Get All Access for $5/mo

ჰოლივუდის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცი და ქალი როგორია იყო წარმატებული?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გართობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი მსახიობ ქალებსა და მამაკაცებს აქვთ. მხოლოდ გასულ წელს მარკ უოლბერგმა და დუეინ ჯონსონმა ერთად $133 მილიონი გამოიმუშავეს. Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიის მიხედვით, ისინი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გახდნენ. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ამ სიის ათივე ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი მამაკაცია და მათი ხელფასის ჯამი $488.5 მილიონს შეადგენს. მათ შორის არიან ადამ სანდლერი, ტომ კრუზი და რობერტ დაუნი უმცროსი.

მართალია, ემა სტოუნი, ჯენიფერ ანისტონი, ჯენიფერ ლოურენსი და ემა უოტსონი გასული წლის ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიის თავში მოექცნენ, მაგრამ მათი ხელფასი კოლეგა მამაკაცებისას ვერც კი შეედრება. სტოუნმა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ქალის წოდება $26 მილიონის წყალობით მიიღო, მაგრამ ეს თანხა ახლოსაც ვერ მივა სიის ნებისმიერი სხვა მსახიობი მამაკაცის ხელფასთან. ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების ხელფასის ჯამმა $172.5 მილიონი, ანუ მამაკაცების ხელფასის დაახლოებით მესამედი შეადგინა.

ქალებისა და მამაკაცების ხელფასს შორის დიდი სხვაობის მიუხედავად, ქალებმა ისეთ მაღალბიუჯეტიან ფილმებში მიიღეს მონაწილეობა, როგორიცაა "მარველის" "თორი" და "ფორსაჟი". უოტსონი ამ სიაში ბელის როლის წყალობით მოხვდა, რომელიც ფილმში "მზეთუნახავი და ურჩხული" შეასრულა. კინოსურათმა გაქირავებისას $1 მილიარდზე მეტი მოგება მოიტანა. მელისა მაკკარტის კი წარმატების მიღწევაში შონ სპაისერის როლი დაეხმარა.

დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცების სია ასე გამოიყურება:

მარკ უოლბერგი, $68 მილიონი

მარკ უოლბერგი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ისეთ ფილმებში მონაწილეობით გახდა, როგორიცაა "პატრიოტების დღე", "ღრმა ჰორიზონტი" და "ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი". მან კოლოსალური თანხა − $68 მილიონი გამოიმუშავა. მართალია, ამ ფილმებს მსოფლიო კინოთეატრებში ისეთი დიდი წარმატება არ ჰქონია, როგორსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ამ ფაქტისგან დამოუკიდებლად, უოლბერგი, რა თქმა უნდა, დიდი მსახიობია და ნებისმიერ შემთხვევაში მას დიდ ფულს უხდიან.

დუეინ "როკ" ჯონსონი, $65 მილიონი

დუეინ "როკ" ჯონსონმა "ფეხბურთელების", "ფორსაჟის", "მაშველებისა" და კიდევ ერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის − "ჯუმანჯი: ჯუნგლების ძახილი" წყალობით ერთ წელიწადში $65 მილიონი გამოიმუშავა და ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობებს შორის მეორე ადგილზე გავიდა.

ვინ დიზელი, $54.4 მილიონი

ვინ დიზელმა მთავარი გმირის, ქსანდერ კეიჯის როლი შეასრულა ფილმში "xXx: ქსანდერ კეიჯის დაბრუნება", და გარდა ამისა, ფილმი "გალაქტიკის მცველები 2" გაახმოვანა. ცნობილმა მსახიობმა ფილმში "ფორსაჟი" როკისთან ერთადაც მიიღო მონაწილეობა. დიზელი სწორედ ამ ფილმში მოპოვებული $54.4 მილიონით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცების სიაში მესამე ადგილზე გავიდა.

ადამ სანდლერი, $50.5 მილიონი

ადამ სანდლერმა კომპანია Netflix-თან კონტრაქტი ოთხ ფილმში გადაღებაზე გააფორმა, მათგან ორი კი გასულ წელს უკვე გამოვიდა. გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ადამ სანდლერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. კომპანია Netflix-ის ფილმების "მაიროვიცების ოჯახის ისტორია" და "სენდი უექსლერი" წყალობით, მსახიობმა მხოლოდ ერთ წელიწადში 50.5 მილიონის გამომუშავება შეძლო.

ჯეკი ჩანი, $49 მილიონი

ჯეკი ჩანიმ გასულ წელს მთელ რიგ საბრძოლო ფილმებში ითამაშა − დიდსა თუ პატარაში, უცხოურსა თუ ადგილობრივში. მათ შორის: "გადატვირთვა", "უცხოელი", "სისხლმდინარე ფოლადი", "ლეგო ნინიაგო" ფილმი, "კუნგ ფუ იოგა", "რეალური ციყვი 2" და "ნამიია". უზომოდ ბევრი იშრომა და გასულ წელს კარგი საზღაურიც მიიღო − $49 მილიონი.

რობერტ დაუნი უმცროსი, $48 მილიონი

რობერტ დაუნი უმცროსმა, რომელსაც მეტსახელად "რკინის კაცს" ეძახიან, სიაში პირველი ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლა. მსახიობი სუპერგმირების ფილმებში მონაწილეობას განაგრძობს. ფილმში "ადამიანი-ობობა: სახლში დაბრუნება" ითამაშა და სწორედ ამ ფილმის დამსახურებაა, რომ მან წლიური შემოსავლის სახით $48 მილიონი მიიღო.

ტომ კრუზი, $43 მილიონი

ტომ კრუზი კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომლის შემოსავლის წყარო საბრძოლო ფილმებია. მსახიობს 9-რიცხვიანი ჰონორარი გადაუხადეს ფილმებში "მუმია" და "დამზადებულია ამერიკაში" მონაწილეობისათვის. კრუზმა ამ ორი კინოსურათით $43 მილიონი გამოიმუშავა და სიის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

კრის ჰემსუორთი, $31.5 მილიონი

კრის ჰემსუორთს თორის როლმა გაუთქვა სახელი, "მარველ კომიქსის" ჯგუფს კი უამრავი ფული მოუტანა. მხოლოდ გასულ წელს ჰემსუორთმა $31.5 მილიონი გამოიმუშავა, აქედან ყველაზე მეტი კი, ფილმით "თორი: რაგნაროკი".

ტომ ჰენქსი, $31 მილიონი

გასაკვირი არ არის, რომ ტომ ჰენქსი ($31 მილიონი) მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მოხვდა ფილმებით: "საიდუმლო დოსიე", "სფერო" და "სპილბერგი".

სამუელ ელ ჯექსონი, $30.5 მილიონი

სიაში მეათე ადგილზე სამუელ ელ ჯექსონი აღმოჩნდა, რომელმაც ჰოლივუდის მსახიობის მძიმე შრომით $30.5 მილიონი გამოიმუშავა. მან 5 ფილმში როლების ვირტუოზულად შესრულება 365 დღეში შეძლო: "კონგი: ქალას კუნძული", "მარტორქების მაღაზია", "დაქირავებული მკვლელის მცველი", "მოკაშკაშე სამურაი" და "xXx: ქსანდერ კეიჯის დაბრუნება".

ყველაზე მაღალანაზღაურებადი 10 მსახიობი ქალი

ემა სტოუნი, $26 მილიონი

"ლა ლა ლენდის" ვარსკვლავი ემა სტოუნი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი გახდა. $26 მილიონი "ლა ლა ლენდში" შესრულებული როლით გამოიმუშავა, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის განკუთვნილი "ოსკარიც" მოუტანა. გარდა ამისა, ფილმებში "სქესთა ბრძოლა" და "კრუდსები 2" მთავარი როლი შეასრულა.

ჯენიფერ ანისტონი, $25.5 მილიონი

ჯენიფერ ანისტონმა გასულ წელს მხოლოდ ერთ ფილმში − "ყვითელი ჩიტები" ითამაშა. მიუხედავად ამისა, სარეკლამო კონტრაქტებით ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Emirates, Smartwater და Aveeno $25.5 მილიონი გამოიმუშავა.

ჯენიფერ ლოურენსი, $24 მილიონი

ჯენიფერ ლოურენსი ბოლო წლებში ტრილოგიის − "შიმშილის თამაშები" წყალობით, როგორც წესი, პირველ ადგილს იკავებდა. მსახიობის მომდევნო ფილმი იყო "დედა", სადაც შესრულებული როლითა და სარეკლამო კონტრაქტებით $24 მილიონი გამოიმუშავა.

მელისა მაკკარტი, $18 მილიონი

მსახიობმა და კომედიანტმა მელისა მაკკარტიმ საზოგადოება გააოცა. მან "შაბათის ღამის შოუში" შონ სპაისერის როლი შეასრულა, რისთვისაც "ემის" ჯილდოს მფლობელიც გახდა. გარდა ამისა, პროდიუსერიც იყო ახალი სატელევიზიო კომედიური სერიალისა "არავინ", რომელმაც $18 მილიონით გაამდიდრა.

მილა კუნისი, $15.5 მილიონი

შოუ "70 x"-ის ვარსკვლავმა მილა კუნისმა წლის განმავლობაში $15.5 მილიონი გამოიმუშავა. მან ფილმის "ცუდი დედები" გაგრძელებაში ცუდი დედების შობა − მთავარი როლი შეასრულა, რომელმაც გაქირავებისას $100 მილიონი მოგება მოიტანა.

ემა უოტსონი, $14 მილიონი

"მზეთუნახავი და ურჩხულის" ეკრანებზე გამოსვლას მთელი მსოფლიო დიდხანს მოუთმენლად ელოდა. ფილმს მსოფლიო კინოთეატრებში გაქირავებისას მილიარდ დოლარზე მეტი მოგება ერგო და ბოლო დროის ყველაზე მომგებიანი მიუზიკლის ტიტულიც მოიპოვა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ემა უოტსონმა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა. მას საკმარისი დროც დარჩა იმისათვის, რომ ტომ ჰენქსთან ერთად ფილმში "სფერო" ეთამაშა, ყველაფერმა ერთად კი $14 მილიონი მოუტანა.

შარლიზ ტერონი, $14 მილიონი

შარლიზ ტერონს წლის ბოლოს $14 მილიონის გამომუშავებაში მძაფრსიუჟეტიან ფილმებში − "ფეთქებადი ქერათმიანი" და "ფორსაჟი" შესრულებული როლები დაეხმარა.

ქეით ბლანშეტი, $12 მილიონი

ავსტრალიელმა მსახიობმა ქეით ბლანშეტმა $12 მილიონი წაიღო შინ, რასაც "მარველის" კომიქსს − "თორი: რაგნაროკი" უნდა უმადლოდეს.

ჯულია რობერტსი, $12 მილიონი

ჯულია რობერტსს წლის ბოლოს $250 მილიონი მოგება კადრს მიღმა შესრულებულმა როლმა მოუტანა, ფილმში "სმურფები: დაკარგული სოფელი" და ამასთან ერთად, ოუენ უილსონთან ნათამაშებმა როლმა ფილმში "სასწაული", რომელიც წლის ბოლოს გამოვიდა.

ემი ადამსი, $11.5 მილიონი

ემი ადამსმა კიდევ ერთხელ შეასრულა სუპერმენის შეყვარებულის, ლუის ლეინის როლი ფილმში "სამართლიანობის ლიგა", რომელმაც მას მართლაც მშვენიერი თანხა − $11.5 მილიონი მოუტანა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი