Get All Access for $5/mo

ანტრეპრენერობა გსურთ? იმაზე გაამახვილეთ ყურადღება, რაც აზრს სძენს თქვენს ცხოვრებას

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერი გინდათ გახდეთ, და შინაგანი სტიმულისა და შთაგონების წყაროს მოძებნას ცდილობთ? ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის 1200 ადამიანი გამოვკითხეთ. იმ ფაქტორების გარკვევას ვცდილობდით, რომლებიც ადამიანებს ანტრეპრენერობისკენ უბიძგებს.

აღმოჩნდა, რომ ეს არც მხოლოდ ფულია, არც წარმატება, და წარმოიდგინეთ, არც ბიზნესის წარმოება. საქმე ისაა, რომ როდესაც ვიღაც გრძნობს, რომ მის ცხოვრებას აზრი აქვს, ის დიდი ალბათობით ანტრეპრენერი ხდება.

გარდა ამისა, ერთი კანონზომიერებაც შევამჩნიეთ იმ ადამიანებზე დაკვირვებისას, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბიზნესის დაწყება სურდათ: მათგან ყველაზე თავდაჯერებულ, ენერგიულ და მიზანმიმართულებს სწამთ, რომ უნარი აქვთ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. გარდა ამისა, რესპონდენტებს, რომლებსაც მტკიცედ სწამდათ საკუთარი თავის და სავსე ცხოვრებით სურდათ ცხოვრება, ყველაზე დადებითი შეხედულებები ჰქონდათ ანტრეპრენერებზე, დამოუკიდებლად იმისა, ჰქონდათ თუ არა ბიზნესის დაწყების გეგმები.

მოკლედ რომ ვთქვათ, ანტრეპრენერული სულისთვის შთაგონების წყარო ცხოვრების აზრია და მასთან ერთად, ხალხის აზრიც აუცილებელია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ანტრეპრენერობას დაუჭიროს მხარი.

საინტერესოა, რა არის ადამიანის ცხოვრების არსი?

ცხოვრების არსზე საუბრისას, იმას ვგულისხმობთ, რომ ვგრძნობთ − ამ სამყაროში მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ. ეს იმის შეგრძნებაა, რომ ცხოვრებაში მიზანი გვაქვს დასახული. თუ თავს მნიშვნელოვნად მიიჩნევ, გჯერა, რომ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგიძლია შენი ოჯახის, მეგობრების, და გაცილებით ფართო საზოგადოების ცხოვრებაში.

ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობისთვის, თავდაჯერებისთვის, მოტივაციისთვის, და ასევე იმისთვისაც, რომ მომავალს ოპტიმისტურად შეხედოთ. ფსიქოლოგიის სფეროში ათობით წლების განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა უჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების არსის შეგრძნება, იმისთვის რომ ადამიანები რთულ დროში გაცილებით მოქნილები და ფოკუსირებულნი გახდნენ.

სტატიაში გაეცნობით, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ახლა ამის გაცნობიერება: თუ ჩვენი ცხოვრების საზრისის ძალას გამოვიყენებთ, აუცილებლად გამოჩნდებიან დამწყები ანტრეპრენერები. ისინი ყველაფერს შეძლებენ, მოქნილებიც გახდებიან და ფოკუსირებულებიც, რაც აუცილებელია ჩვენს დასახმარებლად ამ რთულ დროს.

როგორ შეუძლიათ ანტრეპრენერებს ამ ძალის გამოყენება

არ აქვს მნიშვნელობა ანტრეპრენერული მოგზაურობის რა ეტაპზე იმყოფებით − ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რა აძლევს თქვენს ცხოვრებას აზრს ამ ეტაპზე. შემდეგ, უკვე იმაზე იფიქრეთ, როგორ უნდა დააშენოთ მასზე თქვენი ანტრეპრენერული ამბიციები. ჩვენი უმრავლესობისთვის ცხოვრება მაშინ იძენს აზრს, როდესაც იმ ადამიანებთან ერთად ვართ, ვინც გვიყვარს და ვისაც ვემსახურებით. ამიტომ ბიზნესგეგმის დამუშავებისას სასარგებლო იქნება იმაზე დაფიქრება, როგორ დაგეხმარებათ ეს მხოლოდ თქვენი ამბიციების რეალიზებაში კი არა, არამედ მათთვისაც იქნება სასარგებლო, ვინც ყველაზე ძვირფასია თქვენთვის.

მაგალითად, ქმნით თუ არა ბიზნესს, რომელიც გარკვეულ შესაძლებლობებს მოუტანს თქვენს ოჯახსა და მეგობრებს? მოგცემთ თუ არა თქვენი ბიზნესი საშუალებას, მეტი დრო გაატაროთ ახლობელ ადამიანებთან? ან იქნებ ახალი გზები არსებობს, რათა მათთვის რაიმე უკეთესი აკეთოთ?

მასშტაბურად იფიქრეთ, როგორ შეიძლება თქვენმა ბიზნესმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თქვენს საზოგადოებაში, და შესაძლოა, სამყაროშიც კი. ყურადღების გამახვილება იმ მნიშვნელოვან როლზე, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ, მხოლოდ შთაგონების წყარო კი არ გახდება თქვენთვის, არამედ ახალი იდეების მოფიქრებაში, და თქვენი და თქვენი საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაშიც დაგეხმარებათ. თქვენ შეიძლება გახდეთ ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია ცხოვრებაში, ვინც გზებს ეძებს მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად, ან ის, ვინც საქონლის მიწოდების ახალ გზებს პოულობს ადამიანების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სოციალური დისტანცირების პირობებში.

ბოლოსდაბოლოს, როდესაც ეს გლობალური პრობლემები მოგვარდება, ეკონომიკის აღდგენა ანტრეპრენერულ სულსა და ბიზნესინოვაციებზე იქნება დამოკიდებული. ინოვაციებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აყვავებაში დაეხმარება. ადამიანები უკვე აღარ მოგზაურობენ, აღარც იმდენ შენაძენს აკეთებენ და აღარც რესტორნებში დადიან, დიდ ღონისძიებებსა და შეხვედრებშიც აღარ იღებენ მონაწილეობას და სოციალური დისტანცირების რეჟიმში არიან. ამიტომ, კომპანიებმა მომსახურებისა და პროდუქტების მიწოდების ახალი საშუალებების ძიება უნდა გააგრძელონ. ბუნებრივია, ახალი შესაძლებლობები გამოუჩნდება მას, ვისაც ინოვაციების დანერგვის უნარი აქვს ამ გარემოში. გარდა ამისა, გარკვეულმა ადამიანებმა ანტრეპრენერებს და მათ ბიზნესს უნდა დაუჭირონ მხარი, რომ საქმიანობის განახლებაც შეძლონ და წარმატებასაც მიაღწიონ.

რწმენა, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი აქვს, და მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოთ ამ სამყაროში, ანტრეპრენერული სულის გაღვივებაში და ინოვაციების დანერგვაში დაგეხმარებათ ისე, რომ მხოლოდ თქვენს მოთხოვნებს კი არ დააკმაყოფილებს, არამედ ისეთი აყვავებული სამყაროს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომელშიც სხვა ადამიანებიც შეძლებენ იგივეს გაკეთება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი