გარდენია ჩემი ცხოვრებაა... პოდკასტი სერიიდან Entrepreneur ხმა. სტუმარი ზურა შევარდნაძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მას მებაღეობა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა საერთოდ არ იცოდა, რა ერქვა მის საყვარელ საქმიანობას. ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად მთავარი საკუთარი საქმის დიდი სიყვარული და თავდადებაა. დარწმუნებულია იმაში, რომ გულით ნაკეთებ საქმეს ყოველთვის ჰყავს დამფასებელი.
მუდმივად აღნიშნავს, რომ "გარდენია" მისი ცხოვრებაა. სწორედ ესაა მისი წარმატების საიდუმლოც. მისთვის შვებულება, დასვენება და სამუშაო განაკვეთი არ არსებობს. ზურასთვის ეს ცხოვრების სტილია და არა ბიზნესი.
მისი გზა მშობლიური გურიიდან იწყება. ბუნება, ცხოველები, ეზო-კარმიდამო ყოველთვის უყვარდა. ოჯახიც გვერდით ედგა. როგორც თავად ამბობს, მთავარი ხელშეწყობა იყო ის, რომ არაფერს უშლიდნენ. სწორედ ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოპოვებული თავისუფლების შეგრძნება დაეხმარა იმაში, რომ თავიდანვე გაეცნობიერებინა, თუ რისი კეთება სურდა ცხოვრების მანძილზე.
დღეისათვის იგი საქართველოში პირველი, ყველაზე წარმატებული მებაღეა. არც იმის აღნიშვნა იქნებოდაგადაჭარბებული, რომ ეს დარგი პოპულარული მისი დამსახურებით გახდა.
მოუსმინეთ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორის გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტს სერიიდან Entrepreneur ხმა.
სტუმარი: ზურა შევარდნაძე