Get All Access for $5/mo

5 ბიზნეს და ცხოვრებისეული გაკვეთილი "საშობაო სიმღერიდან" ნუ იქნები სკრუჯი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Metro

"საშობაო სიმღერა" - ხარბი და სასტიკი ებნეზერ სკრუჯის ისტორიაა, რომელსაც მოჩვენებები გამოეცხადებიან. შობა დღეს გამოიღვიძებს და მათი წყალობით, ცოდვების მოსანანიებლად მზად არის. ეს ისტორია მართალია, 173 წლისაა, მაგრამ დღესაც აქტუალურია.

სადღესასწაულო სეზონი დგება და სწორედ შესაფერისი დროა რამდენიმე გაკვეთილი მიიღოთ ჩარლზ დიკენსის საყვარელი ზღაპრის პერსონაჟებისგან.

1. იპოვეთ თქვენი გუნდი

ადამიანები თავიანთ შეხედულებებს როგორც წესი, ერთ ღამეში არ იცვლიან. მაგრამ, ნამდვილად იცვლიან როდესაც შობის წინა დღეებში წარსულის, ახლანდელი დროის და მომავლის აჩრდილები ეცხადებიან და შობა ჯერ კიდევ არ არის დამდგარი. სკრუჯი არც კი მიაქცევდა ყურადღებას შობის ღამის თავგადასავლება, ეს მხოლოდ საფლავის ქვის დანახვა ან წვეულების მიყურადება რომ ყოფილიყო, რომელზეც აღარასდროს სურდა წასვლა. მაგრამ მოჩვენებებმა თავიანთი ძლიერი მხარეები გამოიყენეს და საერთო ძალისხმევამ რეალური ზეგავლენა მოახდინა.

2. იცოდეთ როდის უნდა შეამციროთ დანაკარგები

ხვდებით ხომ, ცოტას ვისზე ვლაპარაკობ? სკრუჯის ყოფილ საცოლეზე, ბელზე. სკრუჯი ფულზე იყო გადარეული და სულელივით იქცეოდა, ბელმა უარის თქმა გადაწყვიტა და სხვას გაჰყვა ცოლად. მართალია, სკრუჯმა ბოლოს და ბოლოს ყველაფერი შეცვალა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ,საკმაოდ დიდ ხანს მოუწია ლოდინი.

თუ რაღაც ვერ გააკეთეთ, რაღა იქნება, საკუთარ თავს დარდის უფლება მიეცი და რაც შეიძლება სწრაფად გადადით შემდეგზე. კიდევ უფრო მეტს ნუ იშრომებთ, იმის გადარჩენაზე, რაც არ ამართლებს.

3. შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილებში იპოვოთ მენტორები

სკრუჯის პირველი ბოსი, მისტერ ფეზივიგი კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ აშკარაა, რომ დიდი გავლენა არ მოუხდებია ჩვენს მთავარ გმირზე. თავისი სპექტრალური ტურიზმის წყალობით, სკრუჯს სურვილი გაუჩნდა, რომ უკეთესი გამხდარიყო. თავისი ძმისშვილის ფრედის წყალობითაც, რომელიც მას ყოველთვის ეპატიჟებოდა დღესასწაულებზე, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ უარს ეუბნებოდა. და თავისი თანამშრომლის ბობ კრეჩიტისა და მის ოჯახივით კეთილი და ხალისიანი ყოფილიყო.

4. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენ არ გეხებათ

ჯეიკობ მარლის აჩრდილი თავის ძველ ბიზნეს პარტნიორს, სკრუჯს შეუვლის, რომ სხვა სტუმრების შესახებ გააფრთხილოს, რომლებიც ღამით ეწვევიან. მარლი ცხოვრებაში გულქვა და გაუმაძღარი იყო, და ამის გამო იმქვეყნად ჯაჭვები ამძიმებს. განა საკმარისი არ არის? რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ დიკენსი თავისი ლმობიერებით სულაც არ იყო ცნობილი. აქ მთავარია ის დაინახოთ, რომ ეგოიზმი მხოლოდ ხელს შეგიშლით. წარმატებულ ანტრეპრენერს სხვებთან მუშაობისას და ბიზნესის შექმნისას მეტი პრობლემების შექმნა კი არა, გამოსავლის მოძებნა უნდა სურდეს სხვებისთვის.

5. ადაპტირება სცადეთ

სკრუჯის ისტორია გვასწავლის, რომ აზრის შეცვალა რაიმე საკითხზე, ან საქმისადმი მიდგომის შეცვლა არასოდეს არის მეტისმეტად გვიანი. ნუ გეშინიათ, რაიმე ახალი სცადეთ, რადგან ეს შეიძლება იყოს საუკეთესო, რაც ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

როგორ შევქმნათ პროფესიონალური რეზიუმე?

résumé ფრანგული ენიდან დამკვიდრდა და ინფორმაციის შეჯამებას, მოკლე შინაარსს ნიშნავს

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

სიახლეები

autoElement - 3 ''შარქის'' დაინტერესება და ჯამურად მოზიდული 230 000 ლარი

აპლიკაციამ უკვე 34-ჯერ შეამცირა ნაწილების მოძიების დრო