Cyber Monday Sale! 50% Off All Access

მარცხის ფენომენი - ანანია გაჩეჩილაძე "ჩემთვის მარცხი ჩანაფიქრის ვერ/არ შესრულება უფროა, ვიდრე შეცდომის დაშვება"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ანანია გაჩეჩილაძე, "აიისა"

"ჩემთვის მარცხი ჩანაფიქრის ვერ/არ შესრულება უფროა, ვიდრე შეცდომის დაშვება. იდეა, რომელიც საჭიროა რომ შედგეს, ყოველთვის ტრიალებს თავში და განხორციელებისთვის ზუსტ დროს ელოდება. ზუსტი დროც ბევრჯერ დამდგარა, თუმცა მცირე ხარვეზებს ხელი შეუშლია იდეის ხორცშესხმაში. მთავარი ამოცანაა, ბევრად ეფექტიანად შეასრულო იდეა მაშინ, როცა თითქოს უკვე დაგვიანებულია და გაამართლო შენი მიზეზები. ამით, უპირველეს ყოვლისა, პირად ამბიციას იკმაყოფილებ, რადგან ხვდები, რომ საკუთარ თავს აჯობე.

ასე იყო "აიისა"-ს "ოკუპაციის ხაზის" დიზაინის შემთხვევაშიც, რისთვისაც აგვისტოს ომიდან 10 წლის თარიღამდე დიდი ხნით ადრე ვემზადებოდით და კონკრეტული იდეა 15 ივლისს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს მზად იყო. მიუხედავად ამისა, ვერ მოვახერხეთ აგვისტოს პირველ ნახევარში გაგვეშვა გასაყიდად ეს კონკრეტული პროდუქტი, მხოლოდ პოსტერის გასაჯაროება კი მოსალოდნელ შემოსავლებს დაგვაკარგვინებდა. ამასობაში გამოიკვეთა, რომ ომიდან 10 წლის გასვლას საზოგადოება ბევრად ემოციურად განიცდიდა, ვიდრე ეს წინა წლებში ჩანდა. რამდენიმე თემასთან დაკავშირებული სკანდალი და ბიზნესსეგმენტისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან ღირსეული გამოხმაურებები უკვე ჩავლილი იყო, როცა 20 აგვისტოს "აიისა"-ს საოკუპაციო პრინტი გამოჩნდა. იმისათვის, რომ ბოლომდე პირნათელი ვყოფილიყავით საზოგადოებასთან, ვაღიარეთ, რომ დიახ, დაგვაგვიანდა, მაგრამ რეალურად ქვეყნის ოკუპაცია ის რეალობაა, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს. მალევე დავაანონსეთ "ოკუპაციის ხაზის" მომდევნო დიზაინები. დამატებითი პასუხისმგებლობის აღებამ და გულწრფელობამ განაპირობა ის, რომ საბოლოოდ ჩვენი მარკეტინგული კომუნიკაცია საუკეთესოთა შორის საუკეთესო აღმოჩნდა, პირველი სატესტო ექსპორტის შემდეგ გაიხსნა საზღვრები დამატებით რამდენიმე ქვეყანასთან და "აიისა"-ს ბიზნესმოდელის ორი თანაბარი მნიშვნელობის ნაწილი (სოციალური აზრის/ქცევის ცვლილება და კომერციული ინტერესი) წარმატებას ახლაც სტაბილურად ინარჩუნებს."

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ