ლურჯი ოკეანე მაკო ქავთარაძის საავტორო სვეტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გემის კაპიტანი გავიცანი, თორნიკე.

დიდი გემებით ტვირთი დააქვს კონტინენტებზე.

თვითონაც დიდი კაცია.

-ვეშაპებს ხშირად ნახულობთ ღია ზღვაში? - ვკითხე და იხვის ბურგერი მოვკბიჩე.

კიო, და კიდევ უზარმაზარ კუებსაც-ო, აი ბოლო მოგზაურობაში კუნძულისხელა კუზე იჯდაო წერო. საოცარი სანახავი იყოო.

-ყველაზე ძნელი რა არის გემზე? - ვკითხე და სხვა პასუხს არც ველოდი, ისე მივიღე : ოჯახთან განშორებით გამოწვეული მონატრების შანთები-ო.

მეორეჯერ შემთხვევით შემხვდა, მე გავკადნიერდი და გულწრფელი აღფრთოვანებით ვთხოვე: ძველად, ღვინის ბოთლში მოთავსებულ სურვილებს რომ ზღვას ატანდნენ, ჩემსას თუ წაიღებთ - მეთქი.

გადაკარამელიზებულად რომანტიზებული გოგოს დანახვაზე რომ სახე აქვთ ხოლმე კაცებს, ეგეთი ღიმილით მითხრა -აუცილებლადო.

აი იმ ერთ წამში რაღაცნაირი გამარჯვების, წარმატების თუ - რამე ახალ სიტყვასაც რომ დავარქმევდი - ისეთი გრძნობა გამიჩნდა. მაგრამ იქვე, იმ მეორე წამს წარმოვიდგინე როგორ ეყლაპება ვეშაპს ეს ჩემი თხოვნით მოსროლილი ბოთლი, ეჩხირება მუცელში და კვდება.

ხოდა გადავიფიქრე.

ეხლა ვინც ეს სტატია გახსენით, ალბათ ელოდით რომ ღრმა ფილოსოფიური ანალიზი დაგხვდებოდათ მსოფლიო ბესტ სელერის ''ლურჯი ოკეანე''-ს შესახებ.

ჩემი აზრით, ეგ ტელესერიალივით წიგნია, რომელსაც ''ათ დღეში'' - გაუვიდა ბრწყინვალების ვადა. მარკეტინგული საპნის ბუშტია, რომლის ღირებულების დიდხანს არ უნდა გჯეროდეს.

კარგად თუ დააკვირდებით, ანტრეპრენერი გემის კაპიტანივითაა. თვითონ სწავლობს ხომალდს ტექნიკურად. თვითონვე არჩევს გუნდს, გემს, ტვირთს, მარშრუტს. რასაც წინასწარ ვერ განსაზღვრავს ეს შემხვედრი ''ვეშაპი'' და ამინდია. თუმცა, კაპიტანი იმისია რომ, ას ბალიან შტორმსაც და მომხიბვლელი წეროების გადაფრენასაც ერთნაირად გაუმკლავდეს ემოციურად.

სოციუმთან ურთიერთობის თავისებურებებმა მენტალური გავლენა არ იქონიოს მიზნამდე მისასვლელად.

გზა ხომ გასავლელია, როგორიც არ უნდა იყოს ის...

ანტრეპრენერი კი კაპიტანია, რომელსაც პროდუქტის სწორ დროს, სწორ ადგილას მიტანა შეუძლია.

მაკო ქავთარაძე

Sky Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

Related Topics

სიახლეები

შალვა კაკაურიძე - საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი Cloud-ინჟინერი

"ყოველთვის ყველაზე რთულ და გამომწვევ პროექტებს ვირჩევდი, რაც მეხმარებოდა თვითგანვითარებასა და კომფორტის ზონის მიღმა გასვლაში", − შალვა კაკაურიძე.

ინდუსტრიული ტრენდები

ღია ბანკინგი და ბანკების მომავალი

ღია ბანკინგი გაამარტივებს ფინანსებზე წვდომას და საბანკო სისტემას გახდის მეტად გამჭვირვალეს

მენეჯმენტი

და თქვენთან რა ღირს?

თანამშრომელი − გაუმართლებელი ხარჯი თუ სტრატეგიული ინვესტიცია

სიახლეები

ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

ციფრული მარკეტინგული სააგენტოების როლი თანამედროვე ბიზნესებისთვის. SEO, SEM, ვებ-დიზაინი და ბრენდინგი ონლაინ ბიზნესებისთვის

Business News

ALLGOOD - ქეითერინგ ბრენდი გუდვილისგან

სამზადისიდან სუფრამდე, ყველაფერი კარგად იქნება