Get All Access for $5/mo

8 გზა, თუ როგორ შეცვლის კრიზისი სამუდამოდ სამუშაო ძალას ჯანდაცვის გლობალური კრიზისი თაობა Z-ის დამოკიდებულებას შეცვლის სამუშაოს, დამსაქმებლებისა და განათლების მიმართ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წლევანდელმა კრიზისმა მთლიანად შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის, მედიის, ტექნოლოგიებისა და სამუშაოს მიმართ. კაცობრიობის წინაშე ასეთი სწრაფი და უნივერსალური ცვლილებები ჯერ არასოდეს დამდგარა.

  • მეგობრები Instagram-ზე მართავენ წვეულებებს
  • მასწავლებლებმა პირველად ატვირთეს გაკვეთილები YouTube-ზე
  • ექიმები FaceTime ან Google Duo-ს იყენებენ, რომ ტელემედიცინით მოემსახურონ პაციენტებს
  • მუსიკოსებს თავიანთი კონცერტების პირდაპირი ტრანსლაციები აქვთ Facebook-ზე
  • მომხმარებელი Apply Pay-ს იყენებს აუცილებელი მომსახურების დისტანციურად მისაღებად
  • თანამშრომლები Teams-ს იყენებენ ციფრული თანამშრომლობისთვის კოლეგებთან

როდესაც ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, ყველაფერი შეცვლილი იქნება − განათლებაც, სამუშაო ადგილებიც და ინდუსტრიებიც. მაგრამ, ალბათ ყველაზე დიდი ცვლილებები მომავალ სამუშაო ძალასთან, თაობა Z-თან იქნება დაკავშირებული. მათ ახლა ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი აქვთ − ისეთი გამოწვევის წინაშე დგანან, როგორიც არცერთ წინა თაობას არ ჰქონია. ეს უპრეცედენტო მოვლენა წარუშლელ გავლენას მოახდენს მათ ქცევაზე, გადაწყვეტილებებსა და მოლოდინზე.

უამრავი სტატია ქვეყნდება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა თაობები არად აგდებენ ჯანდაცვის კრიზისს. მიუხედავად ამისა, პანდემიამ თაობა Z-ისა და ე.წ. "მილენიალთა" 93 პროცენტის ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, საშუალო სკოლის უფროსი კლასების მოსწავლეთა 74 პროცენტი სკოლებში აღარ დადის. როგორც ამ ორი თაობის წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ისინი "აფორიაქებულები და ფრთხილები" არიან.

ეს კრიზისი სამუშაო ძალას შეცვლის. ქვემოთ რვა გზაა განხილული, რომლითაც ეს მოხდება.

1. გაცილებით დიდი დამოკიდებულება ტექნოლოგიებზე

იმ დროს, როდესაც კაცობრიობა ფიზიკურ დისტანცირებას ცდილობს ერთმანეთისგან, სამყარო ციფრული პლატფორმებისა და ინსტრუმენტებისკენ მიდის, რომ სოციალური კავშირები არ დაკარგონ ერთმანეთთან. თაობები იძულებულნი გახდნენ ციფრულ ურთიერთობებზე გადასულიყვნენ, ახლა კი ხედავენ, რომ ტექნოლოგიას იგნორირებას უკეთებდნენ და ამასობაში, მათი გამოყენება გაცილებით მარტივი გახდა. და თუ თაობა Z არ იყენებდა თავიანთ ტელეფონებს, პროდუქტების, ყავის ან სადილის ფულის გადასახდელად, ახლა უკვე იძულებულნი არიან ეს სოციალური დისტანცირების გამო გააკეთონ.

თაობები უკვე აღიარებენ ტექნოლოგიებს (მაგალითად, ტექნოლოგიების გამოყენების სიმარტივეს დისტანციური მუშაობისას) და ამასთან ერთად, თაობა Z ციფრული თვალსაზრისითაც გონიერია. ეს ყველაფერი ერთად, მუშაობისას ახალი ტექნოლოგიების დანერგვას დააჩქარებს.

2. არატრადიციული განათლება

კრიზისის გამო სკოლები დაიხურა, რაც 290 მილიონი სტუდენტს შეეხო მთელ მსოფლიოში და 4.9 მილიონს − შეერთებულ შტატებში. ისინი იძულებულნი გახდნენ ვირტუალურ სწავლაზე გადასულიყვნენ, მასწავლებლები სრულიად უცნობ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, რადგან მათ 70 პროცენტს არასოდეს ჰქონია სწავლების ვირტუალური კურსი. მიუხედავად ამისა, სტუდენტები მათთვის ძალიან ნაცნობ (და უმეტესად სასურველ) ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, რადგან თაობა Z-ის წარმომადგენელთა 62 პროცენტი ამჯობინებდა, კოლეჯის ხარისხი არ ჰქონოდა და შეუზღუდავი წვდომა ჰქონოდა ინტერნეტზე, ვიდრე კოლეჯის ხარისხი ჰქონოდა, მაგრამ ინტერნეტზე წვდომა − არა.

გარდა ამისა, თაობა Z-ის წარმომადგენელთა მხოლოდ 26 პროცენტი მიიჩნევს, რომ განათლება აფერხებს წარმატების მიღწევას სამსახურში, ხოლო დამსაქმებელთა 90 პროცენტი ამბობს, რომ ისინი მზად არიან არატრადიციული კანდიდატების მისაღებად, რომლებსაც კოლეჯის ოთხწლიანი კურსის დასრულების დიპლომი არ აქვთ.

რადგან სტუდენტებს, მშობლებს და დამსაქმებლებს უკვე ეცვლებათ ძველი წარმოდგენები უმაღლეს განათლებაზე, მოსალოდნელია, რომ მომავალ სამუშაო ძალას არატრადიციული განათლება ექნება ნანო-ხარისხების, სერტიფიკატებისა და ციფრული პორტფოლიოს მთელი თანავარსკვლავედით, რომლებიც მათ ყველაზე უკეთ დაეხმარება ხვალინდელ ბაზარზე წარმატების მიღწევაში.

3. კარიერის ადრე დაწყება

ადრინდელთან შედარებით, დღეს კოლეჯის ბევრი ალტერნატივა არსებობს, ამიტომ თაობა Z-მა შესაძლოა ტრადიციულ საუნივერსიტეტო განათლებაზეც კი თქვას უარი, რათა სამუშაოდ წავიდეს კომპანიაში, რომელიც მათ ისეთივე სწავლებასა და განვითარებას უზრუნველყოფს, როგორიც კოლეჯშია. როგორც კორეი სიმილერი და მეგან გრეისი წერენ თავიანთ წიგნში ("თაობა Z: საუკუნე ჩამოყალიბების პროცესში"), ფაქტობრივად, თაობა Z-ის 62 პროცენტი სრულიად მზადაა კოლეჯის დამთავრებამდე შრომის ბაზარზე გასასვლელად.

ჯენ პრევოზნიკი, კორპორაცია SAP-ის ტალანტების მოზიდვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ემხრობა იმას, რომ თაობა Z-მა კოლეჯში სწავლის გარეშე SAP-ში დაიწყოს სამსახური, რადგან მათ უნარებსა და სწავლისთვის მზადყოფნას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მათ ხარისხს.

4. სწავლა-განვითარება ბევრად მნიშვნელოვანი ხდება

როდესაც თაობა Z შრომის ბაზარზე წინა თაობებზე ადრე მიდის, ან არატრადიციული განათლება აქვს, ისინი თავიანთი დამსაქმებელისგან პროფესიული მომზადების შესაძლებლობებს მოელიან. ამერიკელთა 84 პროცენტი ამბობს, რომ მათი კარიერული გზა მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული მათი მშობლების გზისგან. ერთ კომპანიაში, ერთ ინდუსტრიაში ან ერთ როლში მუშაობის იდეა ძველმოდურია, განსაკუთრებით − მომავალი სამუშაო ძალისთვის.

მომავალი სამუშაო ძალის გულს ის დამსაქმებლები მოიგებენ, რომლებიც სწავლების შესაძლებლობას მისცემენ თაობა Z-ს, და რომელიც ნამდვილად გამოიყენებს ამ ცოდნას და კმაყოფილი იქნება.

5. დამსაქმებელთა განახლებული შეხედულებები

აქამდე სამსახური და ცხოვრება ერთმანეთში ისე იყო გადახლართული, როგორც არასდროს. მობილური ტექნოლოგიების წყალობით, დასაქმებულებს გაცილებით მეტი სამუშაო მიჰქონდათ შინ და ბევრად მეტი ცხოვრება შეჰქონდათ სამსახურში. სამუშაო ადგილები სამუშაო სივრცეებად იქცა, ახლა კი სამუშაო და ცხოვრება მთლიანად შეერწყა ერთმანეთს.

თაობა Z-ისთვის სულ უფრო და უფრო რთული გასარჩევია, სად მთავრდება სამსახური და სად იწყება პირადი ცხოვრება, ასე რომ, მათთვის ეს ყველაფერი უბრალოდ მთელი ცხოვრებაა. სამსახური და ცხოვრება სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. მომავლის სამუშაო ადგილი მხოლოდ სამუშაო კი არა, მთელი ცხოვრებაა. მოსალოდნელია, რომ თაობა Z საკუთარ დამსაქმებლებს ისე შეხედავს, როგორც მხარდამჭერთა, გამაჯანსაღებელთა და განმანათლებელთა საზოგადოებას.

6. უჩვეულო კარიერული გზები

მომსახურების სფეროში დასაქმებული თაობა Z-ის წარმომადგენლები, უფრო მეტ სამუშაო საათებს კარგავენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა დემოგრაფიული ჯგუფი. თაობა Z-ის (18-დან 24 წლის) 29 პროცენტი შვებულებაშია, სხვა თაობის მხოლოდ 13 პროცენტთან შედარებით.

თუ ამ ციფრებს გავითვალისწინებთ, გასაოცარი არ იქნება იმის დანახვა, რომ თაობა Z თავისი შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციით არის დაინტერესებული. არჩევანი რომ ჰქონოდა, თაობა Z-ის 53 პროცენტი მოკლევადიან დასაქმებას ამჯობინებდა სრულ შტატზე მუშაობას, და 46 პროცენტი უკვე ამ ტიპის საქმიანობაშია ჩართული. მას შემდეგ, რაც სამუშაო ციკლები სულ უფრო და უფრო ხშირად იცვლება, შტატიან თანამშრომლებზე მოთხოვნა შემცირდა და დროებითი სამუშაო გაცილებით მომგებიანი და ხელმისაწვდომი გახდა. ელოდეთ, რომ უჩვეულო კარიერული გზები სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა გახდება მომავალი სამუშაო ძალისთვის.

7. მოთხოვნა ემოციურად ინტელიგენტურ ლიდერებზე

თაობა Z ყველაზე მშფოთვარე და სტრესირებული თაობაა და გარდა ამისა, ყველაზე მარტოხელაც. თაობა Z-ის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტს მარტოობასთან დაკავშირებული 11 გრძნობიდან 10 აქვს. მათგან ყველაზე გავრცელებულია იმის შეგრძნება, რომ მათ გარშემო მყოფი ადამიანები სინამდვილეში მათთან არ არიან (69 პროცენტი), მორიდების გრძნობა (69 პროცენტი) და იმის შეგრძნება, რომ თითქოს მათ ნამდვილად არავინ იცნობს კარგად (68 პროცენტი).

მას შემდეგ, რაც ეს სოციალური გაურკვევლობისა და იზოლაციის ხანა გაივლის, თაობა Z წარმატებას მიაღწევს იმ კავშირებით, თავდაჯერებით და თანაგანცდის უნარით, რომელიც ემოციურად ინტელიგენტურ ლიდერებს აქვთ.

8. გაცილებით დიდი გლობალური ერთიანობა

თაობა Z გაიზარდა რეალური დროის რეჟიმში მთელი სამყაროს უცნობ ადამიანებთან თამაშში. ახლა მათ ერთად უწევთ ჯანდაცვის გლობალური კრიზისის გადატანა. ამ თაობის წარმომადგენლების რაოდენობა, რომლებიც თავს უფრო მეტად საკუთარი ქვეყნის კი არა, მსოფლიო მოქალაქეებად მიიჩნევენ (42 პროცენტი), სავარაუდოდ გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანებს საერთო სირთულეები აახლოვებთ.

მომავალ სამუშაო ძალას გლობალური ერთიანობის გაცილებით დიდი გრძნობა ექნება და შედეგად, ბევრად დიდ მრავალფეროვნებასა და ჩართულობას მოსთხოვს საკუთარ დამსაქმებლებსა და ლიდერებს.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"