Get All Access for $5/mo

მარცხის ფენომენი - გიორგი ძაგანიშვილი "შინაგანი ხმა გვეუბნებოდა, რომ დაგვენებებინა თავი ყველაფრისთვის, რადგან ჩვენ უკვე დამარცხებულები ვიყავით"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გიორგი ძაგანიშვილი, Beard.ge

"2009 წელი იყო, როდესაც მე და ჩემი ძმა იკო, ამავე დროს პარტნიორი, ციფრული მარკეტინგის შესწავლის იდეამ შეგვიპყრო. იკო მაშინ ძალიან პატარა იყო, მე კი 2008 წლის კრიზისის შედეგად გაკოტრებული ბიზნესის ვალები მქონდა დასაფარი. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანი გახლდათ. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთადერთი ნათელი წერტილი ციფრული მარკეტინგის შესწავლა და ამ ცოდნით შემოსავლის საქართველოს საზღვრებს გარეთ გამომუშავება მეჩვენებოდა. თუმცა, ვინაიდან საწყისი თანხა საერთოდ არ გვქონდა, ეს მისია უცხო თვალისთვის ერთი შეხედვით შეუსრულებელს უფრო წააგავდა.

4-5-თვიანი თავდაუზოგავი სწავლის, პარალელური პრაქტიკის და ბევრი გათენებული ღამის შედეგად, როგორც იქნა, დავიწყეთ მცირე თანხის გამომუშავება. ვისწავლეთ ვებგვერდის შექმნა და მისი ოპტიმიზაცია, რომ მომხმარებელს ინტერნეტსაძიებო სისტემებში მარტივად მოვეძებნეთ.

თანხის გამომუშავება ვებგვერდებზე განთავსებული Google-ის სარეკლამო ბანერების საშუალებით ხდებოდა და ვიზიტორების რაოდენობის მატებასთან ერთად, იზრდებოდა შემოსავალიც. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჩვენი ვებგვერდები არ შეესაბამებოდა Google-ის რეკლამის განთავსების წესებს და მაშინ, როცა პირველი სოლიდური თანხა უნდა მიგვეღო, მოგვივიდა ანგარიშის გაუქმების წერილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ თანხას ვეღარ მივიღებდით.

ვინაიდან იმ დროს მონეტიზაციის სხვა იდეები არ გვქონდა, ეს ფაქტობრივად დამარცხებას ნიშნავდა. შინაგანი ხმა გვეუბნებოდა, რომ დაგვენებებინა ამ ყველაფრისთვის თავი, რადგან ჩვენ უკვე დამარცხებულები ვიყავით, თუმცა თითქოს ქვეცნობიერად გვწამდა, რომ ეს მარცხი აუცილებელი ნაბიჯი იყო მომავალი წარმატების გზაზე. შემდეგ ჩვენ ვაიძულეთ საკუთარი თავი, გაგვეგრძელებინა სწავლა, უფრო მეტად გავიღრმავეთ ცოდნა და საკუთარი შემოსავალი იმაზე მალე გაიზარდა და იმაზე ბევრად მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ, ვიდრე ეს ოდესმე წარმოგვედგინა.

მარცხს და წარუმატებლობას, როგორც წესი, ნეგატიურ მოვლენად აღვიქვამთ და მაქსიმალურად თავს ვარიდებთ. შესაძლოა ამის მიზეზი "დაჯექი ორიანი" და "ყოჩაღ ხუთიანი"-ს ფენომენი იყოს ან სხვა მსგავსი ქმედებების ჯამი, რომელიც არცთუ ცოტაა ჩვენ გარშემო. მაგრამ ფაქტია, რომ წარმატება მრავალი წარუმატებლობის შედეგია, რისი დამადასტურებელი არა მარტო წარმატებული ადამიანების ცხოვრების მაგალითებია, არამედ თუნდაც ის ფაქტიც, რომ სიარულის სასწავლად ყოველი ჩვენგანი უამრავჯერ დაეცა და არ დანებდა!"

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"