Get All Access for $5/mo

7 მავნე ჩვევა, რომელიც სინამდვილეში არცთუ მავნეა ამქვეყნად არაფერია ბოლომდე კარგი ან ცუდი, მათ შორის ჩვევების უმრავლესობაც

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

რაც შეეხება ჩვევებს, მათზე ერთ-ერთი ავტორი, ჯეიმს კლირი წერს: "ცუდი ჩვევები თქვენს ცხოვრებაში იჭრებიან და მიზნების შესრულებაში გიშლიან ხელს. ისინი თქვენს ჯანმრთელობასაც უქმნიან საფრთხეს − როგორც მენტალურს, ისე ფიზიკურს, და კიდევ დროსა და ენერგიასაც გართმევენ".

თქმა არ უნდა იმას, რომ ცუდი ჩვევების დაძლევა და მათი კარგით შეცვლა ყველანაირად უნდა სცადოთ. რაზე უნდა თქვათ უარი? კეთილი, ზოგიერთების გახსენება საერთოდ არ არის რთული − სიგარეტის მოწევა და არაჯანსაღი საკვები.

თუმცა, არსებობს ჩვევები, რომლებიც "ცუდი" გვგონია, მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს.

გაეცანით 7 "მავნე ჩვევას", რომელიც არც ისე საზიანოა, როგორც თქვენ ფიქრობთ.

1. საუზმის გამოტოვება

ნებისმიერმა იცის, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია. თუ თქვენც ჩემსავით დილაობით ვარჯიშობთ, ენერგიის შევსება აუცილებლად დაგჭირდებათ. კვლევებით დამტკიცებულია, რომ საუზმე უდავოდ სასარგებლოა, თქვენი მუშაობის ხარისხს აუმჯობესებს, ენერგიას გაწვდით, წონის დაკლებასა და განწყობის გაუმჯობესებაშიც გეხმარებათ.

ამ დროს სულ სხვას აცხადებს პროფესორი აარონ კეროლი ჟურნალ Self-თან ინტერვიუში: "მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ისაუზმოთ, თუ გშიათ", − ამბობს იგი, − "მაგრამ არ იფიქროთ, რომ საუზმის გამოტოვება ცუდია. არ მოუსმინოთ ლექციებს, საუზმეს მისტიკური ძალები სულაც არ აქვს".

ხოლო დიეტოლოგი კარენ ანსელი ამავე სტატიას ციტირებს და დასძენს, რომ "ზოგიერთი ადამიანი საუზმის შემდეგ თავს ავადმყოფივით გრძნობს. თუ ასეა, არანაირი აზრი არ აქვს იმის კეთებას, რაც ცუდად გხდით. სჯობს, მოგვიანებით წაიხემსოთ ან სადილამდე მოიცადოთ".

2. ყურადღების გაფანტვა

ყურადღების გაფანტვასთან ბრძოლა ნამდვილად შეიძლება. როგორ შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაზე კონცენტრირებას, როდესაც ტელეფონზე შეტყობინებები არ წყდება ან თანამშრომლები არ გასვენებენ? სინამდვილეში, ყურადღების გაფანტვამ შესაძლოა კარგი სამსახურიც კი გაგიწიოთ.

ჯერ ერთი, ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ყურადღების გაფანტვა ძნელი არ უნდა იყოს. "ტვინს არ შეუძლია ყველაფრის გადამუშავება, რაც გარემოში ხდება", − ამბობს იან ფიბელკორნი, პრინსტონის ნეირობიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ჟურნალ Wired-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, − "მას ფილტრაციის პროცესები აქვს, რომლებიც საშუალებას იძლევა ზოგიერთ ინფორმაციას სხვების ხარჯზე გაცილებით დიდი ყურადღება მიაქციოთ".

გარდა ამისა, "ყურადღების გაფანტვა შესაძლოა მტკივნეული ან უარყოფითი მოგონებების გადასატანად იყოს მნიშვნელოვანი", − ამბობს ნირ ეიალი ჟურნალ Psychology Today-თან და ასევე დასძენს, რომ სწორედ ეს დაეხმარება ადამიანებს, ცხიმიანი საკვების მოხმარების სურვილს გაუმკლავდნენ, აქტიურები იყვნენ და სადღაც ღრუბლებში არ დაფრინავდნენ.

ამ შემთხვევაში მთავარია, ეს სურვილები მაშინ დაბლოკოთ, როდესაც პროდუქტიული ხართ, ხოლო თავს მოდუნების საშუალება მისცეთ, როდესაც ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. თქვენს კალენდარში დრო გამოყავით, როდესაც საკუთარ თავს ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანის საშუალებას მისცემთ.

3. ჩაძინება ან ჩათვლემა

ფართოდაა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებსაც სძინავთ, ზარმაცებიც არიან და არც თვითდისციპლინა აქვთ. ზოგიერთებს ადრე უყვართ ადგომა, ადამიანების უმრავლესობას კი იქამდე სძინავს, ვიდრე მაღვიძარა არ დაურეკავს. ყველაზე კარგი იქნება, თუ ჩვენს ბიოლოგიურ რიტმს მოვუსმენთ, რომელიც გვაგრძნობინებს, თუ როდის არის ლოგინიდან ადგომის დრო, ეს კი თქვენი მეტაბოლიზმისთვისაა კარგი", − აცხადებს გაბრიელე მოსი ჟურნალ Bustle-ში.

საზოგადოებაში არც იმ ადამიანებს უყურებენ მეტისმეტად კარგად, რომლებსაც ჩათვლემა უყვართ. თუმცა, როგორც მეიოს კლინიკა ირწმუნება, დაღლილობას ჩათვლემა სჯობს. დღის ძილი ადუნებს და განწყობას აუმჯობესებს. ნაჩვენებია, რომ ჩათვლემის შემდეგ რეაქცია გაცილებით სწრაფია, ხოლო მეხსიერება ბევრად უკეთესი.

4. ვიდეოთამაშებით გატაცება

ადამიანთა უმრავლესობის აზრით, ვიდეოთამაშებს დროის ფუჭად ფანტვის გარდა არაფერი მოაქვს, თანაც მიჯაჭვულობასაც იწვევს. მაგრამ ზომიერებას თუ დაიცავთ, შესაძლოა თქვენთვის მეტად სასარგებლოც კი იყოს, − აცხადებს ონლაინჟურნალი Mental Floss.

კვლევებით დადგინდა, რომ ვიდეოთამაშები ადამიანებს დისლექსიის დაძლევაში, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში, სტრესის შემსუბუქებასა და მხედველობის გაუმჯობესებაში ეხმარება. ეს კიდევ არ არის ყველაფერი − ვიდეოთამაშებს ტკივილების შესუსტება და დაბერების პროცესების შენელებაც შეუძლია. ადამიანებს სოციალური, ხოლო ტვინს − ნეირონული კავშირების დამყარებაში ეხმარება და ლიდერულ თვისებებსაც კი ააქტიურებს.

5. სატელეფონო შეტყობინებების არ გათიშვა

სატელეფონო შეტყობინებები ყურადღების გაფანტვის ყველაზე ცნობილი საშუალებაა. თუმცა, დიუკის უნივერსიტეტის ცენტრის გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ როდესაც ტელეფონს შეტყობინებების მიღების ფუნქციას უთიშავთ, გაცილებით მეტად ხართ დაძაბული. ეს სინდრომია შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში (FOMO).

გამოკვლევების მიხედვით, აქედან ერთი გამოსავალი არსებობს − სჯობს ყველა თქვენი შეტყობინება ერთად, დღეში მხოლოდ სამჯერ შეამოწმოთ: დილით მგზავრობისას, ან როდესაც სამსახურში მიხვალთ, სადილის შემდეგ, და ღამით, შინ რომ დაბრუნდებით.

6. ოცნება

როგორც პროფესორი კალინა კრისტოფი წერს ბრიტანული კოლუმბიის ფსიქოლოგიის ფაკულტეტიდან, "ოცნება და გონების გაფანტვა, როგორც წესი, უარყოფითთან, სიზარმაცესთან ან უყურადღებობასთანაა დაკავშირებული. ამ დროს ჩვენი ტვინი მაშინაა გაცილებით აქტიური, როდესაც ვოცნებობთ. წარმოიდგინეთ, იმაზე აქტიურიც კი, როდესაც რუტინული ამოცანების შესრულებაზე გვაქვს მომართული".

"როდესაც ოცნებობთ, შესაძლოა იმას ვეღარ აკეთებთ, რითაც იმ წუთას ხართ დაკავებული. მაგალითად, წიგნის წაკითხვაში გეშლებათ ხელი ან კლასს ყურადღებას აკლებთ; მაგრამ ასეთ დროს შესაძლოა თქვენი ტვინი ცხოვრების გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას ცდილობს, როგორიცაა კარიერულ საფეხურზე დაწინაურება ან პირადი ურთიერთობები", − ამბობს კრისტოფი.

გახსოვთ, კალენდარში თავისუფალი დრო რომ გამოყავით? ეს დრო ოცნებისა და სვლის გასაგრძელებლად გამოიყენეთ.

7. მოუწესრიგებლობა

დაბოლოს: ხშირად ისმის რეკომენდაციები, რომ სამუშაო სივრცე აუცილებლად სუფთა და მოწესრიგებული უნდა გვქონდეს. დახუნძლულ მაგიდას ან იატაკზე მიმოყრილ ნივთებს ჩვენი სამუშაოდან მოწყვეტა შეუძლია, ხოლო თუ გარემო მოწესრიგებულია, უადგილოდ დაგდებული საგნების ძებნაზე დრო აღარ დაგეხარჯებათ.

თუმცა Reader's Digest -ის მიხედვით, მცირეოდენ უწესრიგობასაც აქვს რაღაც დადებითი. მოუწესრიგებელი ადამიანები გაცილებით შემოქმედებითად განწყობილები, სპონტანურები და მოქნილები არიან. კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ნივთებით ჩახერგილ გარემოში მუშაობენ, უკეთეს იდეებს ფლობენ. გარდა ამისა, საკუთარი ორგანიზაციული სისტემებიც აქვთ და არც წვრილმანებზე ამახვილებენ მეტისმეტად დიდ ყურადღებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ