Get All Access for $5/mo

3 ფუნდამენტური იდეა ანტრეპრენერისთვის წარმატების მისაღწევად რას ნიშნავს "ნაყოფიერი" ბიზნესი? - სტატიის ავტორის პასუხი ამ შეკითხვაზე შესაძლოა ტრადიციული შეხედულებისგან განსხვავდებოდეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

StartupStockPhotos, Pixabay

ბევრი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების მაღალი სტანდარტისთვის მეტი ანტრეპრენერია საჭირო. მაგრამ მეტი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს.

როგორც სხვა საქმიანობაში, ანტრეპრენერობაშიც ბევრი რამ დადებითია. თუნდაც ის, რომ ეკონომიკური ზრდა ანტრეპრენერის წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ანტრეპრენერს, რომელსაც მოგება აქვს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შეტანა არ შეუძლია თუ მის საქმიანობას ქვეყნის ეკონომიკისთვისაც არ მოაქვს მოგება და ან კიდევ უარესი, გამანადგურებელი ზემოქმედება აქვს.

სამწუხაროდ, ბევრი ანტრეპრენერი ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანა და სწორედ ამიტომ ყოველთვის არ არის პროდუქტიული. რა თქმა უნდა, ფულის გამოსამუშავებლად აუცილებელი არ არის პროდუქტიული იყო. თუ "წარმატების" საზომი თქვენი მოგება-ზარალის უწყისში დიდი ციფრების მიღება და ზარალის არქონაა, შეგიძლიათ წარმატებას ისე მიაღწიოთ, რომ ეკონომიკის ან საზოგადოების განვითარებაში წვლილი არც კი შეიტანით.

თუმცა, ბევრი ანტრეპრენერი ამ საქმიანობას მხოლოდ ფულის გამო არ ეწევა. სინამდვილეში, ისინი ჩვეულებრივ სამუშაოზე არც მეტ თანხას გამოიმუშავებენ და არც მხოლოდ იმის გამო არიან ჩართულნი, რომ ვიღაც სხვისთვის მუშაობა არ სურთ. ყველაზე მეტად სამყაროს შეცვლა სურთ (თუმცა, ეს ფულის გამომუშავებაზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს).

დღეს სოციალური ანტრეპრენერობაც − ქველმოქმედება და სიკეთე, ყველგან მიღებული და მნიშვნელოვანია. ზუსტად ასევე მნიშვნელოვანია სოციალური ბიზნესი, ანუ ქველმოქმედება მატერიალური სირთულეების დროს. ამ ტიპის პროექტების მნიშვნელობა ნამდვილად გაზვიადებულია. "ნაყოფიერი" ანტრეპრენერობა კი, სამყაროს სასიკეთოდ შეცვლაში წვლილის შეტანას ნიშნავს, თანაც საკუთარი და ოჯახის მომავლის მსხვერპლად შეწირვის გარეშე.

სიმართლე სრულიად მარტივია: ფულის გამომუშავება და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებები ნამდვილად არ არის. ფაქტობრივად, ამ შემთხვევაში ფინანსური კეთილდღეობის მოპოვება სიკეთის კეთებით შეგიძლიათ. მაგრამ ეს რომ შეძლოთ, მხედველობის მიღმა არ უნდა დაგრჩეთ შემდეგი მარტივი იდეები იმის თაობაზე, სინამდვილეში როგორია ეს "ნაყოფიერი" ბიზნესი:

1. მხოლოდ თქვენ არ გეხებათ

ბიზნესი თქვენი პირადი არჩევანია და შესაძლოა იმ ტიპის ცხოვრებასთან იყოს დაკავშირებული, რომელიც მოგწონთ. მაგრამ ამ ბიზნესის შედეგები და წარმატება "პირადი" სულაც არ არის. ფაქტობრივად, იგი მხოლოდ თქვენ, თქვენს პროდუქტსა და თქვენ მიერ მოწოდებულ მომსახურებას არ ეხება. მთავარი ის ფასეულობებია, რომლებსაც თქვენ ქმნით, ხოლო ფასეულობებს ისინი საზღვრავენ, ვისაც სთავაზობთ.

თქვენ და თქვენი პროდუქტი მთლიანად მომხმარებლის აზრსა და მის შეფასებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ვერ შეცვლით. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ ყოველთვის გაითვალისწინოთ მათი აზრი; ზუსტად მათი პირობებით რაც შეიძლება მეტი ფასეულობა შესთავაზოთ. თქვენც ბევრს გასწავლით იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა ემსახუროთ უკეთ სხვებს.

2. მთავარი ის არ არის, რა უნდა ხალხს

"ადამიანებისთვის რომ მეკითხა, რა უნდოდათ, მეტყოდნენ, უფრო სწრაფი ცხენებიო", − ეს ცნობილი ფრაზა ჰერნი ფორდს სინამდვილეში არასოდეს უთქვამს. თუმცა სტივ ჯობსის ნათქვამს ეხმაურება, რომ "ადამიანები მხოლოდ მაშინ ხვდებიან რა უნდათ, როდესაც აჩვენებ". ალბათ იმიტომ, რომ მათ იციან რაში დაეხმარება ესა თუ ნივთი თუ მომსახურება, მაგრამ სურვილის ასრულება არ იციან. ეს რომ სცოდნოდათ, პროდუქტიც ექნებოდათ.

თქვენი, როგორც ანტრეპრენერის, უპირველესი ფუნქცია იმისი განსაზღვრაა, რისი მიღება სურს საზოგადოებას, შემდეგ კი, სასურველის მიღებაში დახმარება. ეს ფაქტობრივად ამ ნივთის ან მომსახურების ჭეშმარიტი ღირებულების განსაზღვრაა. თქვენ ამას რაიმე სრულიად ახლის ან განახლებულის შეთავაზებით შეძლებთ. გარდა ამისა, ისეთი ისტორიის მოყოლით, რომელიც ააღელვებს და მიახვედრებს, რის მიღწევას შეძლებს თქვენი დახმარებით.

3. მხოლოდ კონკურენცია არ არის

ხშირად ვფიქრობთ, თუ რა ბიზნესშესაძლებლოებები აქვს ჩვენს პროდუქტს ბაზარზე, რომელ ნიშას დავიკავებთ და რა პოზიცია უჭირავთ ჩვენს კონკურენტებს. კონკურენტული უპირატესობების შენარჩუნება უკვე ჩამოყალიბებულ ბიზნესსფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამორჩეული პროდუქტის შექმნა და იმ რეალობისგან გაქცევა, სადაც ე.წ. "წითელი ოკეანის" სტრატეგია და მგლური კანონები მეფობს (ანუ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება და საბრძოლო ველიდან განდევნა), აუცილებელია. მაგრამ არ არის აუცილებელი, ამ ფაქტორებს ანტრეპრენერისთვის ყველაზე მეტად საფიქრალი ერქვას.

წარმატებული ანტრეპრენერისთვის კონკურენტების პოზიციონირება გადამწყვეტი არ უნდა იყოს. უმთავრესი, კლიენტების სპეციფიკური სეგმენტისთვის მაქსიმალური ფასეულობის მქონე პროდუქტის შეთავაზება უნდა იყოს, მათივე პირობებით. არ აქვს მნიშვნელობა ამ კლიენტებს ვინმე სხვა უკვე ემსახურება თუ არა; არც იმას, თუ რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები, თუ თქვენი ბიზნესი კლიენტების შეფასებით, გაცილებით ღირებულია (თქვენი კონკურენტების ბიზნესთან შედარებით).

წარმატებული და ნაყოფიერი ანტრეპრენერობა მარტივია

დარწმუნებული ვარ, თქვენი ანტრეპრენერული წამოწყებები და არსებობისთვის მუდმივი ბრძოლა "მარტივად" არასოდეს მიგიჩნევიათ. არადა, სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ მარტივია. წარმატებული ანტრეპრენერი რომ გახდეთ და სამყაროც შეცვალოთ, რაღაც ახალი და კარგი აუცილებლად უნდა შექმნათ − მომხმარებელს მისთვის ფასეული პროდუქტი მისივე პირობებით უნდა მიაწოდოთ. თანაც, იგი ეკონომიურიც უნდა იყოს.

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ თეორიულად ჟღერს მარტივად, პრაქტიკულად ცოტა არ იყოს რთულია. სიმართლე ის არის, რომ გადარჩენისთვის ბრძოლა რთულია იმის გამო, რომ ანტრეპრენერები საკუთარ ბიზნესზე ფიქრს ბოლოდან იწყებენ. ბიზნესის წამოწყებისას, იმას გეგმავენ, რისი გაკეთება სურთ და მხოლოდ შემდეგ იხილავენ, რა იტყვიან კლიენტები და რა აქვთ უკვე გაკეთებული კონკურენტებს ბაზრის ამ პატარა სეგმენტში. თავდაპირველად, პროდუქტის წარმოების ხარჯების, ხოლო შემდეგ მისი ფასეულობების განხილვა, ნამდვილად არასწორი გათვლაა.

პროდუქტის ფასის დადგენისას ანტრეპრენერი არასოდეს არ უნდა დაეყრდნოს და ვერც დაეყრდნობა მეთოდს − "დანახარჯებს პლუს". ამის ნაცვლად, "დანახარჯებს მინუს" მეთოდი უნდა განიხილოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი კლიენტები ამ პროდუქტით იმაზე გაცილებით ფასეულს იღებენ, რასაც თქვენ გიხდიან. შემდეგ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ საწარმოო ხარჯები ამ ფასზე დაბალი იყოს.

ანტრეპრენერობაზე ფიქრი "ფასეულობათა" გათვალისწინებით სამყაროს შეცვლაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ამგვარი აზროვნება სწორი გზიდან არ გადაგახვევინებთ. გახსოვდეთ, რომ სხვების მომსახურებით საკუთარ თავს ემსახურებით და ეს უდავო ჭეშმარიტებაა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მწვანე ბიზნესი

4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოში

გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან