📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

დაიჟინე, გაუძალიანდი, გაუძელი… გაბედე აირჩიო, დაიჟინო, იშრომო, გაუძლო, გაუძალიანდე და არ გაჩერდე…

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

არ გაჩერდე, არ შეწყვიტო მცდელობა. კიდევ ერთი, კარგი და უნიკალური დღეა "დაჟინებითი მისწრაფებისთვის", აქტიური ხასიათის სიმტკიცით და სიძლიერით, დაბრკოლებებზე, იმედგაცრუებებზე, შიშებზე, სკეპტიკურ შინაგან ხმაზე, სიზარმაცის დამაკონსერვებელ, დამაკომბოსტოებელ ქცევებზე და ჩვევებზე ტრიუმფისთვის და გამარჯვებისთვის.

დღეს, ის დღეა გასაკეთებელი რომ აუცილებლად უნდა გააკეთო. სტოიკურად იმოქმედო და გაიმარჯვო შენს თავზე - კონცენტრირდე, მოათვინიერო, დატესტო, ლიმიტებამდე მიიყვანო და ააშენო შენი თავი. სარკესთან დადგე, ღრმად ამოისუნთქო, თავი მაღლა ასწიო, მხრებში გასწორდე, გონების და სულის ჭურჭელს ჩასძახო, რომ უკან ამოგძახოს: ეს მე ვარ, ეს ჩემი ცხოვრებაა…მაგრამ არა, ეს ყველაფერი უფრო მეტია ვიდრე ინდივიდუალური მე…ვინ ვარ თუ არა მაკრო კოსმოსში, მიკრო კოსმოსის მიკრო კოსმოსი...აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და დაიბრუნე კონტროლი ცხოვრებაზე, ავტონომიურობაზე. მე ვარ ჩემი პერსონალური ისტორიის ავტორი, შინაგანი ციტადელის არქიტექტორი, მე-ს სკულპტორი, ჩემივე ამბების რეჟისორ-დოკუმენტალისტი, საკუთარი რეალობის და არსებობის კომპოზიტორი, განვლილი გზის და მომავლის მხატვარი.

დღეს, დაბადების და გამარჯვების დღეა, კომფორტის ზონის მოჯადოვებული წრის დასასრულის დასაწყისი. ვიხსენებ და ვიმეორებ, ცნობიერებაში და გონებაში ამოსვირინგებულ, დროში გამოცდილ შეგონებებს.

აქ და ახლა, ახლავე, მყისიერად - დაიჟინე და გაუძელი…უფრო მეტი ხარ, უფრო მტკიცე, უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი ბოროტი, მაცდური და ლუზერული გრძნობა თუ ფიქრი, რომ არ ღირს, გაჩერდე, დანებდე, საკმარისია…რატომ უნდა იყოს შენი გზა მარტივი ან კომფორტული? არ გადადო ძალისხმევა და მოქმედება…აბსოლიტური წარუმატებლობის, გაურკვევლობის დემონურ წნევაში და ზეწოლაში, აპოკალიპტური ქაოსის და უწესრიგობის ანტიდოტი, არ გაჩერება და ჰერკულეანური ბრძოლაა. ესეც გაივლის…დასრულდება…შენ თვითმყოფადი და იდეალისტი ინდივიდი დაასრულებ…შეგიძლია გაიღიმო და თავი ფილმის მთავარ პერსონაჟად იგრძნო…ყველაფერი ახლა, აქ იწყება…ძალა არჩევანში, ჰარმონიულ დისპოზიციაში, თანმიმდევრულ ნაბიჯებში და შეუპოვარ ძალისხმევაშია. სიძლიერეა შენი სერიოზული რეაქცია, განსაზღვრული პასუხი, დამიწებული პოზიციით და შეურყეველი რეზოლუციით.

ამორ ფატი - სირთულეები და ცხოვრებისეული გამოცდები საშუალებას გაძლევს აჩვენო და გამოავლინო შენი ნამდვილი, ავთენტური ხასიათი, სრულად, უკომპრომისოდ, მოუბოდიშებლად. ამორ ფატი (გიყვარდეს ბედი შენი). შინაარსობრივად და საღად გამოიყენე დრო, წამები, წუთები, საათები, თვეები, წლები, დეკადები. მოუსვენრად იბრძოლე, არ დანებდე და გაუძელი წარმავალ ჯოჯოხეთურ მომენტებს. "რატომ მე?" -არასწორი, არასერიოზული, ანტაგონისტური, მაგრამ ბუნებრივი კითხვაა. ამის ნაცვლად, ადეკვატურია იკითხო, "რატომ მე არა?". მშვიდად ვიღებ ნეგატიურს, თუმცა ენთუზიაზმით ვუძალიანდები, გამბედავად, შეუპოვრობით ვეჭიდები და არ ვეგუები. პერსონალური ბანკროტია - როცა გვიჭირს და გვიმძიმს, ზურგის შექცევა, საკუთარი თავის, ცხოვრების უარყოფა, მიოპიურობა, ოცნებების დაიგნორება, მისწრაფებების რეპრესირება, დანებების ჩვევის და არჩევანის ნორმალიზება. გაიმარჯვებ, რეალიზდები თუ გაუძლებ და გაუძალიანდები…რკინას რკინა ლესავს და ამტკიცებს, ინდივიდის რკინის ხასიათს კი ადამიანური სირთულეები.

შენი დროა - აზროვნების და წარმოსახვის პატარა ექსპერიმენტი: წარმოიდგინე (და გულწრფელად აღიარე), წუწუნი რომ ოლიმპიური სპორტული დისციპლინა იყოს, ინდივიდუალური ოქროს სინჯის მედლების დასათვლელად ხელის და ფეხის ათ-ათი თითი საკმარისი იქნებოდა? ხუმრობა იქეთ იყოს, შენი თავი იყოს შენივე განმსჯელი. რუტინული წუწუნის ტოქსიკური ჩვევის კულტივირება და უკმაყოფილების მეხსიერების, ატროფიული მენტალური კუნთი ანალოგიურ დემორალიზირებას და დემოტივირებას ბადებს, როგორც საკუთარ კარში გატანილი ავტოგოლი. წუწუნი ყველაზე მოკლე და ნაკლები წინააღმდეგობის გზაა თვით-საბოტაჟისკენ და პერსონალური კონსპირაციისკენ. წარმატების წარმატებულ ფორმულაში (მულტიკომპონენტურ განტოლებაში), სხვა ცვლადებთან ერთად (როგორებიცაა გამძლეობა და დაჟინება), წუწუნი ადგილის დროებითი შემავსებელი, უფუნქციო და გამანეიტრალებელი შემცვლელი ცვლადია. წუწუნი, ესაა თავდაცვის მექანიზმი…თავდაცვის და გადარჩენის რეჟიმზე ყოფნის დრო არაა…დააელექტროვე, დამუხტე, დააკრისტალიზე და დაამაგნიტე საკუთარი თავი…სრული სვლით წინ! გამარჯვების მარშით განვითარებისკენ, უკეთესობისკენ, ზრდისკენ და წინსვლისკენ… მობილიზებული ფიქრებით და განზრახული მოქმედებებით, მიზანდასახული სიჯიუტით, გაუტეხელობით, კონსოლიდირებული სულისკვეთებით…მიიზიდე, მიიკარი, გამოიწვიე, გამარჯვების დეტერმინანტი -პოზიტიური პროაქტიურობა და ეფექტური ჩართულობა…


გაბედე აირჩიო, დაიჟინო, იშრომო, გაუძლო, გაუძალიანდე და არ გაჩერდე…


"ახლა არის დრო, რომ სერიოზულად იცხოვრო შენი იდეალებით. რამდენ ხანს შეგიძლია გადადო გახდე ის, ვინც ნამდვილად გსურს რომ იყო? შენი უკეთესი თავი ვეღარ მოითმენს. შეწყვიტე მომიზეზება და გაჭიანურება. ეს შენი ცხოვრებაა! რაც უფრო ადრე დაიწყებ, მით უფრო ბედნიერი და კმაყოფილი იქნები. რაც უფრო მეტხანს დაელოდები, მით უფრო დაუცველი და უმწეო იქნები […] თავს სირცხვილით და სინანულით აავსებ, რადგან გეცოდინება რომ უკეთ შეგიძლია. ამ მომენტიდან დადე პირობა, რომ შეწყვეტ საკუთარი თავის იმედგაცრუებას. გადაწყვიტე, რომ იყო არჩვეულებრივად ბრწყინვალე და გააკეთე ის რაც გასაკეთებელია - ახლავე…" - ეპიქტეტე, "ცხოვრების ხელოვნება"

გამოხმაურება გიორგი შარაშიძის ედიტორიალზე "როდის ვჩერდებით?".

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას