Get All Access for $5/mo

ახალი წლის რეზოლუცია ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიზნები აქვთ დასახული, უფრო ბედნიერები არიან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიზნები აქვთ დასახული, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც მკაფიოდ გამოხატული მიზნები და ოცნებები არ აქვთ, დაამტკიცეს მეცნიერებმა. წლის ეს პერიოდი საუკეთესოა მიზნების დასახვისათვის. თუმცა, ასევე მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ახალი წლის რეზოლუციების ნახევარზე მეტი არ სრულდება. ამიტომ, წელს გადავწყვიტე მიზნების სანაცვლოდ განზრახვებზე შევაჩერო ყურადღება. მიზნისგან განსხვავებით, განზრახვა უფრო ლოიალურია, უფრო მეტად გვპატიობს, თუ ზედმიწევნით ვერ შევასრულებთ და მარცხის შეგრძნების აკუმულირებასაც ნაკლებად იწვევს.

2020 წლის სამი დეტოქს-განზრახვა:

1. ორგანიზმის დეტოქსი − რამდენიმე დღის წინ დავასრულე 3-დღიანი შიმშილი, ვიღებდი მხოლოდ ვიტამინებით გაჯერებულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, მცენარეულ რძესა და ბალახების ნაყენს. პარალელურად, გავიკეთე ნაწლავებისა და ნაღვლის ბუშტის გამორეცხვა. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს დედამიწას ბუმბულზე მეტად არ ვამძიმებ და მეტი ენერგიაც მაქვს. მინდა 2020-დან ორგანიზმის გაწმენდა რეგულარული გავხადო. ვფიქრობ, კვირაში ერთი დღე ავირჩიო და ყოველკვირა გავაკეთო კვებითი პაუზა. ჯამში, გამოვა, რომ წელიწადში 50 დღე ვიშიმშილებ. ვიცი, ეს ჩემს ორგანიზმსაც წაადგება, შრომისუნარიანობასაც და მენტალურ სიძლიერესაც.

2. სივრცის დეტოქსი − სულ ახლახან აღმოვაჩინე კონმარის მეთოდი, რომლის მიხედვით ჩვენი სივრცის მოწესრიგებით ცხოვრების ტრანსფორმირებაც კი შესაძლებელია. ძალიან მომწონს ამ მეთოდის მთავარი დევიზი, რომ მხოლოდ ის ნივთები უნდა დავიტოვოთ, რომლებიც სიხარულს გვანიჭებს. 2020-დან მინდა ჩემი სივრცე ნელ-ნელა ამ კონცეფციას მოვარგო.

3. ციფრული დეტოქსი − მას შემდეგ, რაც გაცნობიერებულობის (Mindfulness) კონცეფცია ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა და ცხოველურ საკვებს უკვე თითქმის ათწლეულია არ ვიღებ, ბოლო რამდენიმე თვეა მანქანა გავყიდე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავადგილდები, დილაობით ტიბეტურ ვარჯიშებს და მედიტაციას ვაკეთებ და ასე შემდეგ. ვფიქრობ დადგა დრო, ტელეფონის მოხმარება შევზღუდო. გამოტყდით თქვენც, რამდენჯერ შეგიტანიათ მობილური სააბაზანოში. ჩემთვის სოციალური მედია გახდა საქმის წარმოების საშუალება და არა გართობა, ამიტომ ხშირად იმაზე მეტად მიწევს მასში ჩართვა, ვიდრე ვისურვებდი. "ნამუს", რომელიც ჩემი ენერგიის ძირითად ნაწილს მოიხმარს, აქვს ონლაინმაღაზია, რამდენიმე თვეა გაიხსნა კაფეც. კაფეში სუპერგუნდი შეიკრა და ახლა ჩემი 2020 წლის განზრახვაა სოციალური ქსელიდან შეკვეთების/შეკითხვების გადამისამართება მოხდეს მათზე და შესაბამისად, სოციალური ქსელის გვერდები დარჩება ინფორმაციის გავრცელებისა და სიახლეების გაცნობის საშუალებად.

როგორია თქვენი წინასაახალწლო განწყობა და რა განზრახვები გაქვთ 2020 წლისთვის? დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი წელი გვექნება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან