Get All Access for $5/mo

ბიზნესიდეების მოფიქრება ციფრულ ერაში თქვენი ბიზნესიდეა მთლად ორიგინალური კი არა, მხოლოდ არსებულზე უკეთესი უნდა იყოს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ნებისმიერ ამბიციურ ანტრეპრენერს ერთი დიდი მიზანი ამოძრავებს − ისეთი ბიზნესიდეის აღმოჩენა, რომელიც ნამდვილი მოვლენა გახდება. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ერთ დროს სტივ ჯობსსა და მარკ ცუკერბერგს ისეთივე მდგომარეობა ჰქონდათ, როგორიც დღეს ბიზნესის მფლობელთა უმრავლესობას აქვს.

თქვენი სტარტაპის იდეის განხორციელებას ისეთივე თავდადებით უნდა მიუდგეთ, როგორც სამუშაოსთან დაკავშირებული ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას. ნაკლებად მოსალოდნელია, იდეებმა შუაღამისას ან სუპერმარკეტის რიგში ყოფნისას გაგინათოთ გონება − ეს საქმე სერიოზულ ორგანიზებას, კვლევასა და დაგეგმარებას მოითხოვს. სტატიაში ამ პროცესის დაწყების გზებს გაეცნობით.

საიდან მოდის საუკეთესო ბიზნესიდეები

ციფრული ერის ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ ჩვენი ცხოვრების გამარტივებას ყველანაირად ცდილობენ. ინტერნეტს მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში მთავარი როლი უჭირავს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოთხოვნები დიდია თუ პატარა. ამავე დროს, ინტერნეტი შესაძლოა ჩვენი შთაგონების ყველაზე დიდი წყაროც კი გახდეს. დასაწყისისთვის წარმატებულ ბიზნესიდეებს გადახედეთ. საზოგადოებას თავის ისტორიას ბევრი ანტრეპრენერი უზიარებს, ტაქტიკურ რჩევებსაც აძლევს, რომ სტარტაპებმა თავიანთი იდეების მოსაფიქრებლად გამოიყენონ. სერიოზული ყურადღება მიაქციეთ, რამ გაამართლა და რამ არა.

საუკეთესო იდეები პრობლემების გამოვლენისას იბადება: სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკისთვის მთავარი პრობლემა ძვირადღირებული კომპიუტერი იყო. ისინი ამ დეფიციტს მიხვდნენ და თავდაპირველად Apple I შექმნეს, შემდეგ II და ა.შ. დღევანდელი ანტრეპრენერებისთვის, "გონებივი იერიში" სრულიად გამიზნული სავარჯიშოა. იგი შემოქმედებით მიდგომასაც გულისხმობს და კონცეფციის მიგნებასაც.

ყურადღება მიაქციეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დარგების ტენდენციებს: რადგან პოტენციური სტარტაპის მფლობელი ხართ, სავარაუდოდ უკვე მიაგნებდით ნიშას, რომელიც თქვენს გამოცდილებაზე, პოტენციალზე ან ორივეზე ერთადაა დამყარებული. გამოყავით დრო და ამ კონკრეტული ნიშის ყველა დეტალი შეისწავლეთ.

დაადგინეთ თქვენი ქსელი: გაიხსენეთ, როდის იყავით ბოლოს "ლიდის" (პოტენციური მყიდველი) წარმომქმნელ შეხვედრაზე. თქვენთან თითოეული მათგანი მზა იდეებით რომ მოსულიყო, ერთს ხომ მაინც გამოარჩევდით. რაც შეიძლება ბევრ ქსელურ ღონისძიებას დაესწარით. რაც მეტი ურთიერთობა გექნებათ თანამოაზრე ანტრეპრენერებთან, მით მეტს გაიგებთ მათ პრობლემებზე. ამ შემთხვევაშიც პოტენციური პარტნიორის მოძებნის ალბათობაც დიდია, რომელთან ერთადაც გარისკავთ და ბიზნესის იდეის განხორციელებას მოკიდებთ ხელს.

როგორ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს სწორი შეკითხვები?

ზოგჯერ ბიზნესიდეის განხორციელება გარისკვის ტოლფასია. საკუთარ თავს შეკითხვები უნდა დაუსვათ, სათანადოდ მოემზადოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი იდეა წარმატებას მიაღწევს.

რა უნარები გაქვთ?

გაყიდვებსა და მარკეტინგში ხართ ძლიერი? წერა გეხერხებათ? თუ ასეა, პარალელურად სხვა სტარტაპებთან მათ მარკეტინგულ საქმიანობაზე კონსულტაციის მიღება უნდა სცადოთ. იქნებ სხვა ანტრეპრენერებს შეუამხანაგდეთ. ამასთან ერთად, თქვენი უნარების რეკლამირებისთვის ბლოგის წარმოება დაიწყეთ ან ვებგვერდი შექმენით.

რისი დეფიციტია საზოგადოებაში?

არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეკითხვა თქვენს პირად ცხოვრებას ეხება თუ პროფესიულს − იგი ახალი იდეის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ამ იდეას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ საკითხავია, სინამდვილეში ვინმეს დასჭირდება კი იგი? იმ დეფიციტებზეც იფიქრეთ, რომლებიც თქვენს ყოფაშია. თუ გარკვეულ დარგებში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, რა ინსტრუმენტი ან მომსახურება გაამარტივებდა თქვენს ცხოვრებას?

რა სახის მომსახურების შეთავაზება შეუძლია პატარა კომპანიას დიდი კორპორაციული კონკურენტებისთვის?

მცირე ბიზნესის მფლობელები დიდი წარმატებით ახერხებენ კლიენტებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამ პირად ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს − განსაკუთრებით, თუ ადგილობრივი საზოგადოებისთვის მუშაობთ. თუ ღონისძიებების ორგანიზება გაქვთ გადაწყვეტილი, არ დაივიწყოთ, რომ საზოგადოებასთან უშუალო ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ თქვენი ბიზნესიდეა გარკვეულ დონეს მიაღწევს, იმ შეკითხვებზეც იფიქრეთ, რომლებსაც სავარაუდოდ ინვესტორები დაგისვამენ. რა აქვს თქვენს იდეას განსაკუთრებული? ბიზნესის ზრდის გეგმა თუ გაქვთ? რა სახის დახმარება გჭირდებათ? ამ საკითხებზე ადრეულ ეტაპებზე იფიქრეთ და თავად შეძლებთ გასაზღვრას, აქვს თუ არა პოტენციალი თქვენს იდეას.

საუკეთესო ბიზნესიდეები მარტივია

არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზანი გაქვთ, რას ეძებთ. ბიზნესიდეას, რომელსაც თქვენს ძირითად და საყვარელ საქმედ გადააქცევთ, თუ უბრალოდ დამატებითი სამუშაოს, რომელიც ცოტაოდენი თანხის გამომუშავებაში დაგეხმარებათ. იფიქრეთ, თქვენი ყოფის რომელ სფეროში შეგიძლიათ დეფიციტის შევსება.

შესაძლოა ეს რთულ ამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბიზნესიდეის მოფიქრება მხოლოდ დასაწყისია. წინ გრძელი გზაა. ამ იდეის განხორციელების მცდელობისას, ბევრი ანტრეპრენერი ეჯახება დაბრკოლებებს. იფიქრეთ, ერთი შეხედვით რამდენმა წარმატებულმა სტარტაპმა ვერ მოახერხა ფინანსების მოძიება. უმრავლეს შემთხვევაში, ამ კომპანიებს ბიზნესიდეის ეტაპი უკვე ჰქონდათ გავლილი.

რეალობა მართლაც მკაცრია − როგორც წესი, ათი სტარტაპიდან ცხრა კრახით ასრულებს არსებობას. მიუხედავად ამისა, დრო გამონახეთ და რაც შეიძლება ბევრი სერიოზული იდეა მოიფიქრეთ. ამ გზით დაადგენთ, რომელს აქვს ნამდვილ ბიზნესად გადაქცევის პოტენციალი და რომელი უნდა დაივიწყოთ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში!

Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული