Get All Access for $5/mo

მარტივი ჭეშმარიტებები დამწყებ ანტრეპრენერებს შეცდომა არ უნდა აღვიქვათ მარცხად, არამედ გამოვიყენოთ იგი, როგორც წარმატებისკენ მისასვლელი საშუალება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერები ყოველთვის გამოირჩევიან ცოდნის გავრცელების დაუოკებელი სურვილით. რამდენიმე ხნის წინ სრულიად შემთხვევით წაკითხულმა სტატიამ კი საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს გაბედული ადამიანები სამყაროს უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებენ.

ქემერონი 11 წლის განმავლობაში ასწავლიდა ისტორიას, თუმცა ერთხელაც ანტრეპრენერულ სამყაროში გადაეშვა. "მე უამრავი შეცდომა დავუშვი და დავაგროვე უზარმაზარი ცოდნა, რომლის გაზიარება ნამდვილად ღირს", − ამბობს იგი. ანტრეპრენერს სურს, მის მიერ გაცემული რჩევები ადამიანებისთვის შთამაგონებელი გახდეს. "ვისურვებდი, ეს ყველაფერი ჩემთვისაც ეთქვათ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი", − აღნიშნავს ქემერონი.

პირველი, რასაც იგი დამწყებ ანტრეპრენერებს ურჩევს, ერთ იდეაზე ფოკუსირება და მიზნების დასახვაა. ხშირად ადამიანები მოძრაობას იწყებენ, თუმცა მიმართულება არ აქვთ. ქემერონი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს კონკრეტული იდეა, თუ რის შექმნას ვაპირებთ, როდის გვსურს შედეგის ნახვა, რამდენი შეგვიძლია დავხარჯოთ და რა მასშტაბის იქნება განვითარება.

წარმატებისკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. შესაძლოა უამრავ დაბრკოლებას წავაწყდეთ, თუმცა ანტრეპრენერი მიიჩნევს, რომ მთავარია შეუჩერებელი წინსვლა, თუნდაც მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მაინც. პერიოდული, მყარი სვლები აუცილებლად მიგვიყვანს მიზნებამდე.

ნებისმიერი ბიზნესის დაწყება რთულ პროცესს უკავშირდება, რომელიც მოიცავს დიდი, მცირე ან მოულოდნელი შეცდომების დაშვებას. თუმცა, გონიერება იმაში მდგომარეობს, რომ დაშვებული შეცდომა გავაანალიზოთ და არასდროს გავიმეოროთ. შეცდომა არ უნდა აღვიქვათ მარცხად, არამედ გამოვიყენოთ იგი, როგორც წარმატებისკენ მისასვლელი საშუალება.

ანტრეპრენერული ცხოვრება წარმოუდგენელია ისეთი დღეების გარეშე, როდესაც კარგი არაფერი ხდება − პრობლემები ერთმანეთის მონაცვლეობით ჩნდება და იწყებ ფიქრს, გადაარჩენ თუ არა იდეას. ამ დროს აუცილებლად მოთმინებით უნდა აღიჭურვო და სიტუაციის გამოსწორების გზები ეძებო.

ქემერონი იხსენებს, რომ როცა სკოლაში ასწავლიდა, ძირითად პრობლემად ბავშვებში ენთუზიაზმის ნაკლებობა ესახებოდა. ბიზნესშიც არსებობს წუთები, როცა ლიდერები კარგავენ იმედსა და ძალას, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ. თუკი ადვილად შეგიძლიათ დანებება და გულის აცრუება, მაშინ დროა თავს შემოუძახოთ, რადგან ენთუზიაზმის გარეშე ბიზნესის მართვა თითქმის წარმოუდგენელია.

ნებისმიერი სტარტაპი თავის თავში მოიცავს რისკს − ამ დროს იხარჯება როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსი. ასეთ ძვირფას განძს კი გაფრთხილება უნდა. რისკი თამაშის ნაწილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯის უკან მხოლოდ გამბედაობა დავინახოთ. ანტრეპრენერებმა აუცილებლად უნდა გათვალონ მოსალოდნელი შედეგები, აწონ-დაწონონ საფრთხეები და ლოგიკურად მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სერიოზული რესურსების ხარჯვასთანაა დაკავშირებული.

ბიზნესსამყაროში ყოველთვის უნდა გქონდეს სწავლის სურვილი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ორიგინალურია თქვენი იდეა − ინტერნეტში აუცილებლად შეძლებთ მსგავსის პოვნას. ყურადღებით დააკვირდით მათ ვებსაიტებს, უყურეთ ვიდეოებს, დასვით კითხვები და გამოთქვით სრული მზადყოფნა, რომ ისწავლოთ.

დამეთანხმებით, განსხვავებული პროდუქტისა თუ მომსახურების შექმნა შრომატევადი პროცესია, მაგრამ არანაკლებ რთულია გაყიდვა. როგორც ყველა უნარს, გაყიდვებსაც სჭირდება გავარჯიშება.

დაბოლოს: ქემერონი დამწყებ ანტრეპრენერებს ურჩევს, რომ ამ პროცესით მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ: "როცა შენს იდეაზე მხიარულად მუშაობ, დაუსრულებელი საათები და გვიანი ღამეები სადღაც მიფრინავს, პარალელურად კი ჩნდება შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც კმაყოფილებას აღძრავს".

მართალია რჩევა შესაძლოა უამრავი იყოს, თუმცა მთავარი საქმის დაწყებაა, ასე რომ გარისკეთ და გადადგით პირველი ნაბიჯი!

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე