გინდათ მილიონერი გახდეთ? უორენ ბაფეტის 4 წესს მიჰყევით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ძალიან ბევრ ანტრეპრენერს დიდი იმედი აქვს, რომ კომპანიიდან გავა, წილს გაყიდის და ეს ნაბიჯი საბოლოო "გამარჯვებას" მოუტანს. ამის ნაცვლად, სჯობს ის გააკეთოთ, რასაც ქვემოთ გირჩევთ.
რამდენი ანტრეპრენერია დღეს ისეთივე თავდაჯერებული, როგორიც Covid-19-ის პანდემიის დაწყებამდე იყო? დიახ, ჩვენ ვიცით, რომ S&P 500-ის კომპანიების უმეტესობამ საქმიანობა მაშინ დაიწყო, როდესაც ბაზრებზე დაღმასვლა იყო. დიახ, საუკეთესო ანტრეპრენერები რთულ დროს ინტუიციურად იყენებენ, რათა თავიანთ ბაზარს და მომხმარებლებს უფრო მეტად დაეყრდნონ და ყურადღებით მოუსმინონ, სადაც საჭიროა ინოვაციები დანერგონ და თავიანთი კომპანიები უწინდელზე ძლიერები გახადონ.
მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის ამჟამინდელი კლიმატი მაინც განსხვავებულია. კომპანიიდან გასვლა, რასაც ბევრი ან თუნდაც უმეტესობა ისახავდა მიზნად, ახლა უკვე დაგვიანებულია ან სრულიად სხვაგვარად ხდება. მომხმარებლებიც ისეთი სხვანაირები გახდნენ, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით. თანამშრომლებიც სხვანაირები არიან, და დასაქმების მთავარი ფორმებიც კი შეიცვალა.
ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა ფინანსურად ისეთი უზრუნველყოფილი გახდე, რომ პენსიაზე გასვლა შეძლო? ჩემი აზრით, ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ სულ სხვა მეთოდების დახმარებით, რომლებსაც საერთოდ ვერც კი წარმოიდგენთ. მჯერა, რომ ამ ოთხი სიტყვით ჩვენ რუკას შევქმნით იმისა, რაც დღეს უნდა გავაკეთოთ: იფიქრეთ, როგორც უორენ ბაფეტმა.
ეს არის და ეს, მაგრამ როდესაც ამას ვამბობ, მხოლოდ ადამიანის ტიპს განვსაზღვრავ, მას კი არ ვასხამ ხოტბას. ყური მიუგდეთ ბაფეტის მიერ სხვადასხვა საშუალებით დადგენილ წესებს (გაფრთხილება: მეოთხე წესი ფინანსურ მრჩეველს, PBS-ის სპეციალური პროგრამების − საპენსიო სიმდიდრის დისტანციური მართვა; ცხოვრება 2.0 − შემქმნელსა და წამყვანს, დიელ გორელს პირადი შენიშვნების სახით გააცნეს). ეს წესები აგერ უკვე ათწლეულებია არ შეცვლილა, პირიქით − კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ჩვენი პოლიტიკური და პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეებისას.
1. თავდაპირველად დანაზოგები გააკეთეთ
როგორც ბაფეტმა არაერთხელ აღნიშნა, "უპირველესად, დანაზოგები უნდა გააკეთოთ", ანუ თქვენი სახსრების ნაწილი გვერდით უნდა გადადოთ.
ძალიან ბევრი ანტრეპრენერი მის მიერ შექმნილი კომპანიის საქმიანობაში მთლიანად არის ჩაფლული, ყველაფერზე მიდის და იმ იმედით ცხოვრობს, რომ ერთ დღეს მას მომგებიანად გაყიდის. მაგრამ შემდეგ საქმე ცუდად მიდის. და უფრო უარესი − ზოგიერთ დამფუძნებელს ეს ბევრჯერ აქვს გაკეთებული. ერთმა ექსპერტმა და ჩემმა მეგობარმა, რომელიც პანდემიამდე 29 კომპანიის მფლობელი იყო, თავშესაქცევი განცხადება გააკეთა: "შეგიძლიათ ამ ანტრეპრენერებზე ბევრი ილაპარაკოთ, მათ ყველაზე დიდი ისტორიები აქვთ. შემდეგ კი, თითქმის გარდაუვალია ის, რომ ასეთები სიცოცხლეს ცარიელი ჯიბეებით ამთავრებენ".
ვერც კი წარმოიდგენთ, სტატისტიკურად ვინ არიან ფინანსურად ყველაზე უზრუნველყოფილი ადამიანები. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც ფინანსურ დისციპლინას იცავენ. ისინი დროს არ ელოდებიან, როდის ექნებოდათ დაზოგვის და ინვესტირების საშუალება (ეს არასდროს იქნება) ან "როდესაც კომპანიიდან გავალთ".
მრჩევლებთან ერთად ან მათ გარეშე უკვე გამოთვლილი აქვთ, რა სჭირდებოდათ პენსიაზე გასასვლელად და დანაზოგის გვერდით გადადება ისწავლეს. თავიანთ საჭიროებებს კი, მხოლოდ ამის შემდეგ იკმაყოფილებენ. ისინი ფინანსების უმცირეს ნაწილს იყენებდნენ, რათა საკუთარი თავისთვის ფუფუნებით ცხოვრებისა და მაღალი რისკის მქონე ინვესტიციების განხორციელების უფლება მიეცათ.
ისინი უბრალოდ ვარჯიშობდნენ, ფინანსურ დისციპლინას კი, ადრეული პერიოდიდანვე სწავლობდნენ. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის გოგონა ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და არა იმისთვის, რომ კინოთეატრებში შეხვედრებზე იაროს ან მოდური ბრენდებით გაინებივროს თავი, არამედ მას საკუთარი საპენსიო ფონდის შექმნა აქვს განზრახული.
როგორც გავიგე, ერთი ანტრეპრენერიც ასე გახლდათ, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი. იგი მოზარდობისას დიდი ხნის განმავლობაში უსახლკარო იყო, სკოლის პერიოდში რამდენიმე ადგილას ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. თავდაპირველად თავის მანქანაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ტრაილერი შეიძინა. პერიოდულად შიმშილობდა კიდევაც, მაგრამ როდესაც შემოსავალი გაუჩნდა, დიდი ბაბუისგან ბავშვობაში ნასწავლი პრინციპების მიხედვით მაშინვე ოქროს მონეტები იყიდა (ბრეკეტების შემდეგ). დღეს, 60-ს გადაცილებულია და უკვე 14 წელიწადია, რაც პენსიაზეა. მან მრავალი კომპანია დააფუძნა, მათი მფლობელი იყო, შემდეგ გაყიდა, მაგრამ დაზოგვას განაგრძობდა, ასევე ოქროში, აქციებში, უძრავ ქონებაში და სხვა აქტივებში ინვესტირებას.
2. ფრთხილად იყავით, ბრენდებზე ფულს ნუ გაფლანგავთ
ბაფეტის მსგავსად, თქვენც მეორადი ავტომობილის (ძვირადღირებულია თუ არა) შეძენაზე იფიქრეთ.
თუ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ყიდულობთ, ისეთი სახლი და ადგილმდებარეობა შეარჩიეთ, რომ ადვილად გაყიდოთ ან გააქირაოთ და დამატებითი შემოსავალი, ასევე, საგადასახადო შეღავათები გქონდეთ. ან დაფიქრდით, იქნებ კონსერვატიული სახლის შეძენა და იქ ცხოვრება სჯობდეს. პერიოდულად კი, ძვირადღირებული სახლის დაქირავება ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასასვენებლად.
ჩემი ნაცნობი ბრძენი მრჩეველი შემოსავლის ან ინვესტიციის მხოლოდ 20%-ის გამოყოფას გვირჩევს კვებაზე, მოდაზე და გართობაზე. თუმცა, ჩემი ბიზნესპარტნიორი − ლორენ სოლომონი, იმიჯის სფეროს პროფესიონალი მრჩეველი, კლიენტებს სწრაფად ახსენებს, რომ თუნდაც დისტანციურად მუშაობდეთ ან კონსერვატიული შემოსავალი გქონდეთ, საკუთარ თავს იგნორირება არ უნდა გაუკეთოთ. უზომოდ მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურებით, დაუდევარი და მოშვებული არ უნდა იყოთ, თქვენი ხარისხის სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეთ. შესაბამისი შთაბეჭდილების შესაქმნელად, შეიძლება ყოველდღიური ტანსაცმელიც კი ესთეტიკური იყოს. როგორც ის ხშირად აღნიშნავს, "ფულს სხვებს ვერ მოსთხოვთ, თუ ისე გამოიყურებით, თითქოს საკუთარი ფული არასდროს გქონოდეთ".
აი, ძვირადღირებულ ბრენდებზე ასე უნდა იფიქროთ, მხოლოდ ასე იქნება გამართლებული. როდესაც საკუთარ თავს გაანებივრებთ, შეძენილი პროდუქტი ინვესტირების ფორმად მიიჩნიეთ. კლასიკური პროდუქტია? არის კი იმ ხარისხისა და სტილის, რომ დროს გაუძლოს? მისი ადაპტირება და ორი ან მეტი ათწლეულის შემდეგაც კი ჩაცმა შესაძლებელია?
3. სესხების აღებისას ფრთხილად იყავით
"თუ ყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გჭირდებათ, მალე საჭირო ნივთებს გაყიდით", − არაერთხელ უთქვამს ბაფეტს. საკრედიტო ბარათებმა შეიძლება პოტენციური შემოსავლები და დანაზოგები დაგახარჯვინოთ. თუ ბაფეტის მაგალითს მიჰყვებით, თითქმის მთლიანად ნაღდი ფულით უნდა იმუშაოთ. თუ ბარათებს იყენებთ, სისტემები უნდა შეისწავლოთ, რომ მათი ოპტიმალურად გამოყენება შეძლოთ, მაღალი საკრედიტო რეიტინგიც უნდა შეინარჩუნოთ და აუცილებლობისას, მაქსიმალური კრედიტის მიღების უფლებაც გქონდეთ ისე, რომ მინიმალური პროცენტი გადაიხადოთ (ან საერთოდ არ გქონდეთ გადასახდელი).
4. ნასესხები ფულის ინვესტირებისას კიდევ უფრო ფრთხილად იყავით
სხვათა შორის, ბაფეტს არაერთხელ უთქვამს, რომ ფულის სესხება ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის სახიფათოა. თუმცა, ბაფეტმა ერთი გამონაკლისი საინვესტიციო მრჩეველს, ადიელ გორელს პირადი შენიშვნის სახით გაუზიარა. გორელი ამბობს, რომ ამის შესახებ ბაფეტისგან 2012 წელს MSNBC-ისთან ინტერვიუს დროს შეიტყო.
გორელმა ეთერში აღნიშნა, რომ ბაფეტის აზრით, სახლების შეძენა ან რეფინანსირება, ფიქსირებული განაკვეთის მქონე 30-წლიანი იპოთეკური სესხით იქნებოდა გამართლებული, რომელიც კანონიერია აშშ-ში, მაგრამ არც ისე ადვილად ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში.
სახლის შესაძენად ერთი ოჯახისთვის (ნებისმიერი ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისგან განსხვავებით) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხის გამოტანას ის უპირატესობა აქვს, რომ ინფლაციის გამო დროთა განმავლობაში სესხის გადახდა და სესხის ბალანსი ხელსაყრელი გარიგება ხდება, ხოლო ქირა, რომელსაც თქვენი მოიჯარე იხდის, სესხის ძირის ყოველთვიურად დაფარვას შეუწყობს ხელს.
გორელმა პირდაპირ ეთერში დაუკრა ტაში ბაფეტს იმისათვის, რომ მან ერთოჯახიანი სახლები მიმზიდველ ინვესტიციად აღიარა და თქვა, რომ ის (და კომპანია Berkshire) ბევრს შეიძენდნენ, სათანადო მექანიზმი რომ ჰქონოდათ. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ბაფეტი ამ გადაცემას უყურებდა. ამიტომ მიმოწერა დაიწყო და მასობრივი შესყიდვების გასაადვილებლად თავისი კომპანიის დახმარება შესთავაზა. ბაფეტმა მას წერილობითვე უპასუხა: "ეს რომ Berkshire-ისთვის გამართლებული იყოს, ჩვენ დაახლოებით $10 მილიარდის ინვესტიცია დაგვჭირდება..."
გასაგებად რომ ვთქვათ, Berkshire-ისგან სახლების მასობრივად შესყიდვა არასოდეს განხორციელებულა. მაგრამ როგორც გორელი აღნიშნავს, ჩვეულებრივი ინვესტორი Berkshire-ზე ან ბაფეტზე საკმაოდ დაბალი დონისაა და მას დიდი უპირატესობა ექნება, თუ თუნდაც ერთ ან ორ საინვესტიციო სახლს 30-წლიანი იპოთეკით შეიძენს, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. განსაკუთრებით, როდესაც ეს 4%-ზე ნაკლები საპროცენტო განაკვეთითაა შესაძლებელი. ეს შეიძლება ვალის ჭკვიანური გამოყენება იყოს, რაც გიბიძგებთ საპენსიო მიზნები შეისრულოთ.
რა თქმა უნდა, დაზოგვისა და ინვესტირების დამატებითი წესებიც არსებობს. მაგრამ ახლა, ყველას, ვისაც ვიცნობ, ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდონ კლასიკური ექსპერტების, კერძოდ, უორენ ბაფეტის რჩევებს, რომელსაც "ომაჰელი წინასწარმეტყველი" შეარქვეს. ეს პრინციპები ყველა ჩვენგანს დღეს უფრო კარგ სამსახურს გაგვიწევს, ვიდრე ოდესმე.