Get All Access for $5/mo

და მაინც, როგორ აზროვნებენ ანტრეპრენერები? ანტრეპრენერული აზროვნების თავისებურებების შესახებ საკუთარ ხედვებს თიკა დუღაშვილი გვიზიარებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ანტრეპრენერული აზროვნების თავისებურებების, გამორჩეულობისა და ხედვების შესახებ Entrepreneur-ს Wine Yard N1-ის დამფუძნებელი და მრავალი ტურისტული ჯილდოს მფლობელი თიკა დუღაშვილი საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს:

"ანტრეპრენერი - გლობალური აზროვნების ადამიანია, რომელსაც სურს, სამყარო უკეთესი გახადოს.

ანტრეპრენერების აზროვნების მასშტაბი სცილდება გარკვეულ ჩარჩოებს, ის აკვირდება გარემოს და პოულობს საჭიროებებს, თუ რა აკლიათ ადამიანებს, როგორი იქნებოდა უკეთესი სამყარო?!

ჩემი ბიზნეს - მოდელის შექმნის იდეა ჩემს ოცნებებს უკავშირდება.

ფასეულობის შექმნა - ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შეიძლება არსებობდეს ადგილი, სადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბებიან, ეზიარებიან ერთმანეთის კულტურას. ამ იდეის სათავე კი ქართული კულტურა უნდა იყოს, მე მჯერა, რომ მსოფლიო უკეთესი შეიძლება გახდეს, თუ ქართულ ურთიერთობებს, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას, ჩვენებურ მეგობრობას ისწავლიან....მე ამას ,,სისხლის გადასხმას "' ვეძახი- ხოლმე.

შემოქმედებითი აზროვნება - ანტრეპრენერის მთავარი დამახასიათებელი თვისება მისი ხედვის და იდეების რეალიზებაა. საკუთარი საქმით ის უდიდეს სიამოვნებას იღებს და ერთობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემოქმედებით პროცესში თითქოს არც მუშაობს, უბრალოდ კრეატიულად ფიქრობს და მოქმედებს, მიჰყვება საკუთარ შთაგონებას.

თვითმენეჯმენტი - ანტრეპრენერი შემოქმედებითი ნატურაა. ის ბედნიერია, რომ საკუთარ თავს და დროს თავად მართავს. განვითარებული აქვს დროის ეფექტურად გამოყენების უნარი. ის ყოველთვის მუშაობს, თუნდაც მაშინ, როცა ისვენებს, მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. საკუთარი ცხოვრების მართვა საშუალებას აძლევს გადაწყვეტილებები მიიღოს დაუყოვნებლივ და სწრაფად, სრული ენთუზიაზმით განახორციელოს საკუთარი იდეები მაშინვე, როცა აენთება.

შედეგის და სარგებელის აღქმა - ანტრეპრენერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობაა. ის ნაკლებად ფიქრობს მატერიალურ სარგებელზე, თუმცა სჯერა, რომ მის იდეებს ფულის შოვნაც შეუძლია და საკუთარი და სხვების ცხოვრების გაუმჯობესებაც.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"