Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ანტრეპრენერის შემადგენლობა: ცოტა მედიცინა, ცოტაც მათემატიკა და ბეჭდების მბრძანებელი გემოვნებით ვინ არის ანტრეპრენერი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

2000 წლამდე დაბადებულებს კარგად გვახსოვს ექიმი, მეწარმე, ლიდერის მნიშვნელობა, ჰოდა მოდით, ამჟამად ეს სიტყვათაწყობა ახალ ფორმულაში ჩავსვათ და ბატონ პითაგორას ვთხოვოთ, დროებით თავისი სამკუთხედი გვათხოვოს.

სამკუთხედის პირველი ნაწილი, ექიმი − ამ სიტყვის გაგონებაზე კორონავირუსი გაგახსენდათ, ხომ? მე კი, უფრო სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის მეთოდის შერჩევა და საჭირო დროს საჭირო ოპერაციის გაკეთების რისკი გამახსენდა. ჩვენს ფორმულაში მნიშვნელოვანია ანტრეპრენერს შეეძლოს მიზნის დასახვა, ამ მიზნის გარემოებებზე მორგება და მის გასახორციელებლად გარისკვა. მიზნის, გარემოებების შეფასებისა და რისკის ნაზავი ქმნის ჩვენს პირველ ნაწილს უნიკალურს. აქვე აღსანიშნავია, რომ ისეთი ექიმი არ უნდა აღმოჩნდეთ, საკუთარი თავის მკურნალობა ყველაზე მეტად რომ უჭირთ.

მეწარმე − მე მას იდეების გენერატორს ვუწოდებდი. რა არის საქმე იდეის გარეშე და ვინ იქნებოდა ილონ მასკი ნიკოლა ტესლას გარეშე? ანტრეპრენერი თავის თავში სიახლესა და პირველობას მოიაზრებს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, იდეა ახალი იყოს, მაგრამ მთავარია მისი განხორციელების ახლებური გზა იპოვოთ. თუ ასეთი ნაპოვნი გაქვთ და ფორმულის ზოგიერთ ნაწილსაც აკმაყოფილებთ, შესაძლოა მარსზე მასკსაც კი გაასწროთ. ოღონდ, თუ სხვა პლანეტაზე ცხოვრებას შემოგვთავაზებთ, ჩვენს დაჩიპვაზე არც კი იფიქროთ.

ლიდერი − ნაწილთა შორის უნაწილესი და ფორმულის მთავარი გმირი სწორედ ის არის. ლიდერი, არა როგორც მორჩილების მოყვარული ბატონი, არამედ ის, ვინც პირველი გაიაზრებს, გააანალიზებს და გზას გაუკაფავს სხვას. ლიდერი, არა როგორც მონების მმართველი ფარაონი, რომლისთვისაც პირამიდა შენდება, არამედ მთავარი არქიტექტორი. ლიდერი, არა როგორც მხოლოდ ომის სტრატეგი, არამედ მთავარი მეომარი. თქვენი იდეები გაილევა, მიზნებს ხორცი ვერ შეესხმება, არსებული გარემოებები შეიცვლება და თქვენთან მხოლოდ სინანული დარჩება, თუ ჩათვლით, რომ დახმარება არ გჭირდებათ. გზად შესაძლოა საურონის თვალს წააწყდეთ, მაგრამ თუ გვერდით სემვაიზ გემჯი გეყოლებათ, თქვენ და თქვენს განძს საფრთხე არ ემუქრება.

ანტრეპრენერის შემფასებელი ელემენტი მარტივი ნაწილებისგან ავაწყვეთ, სამკუთხედი პითაგორას დავუბრუნეთ და გენდალფიც კმაყოფილი გვიყურებს, რთული გზის მარტივად გადმოცემა რომ შევძელით. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ გარკვეული გარემოებები შეგილამაზეთ და რეალურად, შესაძლოა დრაკონის დამარცხებაც კი მოგიწიოთ, მაგრამ რა აზრი აქვს შედეგს, თუკი მისთვის არ გიბრძოლიათ, და აქვე ერთი რჩევაც გვექნება − არ მისცეთ თავს უფლება, თქვენმა ეგომ გაუსწროს თქვენს პიროვნებას, თორემ ამ რბოლაში ჩვენ მხოლოდ გამარჯვებულები ან პატივით დამარცხებულები გვახსოვს.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან