Cyber Week Sale! 50% Off All Access

ბერნარ არნოს 10 საინტერესო ციტატა არნო იმ ძველი თაობის ანტრეპრენერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თანამედროვე საქმიანი ურთიერთობებისა და სტანდარტის დანერგვის სათავეებთან იდგნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ფუფუნების საგნების ბაზრის გამორჩეული წარმომადგენელი, LVMH-ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი, ბერნარ არნო, $192,9-მილიარდიანი ქონებით, მიმდინარე წლის მაისიდან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.

არნო იმ ძველი თაობის ანტრეპრენერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თანამედროვე საქმიანი ურთიერთობებისა და სტანდარტის დანერგვის სათავეებთან იდგნენ. ცხადია, 72 წლის მილიარდერს, თავისი დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის განმავლობაში, უამრავი თამამი და ექსტრაორდინარული ნაბიჯი აქვს გადადგმული, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა კიდეც მისი დღევანდელი მდგომარეობა.

Entrepreneur ბერნარ არნოს მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ნათქვამ 10 "ოქროს" ციტატასა და ფრაზას გთავაზობთ, რომლებიც, ვფიქრობთ, თანამედროვე საქმიანობისათვის, საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება.

  1. ჩვენი სტრატეგიაა − შევქმნათ "ვარსკვლავები". "ვარსკვლავები" ბრენდებს შორის − ის ხმამაღალი განაცხადია, რომელსაც უდიდესი შემოსავალი მოაქვს. ფუფუნების საგნების ბაზარზე ნამდვილი "ვარსკვლავი" იმდენად ცოტაა, რომ მათი ხელის თითებზე ჩამოთვლაც კი შეიძლება.
  2. ჩემი ბიზნესი გლობალიზაციას უპირისპირდება. ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციას იტალიასა და საფრანგეთში, ხოლო შემდეგ ვყიდით ჩინეთში − მაშინ, როცა მსოფლიოში ყველაფერი პირიქით ხდება.
  3. დასავლეთის ქვეყნებში ეკონომიკურ სირთულეებს ფუფუნების საგნების ბაზარზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ვინაიდან ჩვენი სამიზნე ნელ-ნელა რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის სწრაფად მზარდი საშუალო კლასისკენ გადადის.
  4. ციფრულ ეკონომიკას უდიდესი მომავალი აქვს, თუმცა გარანტიას ვიძლევი, რომ ადამიანები Dom Pérignon-ს 100 წლის შემდეგაც დალევენ, ხოლო როგორი ინტერნეტით ისარგებლებენ ისინი მომავალში, ამას ვერავინ იტყვის.
  5. ფუფუნების ყველა საგანი და მატერიალური კეთილდღეობის საშუალება შეუცვლელი როდია? ზოგიერთი მათგანი პირიქით − კაცობრიობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორიც კია.
  6. შემოქმედებასა და ბიზნესში, მთავარია არ შეწყვიტო ოცნება.
  7. თუ გინდათ რაიმეს კეთება, უბრალოდ, აკეთეთ ეს.
  8. წარმატებული ბიზნესის საიდუმლო კრეატიულობისა და ორგანიზაციული უნარების ერთობლიობაში იმალება.
  9. ბიზნესი მოთმინებას გვასწავლის. აქ მთავარია დაელოდო შესაფერის მომენტს.
  10. არ კმარა, გყავდეს ნიჭიერი დიზაინერი. მენეჯმენტი ინსპირაციის წყაროდ უნდა იქცეს. კრეატიული პროცესი უწესრიგოა მაშინ, როცა წარმოებას მაქსიმალური პრაგმატულობა მართებს.
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ