Get All Access for $5/mo

5 მანტრა თქვენი ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესებისთვის ხშირად ჩვენს წარმატებას ჩვენი რწმენა, ღირებულებები და სიტყვები განსაზღვრავს. მაგრამ, რით უნდა დავიწყოთ? გთავაზობთ 5 მანტრას, რომლებიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუ მათ ნამდვილად დაუჯერებთ და გამოიყენებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

.

ყველას გვიწევს ცხოვრებაში უამრავი მძიმე ბრძოლის გადატანა. ადამიანებს შინ ყოველდღიურად აქვთ უთანხმოებები, სამსახურში ისე არ მიდის პროექტები, როგორც თავიდან გვქონდა განსაზღვრული, დასახული მიზნების შესრულების გზაზე კი, წარუმატებლობები გვხვდება.

წლებთან ერთად შევამჩნიე, რომ მთლიანად ჩვენს რწმენაზე, ფასეულობებზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვფიქრობთ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე, რამდენად სწრაფად დავდგებით ფეხზე, გამოცდებისა და განსაცდელის მიუხედავად. ასევე, თუ რას ვეუბნებით საკუთარ თავს. შემდეგი ხუთი მანტრას რწმენა, მათი წარმოთქმა და შესრულება წარმოუდგენლად სასარგებლო იქნება ნებისმიერ განსაცდელთან გასამკლავებლად და ფეხზე დასადგომად.

1. მე შემიძლია ამის გაკეთება. ყველაფერი გამოვა

როდესაც რაიმე წარუმატებლობა გვაქვს ან ხელი მოგვეცარება, დიდი ცდუნება გვიჩნდება, საკუთარ თავში შევიტანოთ ეჭვი. ჩვენი გრძნობები შეიძლება თოვლის გუნდასავით გაიზარდოს და თვითონ შევქმნათ ცხოვრებაში ე.წ. დომინოს ეფექტი.

როგორც წესი, ყურადღების გამახვილებით ვიწყებთ იმ ერთ კლიენტზე, რომელსაც ხელი არ მოვუწერეთ, ან იმ ერთი გარიგებით, რომელიც არ შესრულდა და მივდივართ დასკვნამდე − "იქნებ, უბრალოდ არ ვარ შესაფერისი ამ სამუშაოსთვის", ან − "იქნებ არც უნდა მომეკიდა საერთოდ ამისთვის ხელი". შესაძლოა თვითმარქვიას სინდრომიც კი გაგვიჩნდეს, რადგან ამ უარყოფითი აზრების გამო, შეიძლება წინასწარმეტყველება გამოგვივიდეს და თავისთავად ასრულდეს ის, რის თავიდან აცილებასაც ვცდილობთ. ჩვენი უარყოფითი აზრები უფრო მეტ წარუმატებლობას გამოიწვევს და თავს გამართლებულად ვიგრძნობთ, რაც თავის მხრივ, დომინოს შემდგომ ეფექტთან მიდის.

ზუსტად იგივე გავლენა აქვს საპირისპირო აზროვნებას. წარუმატებლობის შემდეგ კი არ უნდა დაასკვნათ, რომ ყველაფერი დაკარგულია, არამედ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: "რა შემიძლია ვისწავლო ამისგან? როგორ გამოვიყენო ეს, რათა უკეთესი გავხდე?" დიდხანს ნუ იფიქრებთ იმ ერთზე, რაც არ გამოგივიდათ. ამის ნაცვლად, თქვენი ენერგია იმაზე გადაიტანეთ, რაც კარგად მიდის.

რაც მეტად გჯერათ საკუთარი თავისა და თქვენი შესაძლებლობების, მით უკეთ წამოდგებით ფეხზე წარუმატებლობების დროს. როდესაც გვჯერა, რომ ყველაფერი გამოვა, ჩვეულებრივ, ასეც ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანმიმდევრულად ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უნდა განაგრძოთ, ყველაფრის მიუხედავად, რაც უნდა მოხდეს.

2. წარსულს არ აქვს მნიშვნელობა, ამის დავიწყება შემიძლია

როდესაც დაზარალებულად ან შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, მიდრეკილნი ვართ საჭიროზე ბევრად მეტად ვიფიქროთ. წარსული უკვე დაწერილია და მისი შეცვლა შეუძლებელია. სხვაა, თუ მხოლოდ იმიტომ გავიხსენებთ წარსულს, რომ ჩვენი შეცდომების მაგალითზე სწავლაში დაგვეხმაროს. ამ მაგალითით ჭკუა უნდა ისწავლოთ, და შემდეგ ახლებური გამჭრიახობითა და სიბრძნით გააგრძელოთ გზა.

თუმცა, ჩვენ უმეტესად არ ვფიქრობთ, რომ წარსულმა შეიძლება გზაზე დაგვაყენოს. უკან ვიხედებით, სულ ერთი გვაქვს აკვიატებული, და ამის გამო ერთ ადგილას ვართ ჩარჩენილები. რაიმე სასიკეთოს იშვიათად მოგვიტანს ფიქრის თავიდან დაწყება, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა, ან ვიღაც სხვას უნდა ეთქვა რაღაც, ან გაეკეთებინა. ჩვენს ტვინს არ შეუძლია ერთდროულად ორ განსხვავებულ საკითხზე ყურადღების გამახვილება, ამიტომ ყოველთვის, როდესაც წარსულზე ვფიქრობთ, იშვიათად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ აწმყოს გაკონტროლება შეგვიძლია და მომავალს ინტერესით უნდა ვუყუროთ.

ამის ნაცვლად, შეგნებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომ სხვებს (და საკუთარ თავს) შეცდომები აპატიოთ. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ: "მაგრამ ამის გადატანა ძალიან რთულია!" რა თქმა უნდა, ძნელია რაიმეს დავიწყება, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ არჩევანი. ამიტომ, უნდა აირჩიოთ და მთელი თქვენი ცნობიერი ენერგია იმისკენ უნდა მიმართოთ, თუ ვინ უნდა გახდეთ მომავალში.

3. მაპატიე. ამას გამოვასწორებ

როდესაც ვინმესთან გვაქვს კონფლიქტი, ყოველთვის არ არის ადვილი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ყურადღების გამახვილება ვითარების იმ ასპექტზე, რომლის გამოსწორებაც შეგვიძლია. ნაცვლად ამისა, ყურადღების გამახვილება გვსურს იმაზე, რაც სხვებმა გაგვიკეთეს.

ჩვენ ხშირად ვამბობთ: "ეს ჩემი ბრალი არ იყო". სხვისთვის გადაბრალება შესაძლოა შვება იყოს თქვენთვის, რადგან მდგომარეობიდან გამოგვიყვანს და გვეხმარება ვიგრძნოთ, რომ ჩვენი რეაქციები გამართლებულია. მართალია, შეიძლება ეს თავიდან კარგი მოგვეჩვენოს, მაგრამ იშვიათად თუ გაგვიწევს კარგ სამსახურს. ამის ნაცვლად, თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოთ, რათა ამ სიტყვების თქმა შეძლოთ: "მართალი ხარ. მე ასე მოვიქეცი და ვწუხვარ. აი, რის გაკეთებას ვაპირებ ამასთან დაკავშირებით".

როდესაც ამას ვაკეთებთ, სხვა რამ ხდება: ჯერ ერთი, სხვები უფრო მეტი პატივისცემით განეწყობიან ჩვენ მიმართ. მეორეც − საკუთარ საკონტროლო წრეში ვბრუნდებით და მოქმედებებს განვსაზღვრავთ, რომელთა განხორციელებას ვითარების გასაუმჯობესებლად ვგეგმავთ. მესამე, ჩვენი ქმედებით სხვებს ვაძლევთ მაგალითს და ვუბიძგებთ, თვითონაც იგივე გააკეთონ. შედეგი? − ჩვენ ბევრად სწრაფად ვაუმჯობესებთ ვითარებას, და ბრენდსა და რეპუტაციას ვქმნით, რათა უფრო მალე ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

4. დახმარება მჭირდება

ზოგჯერ შეიძლება უზომოდ მძიმე იყოს სხვისთვის დახმარების თხოვნა. ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, რომ თუ ნიჭიერები და წარმატებულები ვართ, თავად უნდა ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ რაიმე დამოუკიდებლად. სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ ძლიერი ხარ, მაგრამ თუ ვინმეს ვთხოვთ დახმარებას, შესაძლოა სუსტებად მივიჩნიოთ თავი. ამ დროს, ადამიანი ძლიერი უნდა იყო, რათა დახმარება სთხოვო ვინმეს.

რომი ერთ დღეში არ აშენებულა და არც ერთ ადამიანს აუშენებია იგი. ადამიანების უმეტესობას სიამოვნებს, როდესაც დახმარებას სთხოვენ. ნუ შეგეშინდებათ, მოძებნეთ თქვენ გარშემო თქვენზე უკეთესი ადამიანები ან ძლიერები იმ სფეროში, რომელშიც თქვენ არ ხართ საკმარისად მომზადებული და გამოიყენეთ მათი ცოდნა. აუცილებელი არ არის, ეს ყველაფერი თავად გააკეთოთ. მოძებნეთ ადამიანები, რომლებითაც აღფრთოვანებული ხართ და რომლებსაც ენდობით, შემდეგ თქვენი დაუცველობა აგრძნობინეთ და თქვით, რომ გარკვეული დახმარება არ გაწყენდათ. ეს სერიოზული ურთიერთობის დამყარების წინაპირობაა და ამას დიდი ლიდერები და პროფესიონალები აკეთებენ.

5. შეცდომა დავუშვი, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია

ჩვენ ძალიან ხშირად გვეშინია წარუმატებლობის. ვფიქრობთ, რომ წარმატება და წარუმატებლობა საპირისპირო მხარეებია, მაგრამ ასე არ არის − წარუმატებლობა წარმატების ნაწილია.

უზომოდ წარმატებულ ადამიანებს შორისაც არიან ისეთები, რომლებსაც დიდი სირთულეები არ გამოუცდიათ და არც დიდი შეცდომები დაუშვიათ თავიანთ გზაზე. როდესაც შეცდომებს ვაღიარებთ, უფრო მეტად ვტკბებით ცხოვრების გზით. შეცდომები ხშირად ნიშნავს, რომ ექსპერიმენტების ჩატარებას ვცდილობთ და რაღაც ახალს ვცდით, რაც კომფორტის ზონებს გვაშორებს და სწავლას გვაიძულებს.

იყავით მზად, რადგან თავი არაკომფორტულად უნდა იგრძნოთ და რაღაც ახალი უნდა სცადოთ, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად ცუდად წავა ეს პირველ ჯერზე. წინასწარ დაგეგმეთ, რომ უნდა იბრძოლოთ და მიიღოთ ის, რაც გსურთ. ზრდისა და ცვლილების პროცესს მაშინ დაიწყებთ, როდესაც ამ ნაბიჯებს გადადგამთ. დისკომფორტის, შეცდომებისა და რამდენიმე წარუმატებლობის გადატანის გარეშე, ზრდასა და განვითარებაზე ფიქრი ძნელია. თუ ნამდვილად გსურთ განვითარება, ეს ყველაფერი უნდა გადაიტანოთ. რაც ადრე დაიწყებთ ასეთ აზროვნებას, მით სწრაფად წაიწევთ წინ და უკეთ იგრძნობთ თავს.

Amy M Chambers

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Executive Coach, Life Coach, and #1 International Bestselling Author

Amy Chambers, former COO, spent 21 years in financial services. She’s now a success coach, leadership consultant and the author of the #1 bestselling books, 7 V.I.R.T.U.E.S. of Exceptional Leaders and 6 H.A.B.I.T.S. of Powerful People. She completed her undergrad at Notre Dame and her MBA at USC.

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"