Get All Access for $5/mo

მარცხის ფენომენი - ნანა ჩიჩუა "დამარცხებით მოყვანილი გამარჯვება განხორციელებული ცხოვრებაა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი

"მარცხი სასურველი ფაქტის არდადგომის ფსიქოლოგიური განცდაა, ფრუსტრირებულ მდგომარეობაში ყოფნა.

მარცხს, წარუმატებლობას, შეუძლია ადამიანისთვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი როლის შესრულება. მთავარია, როგორ შევხედავთ მას, რას დავარქმევთ და რამდენად ამოვიცნობთ იმას, თუ რას, რა მოქმედებას ითხოვს არსებული, უკვე მომხდარი ფაქტი ჩვენგან.

ამოვიცანით, რისი დროა? ადეკვატურად ვპასუხობთ შექმნილ სიტუაციას? მარცხთან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ისეთი პიროვნული მახასიათებლები განაპირობებენ, როგორებიცაა: სიბრძნე, სიმამაცე, ჰუმანურობა, სამართლიანობა, ზომიერება, ტრანსცენდენტურობა.

შემთხვევითი არაა ის, რომ აღნიშნულ მახასიათებლებს სათნოებად მოიხსენიებენ (კრისტოფერ პეტერსონი, მარტინ სელიგმანი, 2004). ცხადია, მარცხის პირისპირ დგომას შინაგანი ძალა, თვითპატივისცემა და როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოებისა და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობა ესაჭიროება. ადამიანს კი საკუთარი თავის თავისუფლებიდან მიღებული ძალის გარდა სხვა ძალა არ გააჩნია, რომელიც სწორედ ამ ექვს სათნოებაზე დგას.

მარცხით და წარუმატებლობით თავად რეალობა, სინამდვილე, ცხოვრება გველაპარაკება. გვეუბნება, რომ "წუთისოფელს თუ ერთი ბეწო თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა" (ილია ჭავჭავაძე).

ერთგვარი გაფრთხილებაა. გაფრთხილებაა იმისა, თუ სად, როდის, როგორ, რა უნდა მოვიმოქმედოთ. იქ, სადაც იგი გამოცდილებად დარჩენილა, ყოველთვის სასურველი შედეგიც დამდგარა. გამოცდილებად დატოვებული მარცხი ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილია. მთავარია, იყო კარგი მოწაფე.

აღმოსავლური შეგონება "მძიმეა საფუძველი მსუბუქისა" გვაუწყებს, რომ სასურველთან მისვლამდე ხშირად უამრავი სიმძიმეებია გასავლელი, მათ შორის სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა სიმძაფრის დამარცხებები, წარუმატებლობები, ტკივილები და წუხილები. არადა, ესაა ცხოვრება!

ისტორიამ იცის არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ "აღმდგარა მკვდრეთით" დამარცხებული, "ძირს დაცემული", ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მდგარი არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ქვეყანაც კი, ოღონდაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამოქმედდება პრინციპი "აქ და ახლა".

ზოგჯერ შეიძლება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმპულსის აღმძვრელი სულაც უმნიშვნელო ფაქტორიც კი აღმოჩნდეს.

ჰემინგუეი მოთხრობას "მოხუცი და ზღვა" სანტიაგოს (მოხუცი) ასეთი სიტყვებით ამთავრებს.: "დიდი დამარცხება და დიდი გამარჯვება".

დიახ, დამარცხებით მოყვანილი გამარჯვება განხორციელებული ცხოვრებაა, აღსრულებული სიცოცხლე, საკუთარი თავის თავისუფლებიდან მიღებული ჯილდო − დამარცხებაზე აღებული პასუხისმგებლობის დიდი მადლი და თვითგამოხატვის სწორუპოვარი აქტი."

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია

რომელიმე სტატია ხომ არ გამოგრჩათ?