Get All Access for $5/mo

"ნათლობის ზარდახშა" - სიახლე კომპანია "ცვარასგან" "საუკეთესო იდეებს ხშირად სწორედ მომხმარებლები გვაწვდიან"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცვარა

ქართული საიუველირო კომპანია "ცვარა", რომელიც უძველესი ქართული ტექნიკით გაცოცხლებულ თანამედროვე სამკაულს გვთავაზობს, ამჟამად სიახლეს ნათლობის დღისთვის შექმნილი საგანგებო ზარდახშის სახით წარმოგვიდგენს. თუ რას გულისხმობს "ნათლობის ზარდახშა" და რა გახდა მისი შექმნის შთაგონება, კომპანიის გუნდი ამას თავად მოგვითხრობს:

"სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ქართული სამომხმარებლო ბაზარი განსაკუთრებით დაიხვეწა. საზოგადოება მწარმოებელს მაღალ თამასას უწესებს პროდუქციის ხარისხსა და მომსახურების სტანდარტზე. განვითარებაზე ორიენტირებულ თითოეულ კომპანიას კარგად ესმის, რომ ხარისხზე ზრუნვა პირდაპირპროპორციულად აისახება მომხმარებლების მყიდველობით განწყობაზე. თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი კი თავადვე აბამს შთაბეჭდილებების ჯაჭვში კიდევ არაერთ პოტენციურ მომხმარებელს. ამ დროს კი შენ, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, მზად უნდა იყო, გაუმჯობესებული, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სიახლეების უწყვეტ რეჟიმში მისაწოდებლად", − ამბობს დავით ქუთათელაძე, "ცვარას" თანადამფუძნებელი.

"საუკეთესო იდეებს ხშირად სწორედ მომხმარებლები გვაწვდიან. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ რაც მეტად ვისმენთ საკუთარი აუდიტორიის საჭიროებებს და მათ რეალურ სურვილებს, გაცილებით მაღალია შანსი შეიქმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც უფრო გაამყარებს შენი საქმიანობის მიმართ ნდობას. სხვადასხვა შემთხვევაში კი შეუმცირებს შენს მომხმარებელს დროისა და ენერგიის არამიზნობრივი ხარჯვის განცდას", − ლევან ქუთათელაძე, "ცვარას" თანადამფუძნებელი.

სწორედ ამიტომ, "ცვარას" გუნდის ყოველი ახალი იდეა, მომხმარებლების მხრიდან წამოსულ საჭიროებებს უკავშირდება. კომპანიის ახალი პროექტიც სწორედ ამ ორმხრივი კომუნიკაციის კარგი მაგალითია. "ნათლობის დღე მორწმუნეთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია. ნათლობის საიდუმლო კი იმ საიდუმლოთაგანია, რომელსაც ვერცერთი მატერიალური ნივთი თავისი მნიშვნელობით ვერასოდეს გაუტოლდება. თუმცა, ნათლობის ჯვარს, როგორც ნათლობის დღის განუყოფელ ნაწილს, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მაღალი სიმბოლური დანიშნულება აქვს და მისი სწორად შერჩევა ხშირ შემთხვევაში რთული გამოწვევაა ნათლიებისათვის. არადა, ნათლიები, ჩვენი მომავალი ნათლულებისადმი ყოველთვის საუკეთესო ზრახვებით ვეძებთ გამორჩეულ ჯვარს − ეს ხომ ჩვენი გულწრფელი სურვილია? მაგრამ აბა, დაფიქრდით, რამდენმა ჩვენგანმა შევძელით ამ საუკეთესო ზრახვის პრაქტიკაში განხორციელება? განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ვნათლავთ 40 დღის პატარას, ჯვრის არჩევისას უამრავ დეტალზე გვჭირდება ფიქრი იმისათვის, რომ ნათლულმა უსაფრთხოდ შეძლოს მისი ტარება ჩვილობის, მოზრდილობისა თუ ზრდასრულობის ასაკში. ამ კომპლექსურ მოთხოვნებს კი ხშირ შემთხვევაში ბაზარზე არსებული არჩევანი ვერ აკმაყოფილებს".

  • როგორი ჯვარი შევიძინოთ? სად შევიძინოთ? როგორ დიზაინს გვირჩევთ? ვის დავუკავშირდეთ? როგორ შევფუთოთ? სასაჩუქრე გაქვთ? ადგილზე გაქვთ? აი, უცებ, ორ დღეში მჭირდება და როგორ მოვიქცე? და ხარისხის გარანტია? − ეს კითხვები ხშირად გვესმის.

ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ საჭიროებასა და მოლოდინს, ასევე იმ პოტენციურ სურვილებსაც კი, რაზეც მომავალ ნათლიებს ჯერ არ უფიქრიათ, კომპანიამ "ნათლობის ზარდახშის" ინოვაციური პროექტით უპასუხა.

"ნათლობის ზარდახშა" ფორმის თვალსაზრისით უსაფრთხო, დიზაინით დახვეწილი, შემადგენლობით კი უნივერსალური ნაკრებია ნათლობის დღისათვის. "ეს ორიენტირებულია იმ იდეაზე, რომ რამდენიმე ნათლიის ზრუნვა, დრო და ბიუჯეტი ერთი ნათლობის დღისა და საერთო ნათლულის გარშემო გააერთიანოს. რასაკვირველია, ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ნათლიამ, დამოუკიდებლადაც შეიძინოს აღნიშნული ზარდახშა. ნათლობის დღისათვის განკუთვნილ ამ ნაკრებს, თავისი შინაარსის სიზუსტითა და იდეის პრაქტიკულობით, ჯერჯერობით ანალოგი არ მოეძებნება ქართულ სამეწარმეო ბაზარზე", − მეგი ჩიხრაძე, "ცვარას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

"ზარდახშაში" წარმოდგენილი ნაკრები შემდეგი კომპლექსურობით წარმოგვიდგება: ნათლობის ზარდახშა ოქროს ჯვრით და ნათლობის ზარდახშა ვერცხლის ჯვრით.

ოქროს ჯვრის ზარდახშას შემდეგი შემადგენლობა აქვს:

  • ოქროს მთავარი ჯვარი − ორი დიზაინის სეგმენტაციით გოგონებისა და ვაჟებისათვის. ოქროს მთავარი ჯვარი შემკულია მინანქრითა და ცვარნამის ტექნიკით. დიზაინის ერთიანობა მიღწეულია "ცვარას" ოქროს ბურთებით, რომელიც ჯვარს გასდევს როგორც რელიეფის კიდეთა კონტურზე, ასევე ცენტრში და ქმნის კიდევ ერთ შიდა ჯვარს.

ვერცხლის ჯვრის ზარდახშაში შედის:

  • ვერცხლის მთავარი ჯვარი − ორი დიზაინის სეგმენტაციით. გოგონებისა და ვაჟებისათვის ვერცხლის მთავარი ჯვარი შემკულია მინანქრითა და ცვარნამის ტექნიკით. დიზაინის ერთიანობა მიღწეულია "ცვარას" ვერცხლის ბურთებით, რომელიც ჯვარს გასდევს როგორც რელიეფის კიდეთა კონტურზე, ასევე ცენტრში და ქმნის კიდევ ერთ შიდა ჯვარს.

ასევე, "ზარდახშას" შემადგენლობაშია და მასში განთავსებულ მთავარ ჯვრებს (ვერცხლსაც და ოქროსაც) მოჰყვება ჩვილობის პერიოდში სატარებელი ჯვარი: მინიატურა − 925 სინჯის ვერცხლში. სატარებელი ჯვარი გამშვენებულია ცვარნამით და წარმოადგენს ჩვილებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო დიზაინის მაგალითს − მისი ყველა კუთხე არის ოვალური და ზედმიწევნით დამუშავებული, რაც ბავშვის ნაზი კანის დაზიანებას ან გაკაწვრას გამორიცხავს. ჯვარს მოყვება გამძლე ფაქტურის თოკიც.

ნათლობის ორივე ნაკრები მოთავსებულია სპეციალურად ნათლობის დღისათვის შექმნილ ხის ზარდახშაში. ზარდახშის შიგთავსი გადაწყვეტილია ხის ბუნებრივი ფერისა და მეწამული ფერის ნაზავში. ზარდახშის ხის ბუდეები ზუსტად იმეორებს ჯვრებისა და მასზე დახვეული თოკების ფორმას. ზარდახშის ზედა ნაწილზე კი ამოტვიფრულია ნათლობის თარიღი, ნათლულის სახელი და გვარი. ხოლო, ზარდახშის ქვედა რელიეფზე ნათლიის/ ნათლიების სახელ-გვარებია დატანილი.

"ზარდახშის მინიმალისტურად დახვეწილი დიზაინი, მისი შიგთავსის კლასიკური იერსახე და პრაქტიკული ფორმა, გვიქმნის სრულყოფილი ერთიანობის განცდას და თავიდან გვარიდებს უამრავ უხერხულ ფიქრს იმასთან დაკავშირებით, მოეწონებათ თუ არა ჩვენი ნათლობის ჯვარი? ატარებენ თუ არა ჩვენს ნაჩუქარ ჯვარს ჩვენი ნათლულები? ან როგორ გადავცეთ ჯვარი? რა ფორმით მივიტანოთ, როგორ გავუსვათ ხაზი მას, რომ განსაკუთრებულად ვიფიქრეთ ნათლობის დღეზე?

დღეიდან, "ნათლობის დღის ზარდახშა" ყველა მომავალ ნათლიას გაუმარტივებს ჯვრის არჩევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ნათლობის თარიღს, ნათლულისადმი გამოხატული განსაკუთრებული ზრუნვის შთამბეჭდავ დასაწყისად აქცევს", − მეგი ჩიხრაძე.