Get All Access for $5/mo

ასე ნანატრი სტაბილურობა სად არის სტაბილურობა? საერთოდ არსებობს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ნებისმიერი პროცესი დასრულებისკენ მიისწრაფვის. როგორც უნდა ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ და არ დავიჯეროთ, ეს მაინც ასეა. ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. ასე რომ, ყველაფერი დროებითია. ამ კანონზომიერებისადმი ჩვენი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ხშირად ამის გაცნობიერება ჩვენში იმედგაცრუებას იწვევს, თუმცა თუ ყოველივეს ისე მივიღებთ, როგორც გარდაუვალ მოცემულობას, ერთგვარ შვებასაც ვიგრძნობთ. შფოთვა, თუ რა იქნება მომავალში, შეიძლება შეიცვალოს ასე − დაე, მოხდეს ის, რაც მოსახდენია, ან კიდევ უკეთესი − მოხდება ის, რაც საუკეთესოა ჩემთვის.

თქვენ კი იკითხავთ, მაშინ სად არის სტაბილურობა? საერთოდ არსებობს ის? და რას ვეპოტინებით ასე ძალიან? ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე, რადგან მეც თქვენსავით ამ ცნებაზე ავაწყე ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი. სტაბილურობა არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც დასრულდება. სწორედ აი, ეს ხანგრძლივობა არის სტაბილურობა, რომელიც მოთავსებულია დასაწყისსა და დასასრულს შორის, სადაც ყველაფერი კარგად არის. აქ ნაკლებია შფოთვა, გამეფებულია ერთფეროვნება და რუტინა, სიმშვიდე და მიჩვევა, ხშირად სევდაც ამ ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ ვამბობთ: ყველაფერი კარგად არის, მე ვგრძნობ სტაბილურობას!

ზემოთ ვახსენე და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სტაბილურობას შევალიე, როცა ყოველთვე, ერთსა და იმავე დღეს, საკმაოდ კარგი ხელფასი მერიცხებოდა ანგარიშზე და თავს სტაბილურად ვგრძნობდი. კომპანიაც რაც უფრო დიდი, პრესტიჟული და სტაბილური იყო, მით მეტ დაცულობის შეგრძნებას მაძლევდა. ცალკე დიდი სიამოვნება იყო კომპანიისადმი მიკუთვნებულობა, რომელსაც დიდი სიამაყით ვასახელებდი, როცა მეკითხებოდნენ, სად მუშაობ და ჩემს თვითშეფასებაზე აშკარად დიდ გავლენას ახდენდა.

ბოლო ორი წელია ჩემი ცხოვრება შეიცვალა და აღელვებულ ზღვაში ცურვას დაემსგავსა. საკუთარი შემოსავალი მხოლოდ ჩემს მუშაობაზე გახდა დამოკიდებული და ასე საშიში სიტყვა freelancer მივიღე და გავითავისე კიდეც. მეტსაც გეტყვით − ახლა სხვანაირად ვეღარ წარმომიდგენია. თუმცა, როგორც არ უნდა შევიცვალოთ, ჩვენი ძირითადი შტრიხები მაინც არ იცვლება, სტაბილურობისკენ მიდრეკილი ადამიანი ბედს მინდობილი და უდარდელი ვერ გახდება. მან შეიძლება ისწავლოს ცხოვრება თავის ხასიათთან ერთად, ისე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს, არ შეჭამოს და დააპატარაოს. ცხოვრების ახალმა წესმა ახალი ფორმულა მაპოვნინა: "მუდმივად დააბანდე ინვესტიცია შენს განვითარებაში, რადგან შენი სტაბილურობა შენსავე განვითარებაშია". სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის დროს, თავად ეს კომპანიები ბევრს ზრუნავდნენ ჩემს განვითარებაზე, იყო სხვადასხვა ტრენინგი, კურსები, კოლეგებთან ურთიერთობაშიც ძალიან ბევრს ვსწავლობდი. დღეს კი დავდექი რეალობის წინაშე, როცა თვითონ უნდა შევინარჩუნო ჩემი განვითარების ტემპი და მასზე არავინ იზრუნებს. მართალი რომ გითხრათ, ყოველივე ეს საერთოდ არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. მინდა გაგიზიაროთ ჩემი მიგნებები და იქნებ ცოტა დაგეხმაროთ კიდეც ამით. დამეთანხმებით, არაფერი ჯობს იმას, როცა აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს და ამავე დროს შემოსავლიანიც არის შენთვის. გზა აქამდე კი შეიძლება გრძელი და ეკლიანიც კი იყოს, მაგრამ ღირს წვალებად. ეს გზა საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობაზე, ინვესტიციაზე გადის და ასეთია - სტაბილურობა საკუთარი თავის განვითარებაშია. რაც უფრო განვითარდები, მით მეტი აქტივი გაქვს და არანაირი სამსახურის დაკარგვა თუ სხვა ცვლილება არ იმოქმედებს შენზე, რადგან ყოველთვის დაგრჩება შენი თავი, რომელსაც ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია სხვა ადამიანებისთვის, სამსახურები კი ტალღებივით იცვლება, მიდის და მოდის. ამიტომ არ გირჩევთ ყველაფერი ერთ ლურსმანზე არ დაკიდოთ და თქვენი თვითშეფასება მხოლოდ სამსახურსა და შემოსავალზე იყოს დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, ძალიან მოწყვლადები იქნებით და მცირე რყევაც დიდ განგაშს გამოიწვევს თქვენში. მეტი აქცენტი გადაიტანეთ საკუთარ თავზე და გააცნობიერეთ თქვენი უპირატესობები და სუსტი მხარეები, რომლებიც შემდგომ შესაძლებელია გააძლიეროთ. ასე უფრო მყარად იგრძნობთ თავს და მეტ შესაძლებლობას აღმოაჩენთ საკუთარ თავში.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ