.
  10. რომ დრო ყველაზე დიდი აქტივია და მისი სწორად და ეფექტიანად გამოყენება მთავარ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ.
  11. რომ სწავლა ყველასგან შეიძლება და არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩვენზე მინიმუმ ერთით მეტი ღირებული რამ არ იცის.
  12. რომ შეცდომა და მარცხი წარმატების განუყოფელი ნაწილია და მთავარი ის კი არ არის, რომ ვმარცხდებით და გვეშლება, არამედ ის, თუ რას ვსწავლობთ მისგან.
  13. რომ მარტივად არაფერი ხდება და ყველა დიდი წარმატების უკან უდიდესი შრომა და ძალისხმევა დგას.
  14. რომ დაგეგმვა და მომზადება წარმატების აუცილებელი წინაპირობაა და რაც უკეთ მოვემზადებით, მით უფრო თავდაჯერებული შევხვდებით გამოწვევებს.
  15. რომ რასაც ვაკეთებთ, სულით და გულით უნდა ვაკეთოთ და სანახევროდ გაკეთებულის შედეგიც სანახევრო იქნება.
  16. რომ სიჩუმე ხშირად ყველაზე ხმამაღალი პასუხია და მოსმენისას მეტი შანსია, ახალი გავიგოთ, ლაპარაკისას კი იმავეს ვიმეორებთ, რაც აქამდეც ვიცოდით.
  17. რომ ნებისყოფა ძლიერი ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებაა და მისი გამომუშავებისთვის საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა მოგვიწევს.
  18. რომ ასაკით უფროსი, გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანების რჩევა შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს და მათი სახით საუკეთესო მენტორები გვყავს.
  19. რომ სჯობს გარშემო ტოქსიკური და ნეგატიური ენერგიის მქონე ადამიანების ნაცვლად, ისეთი ადამიანები შემოვიკრიბოთ, რომლებსაც ჩვენს დანახვაზე თვალები უბრწყინავთ.
  20. რომ რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება და რაც არ გამოვიდა, სჯობდა არც გამოსულიყო, სამყარო კი გაცილებით უკეთესს გვიმზადებს.
  21. რომ მტკიცე და ძლიერ ხასიათს რთულად გადასალახი წინააღმდეგობები აყალიბებს და ამიტომაც სჯობს, რთულ გამოწვევებს შევეჭიდოთ.
  22. რომ გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ უნდა მივიღოთ და სჯობს დრო გავიდეს, რომელიც უფრო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.
  23. რომ ყველას მოსაწონი ყოველთვის ვერ ვიქნებით და ხალხის აზრმა დასახულ მიზანზე ხელი არ უნდა აგვაღებინოს.
  24. რომ ერთი მთის მწვერვალი მეორეს ძირია და მწვერვალის დაპყრობით ეიფორიაში ჩავარდნას სჯობს ახალი მწვერვალების დასაპყრობად მოვემზადოთ.
  25. რომ თავმდაბლობა ამბიციურობას არ გამორიცხავს და მთავარი ის კი არ არის, ვინ რას იტყვის ჩვენზე, არამედ ის, თუ სინამდვილეში რას წარმოვადგენთ.

P.S.: რომ ყოველთვის შეგიძლია დაიწყო თავიდან...

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი