Get All Access for $5/mo

და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი? 11 პასუხი კითხვაზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

"მე არ ვქმნი ფილმებს ფულის საშოვნელად. მე ვშოულობ ფულს ფილმების შესაქმნელად", – ეს ფრაზა უოლტ დისნეის ეკუთვნის და საუკეთესოდ განმარტავს ანტრეპრენერულ ღირებულებას, რომელიც არა მხოლოდ ფულის შოვნის, არამედ ახლის შექმნისკენ დაუოკებელ სწრაფვას ეფუძნება.

და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი?

1. ანტრეპრენერი ალღოიანი მეოცნებეა. ის მომავლის ხედვის მქონე ადამიანია, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ დაინახოს შესაძლებლობა იქ, სადაც ყველა დანარჩენი მხოლოდ პრობლემას ხედავს, არამედ თავადვე შექმნას შესაძლებლობა. იგი შესაძლებლობას ხედავს ყველგან და ყველაფერში!

2. ანტრეპრენერი დამოუკიდებელი, შინაგანად თავისუფალი ადამიანია. იგი შინაგანი კონტროლის საოცარი უნარით გამოირჩევა, თვითკრიტიკულია, დარწმუნებულია საკუთარ ძალებში! იცის, რომ მომავალი მხოლოდ მის ხელშია და ვერანაირი გარემო ფაქტორები ვერ იქონიებენ ზემოქმედებას მის საქმეზე, რომელზეც ის და მხოლოდ ის იღებს პასუხისმგებლობას.

3. ანტრეპრენერი გამორჩეულია მაგიური თვისებებით. ღრმად სწამს, რომ შესწევს უნარი, საკუთარი ოცნება რეალობად აქციოს – მაშინაც კი, როცა მის იდეას ყველა ეჭვის თვალით უყურებს.

4. ანტრეპრენერი არის მოქნილი, სწრაფად ადაპტირებადი ცვლილებებისადმი. შეუძლია იცხოვროს ცვალებად, არაპროგნოზირებად გარემოში და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძოს სვლა დასახული მიზნისკენ.

5. ანტრეპრენერი ინოვაციების ექსპერტია. ქმნის სრულიად ახალს ან ძველის ახლებურ დიზაინს გვთავაზობს. უკვე არსებულს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს.

6. ანტრეპრენერი რისკიანია, მაგრამ მისი რისკი ყოველთვის მოზომილი და კარგად გათვლილია.

7. ანტრეპრენერი უარს ამბობს გარანტირებულ შემოსავლებზე, წყნარ, უზრუნველ ცხოვრებაზე და ბუნდოვან, მაგრამ საინტერესო, გამოწვევებით სავსე, მუდმივად მღელვარე და არასტაბილური ცხოვრების სტილს ამჯობინებს.

8. ანტრეპრენერი იმდენადაა დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში და საქმის წარმატებაში, რომ შეუძლია საკუთარი ქონებით გარისკოს! ის დარწმუნებულია მის ხელთ არსებულ ძალებში, მიზნის სისწორეში, და ეს თვითდაჯერება არ ნელდება მარცხის დროსაც. პირიქით – იგი ძლიერდება წარუმატებლობაში, რომელიც მისი საბოლოო წარმატების შემადგენელი ნაწილია.

9. ანტრეპრენერი შეუპოვარი და მტკიცეა. არასოდეს კარგავს ენთუზიაზმს, შეუძლია გადალახოს ყოველგვარი წინააღმდეგობა, არ დანებდეს მაშინაც კი, როცა ყველა ფარხმალს ყრის. მას სწამს ჩერჩილისეული წარმატების ფორმულის – "წარმატება არის მარცხიდან მარცხამდე შეუჩერებელი სვლა ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე".

10. ანტრეპრენერი პროაქტიული და თვითმოტივირებულია. მოქმედებს სწრაფად, სწავლობს კეთების პროცესში. მაღალი შინაგანი მოტივაცია ამოძრავებს – ახლის შექმნის, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის მოტივაცია.

11. ანტრეპრენერი არ ელის ბედის წყალობას და იღბალს. იგი უზომოდ შრომისმოყვარე და შეუპოვარია. ის, ისევე როგორც გოლფის ლეგენდა გერი ფლეიერი, იღბლიანობას არა განგებას, არამედ საკუთარი საქმისადმი თავდადებას მიაწერს. "რაც უფრო მეტს ვვარჯიშობ, მით უფრო იღბლიანი ვხდები" – გერი ფლეიერის ამ სიტყვებით ყველაფერი ნათელი ხდება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სხვისი წარმატების შემყურე უმოქმედოდ ელოდება დღეს, როდესაც მისთვისაც მოიცლის ბედი და იღბალი...

და რას ფიქრობ შენ – ვინ არის ანტრეპრენერი?

მომწერე: editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში