Get All Access for $5/mo

"ოპრას ამ მედიტაციას ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მივმართავდი და 5 დასკვნაც გამოვიტანე" როდესაც უძილობა უკვე აუტანელი ხდება ჩემთვის, მაშინვე "ოპრას ინსტრუმენტს ვიყენებ!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Nouveautycoon

ოპრა უინფრი მედიტაციის დიდი მოყვარულია, თან, ნამდვილად კარგ საზოგადოებაში აღმოჩნდა, მის გვერდით არიან: არიანა ჰაფინგტონი, რუპერტ მერდოკი და მარკ ბენიოფი. მათი გატაცება მედიტაციით ვინ არ იცის, და ამავე დროს, ისინი შესანიშნავი ანტრეპრენერები და ბიზნეს ლიდერებიც არიან. ამ ოთხი წარმატებული პიროვნების ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ თითეულმა მაშინ დაიწყო მედიტირება, როდესაც კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდნენ.

მედიტაციის მხარდასაჭერად საკმაოდ ძლიერი არგუმენტები არსებობს: მას ლაზერული სიზუსტით შეუძლია ყურადღების გამახვილება, ამავე დროს, ენერგიის მომატებაშიც დაგეხმარებათ, მოდუნებაშიც, სტრესსაც შეგიმცირებთ, დაბინდულ გონებასაც გაგინათებთ და ძილსაც გაგიუმჯობესებთ.

ოპრასი არ იყოს, მედიტაციაში არც მე ვარ ახალბედა, თან მორწმუნე ადამიანი ვარ. მედიტაციას ბოლო ორი წლის განმავლობაში პერიოდულად მივმართავდი. მართალია, ყოვედღიურად მინდოდა მედიტირება, მაგრამ მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა, როდესაც კრიზისში ვიყავი, ან კიდევ, ძილთან დაკავშირებული პრობლემები მიჩნდებოდა. წლების განმავლობაში ვებრძოდი უძილობას, და განსაკურნებლად ბევრი წამალი მოვსინჯე, მათ შორის, გვირილის ჩაი, ვალერიანის ძირები, მათრობელა წიწაკა, მელატონინი და ამბიენი. მართალია, ძილის ამ საშუალებების ეფექტი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ შევამჩნიე, რომ რაღაც მომენტში არც ერთი აღარ ამართლებდა. ამიტომ, მედიტაციას მივუბრუნდი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მომეგვარებინა პრობლემები, რომლებიც ჩაძინების საშუალებას არ მაძლევდა: ეს სტრესი და შფოთვა იყო.

ჩემს ორივე მშობელს შინაგანი შფოთვის მაღალი დონე ჰქონდა, და ხშირად, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს დაპროგრამებული ვიყო სტრესსა და განგაშზე. თითქმის ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, ან იმაზე ვფიქრობ, თუ რა უნდა გავაკეთო შემდეგ. როგორც ეკარტ თოლე, ავტორი წიგნისა, "ამ დროის ძალა" აცხადებს, განუწყვეტელი ფიქრი მომავალზე, შინაგან შფოთვასა და განგაშს იწვევს. თუმცა, ჩემთვის უკიდურესად რთული იყო მიზანმიმართული ადამიანის მონახვა, რომელიც გამუდმებით არ ფიქრობდა მომავალზე და სტრესს არ გრძნობდა იმის გამო, რაც უნდა გაეკეთებინა. მონაცემების მიხედვით, ყოველი ხუთი ამერიკელიდან ერთს, გარკვეული ტიპის შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი აქვს.

ოპრას მედიტაციის პრაქტიკა უფრო მეტად, შინაგანი განგაშის პრობლემის მოგვარებასთან კი არა, გარკვეული დროის განმავლობაში დამშვიდებასა და თქვენს ჭეშმარიტ "მესთან" სრულ ჰარმონიში ყოფნასთანაა დაკავშირებული. მისი მედიტაციის პრაქტიკა განუწყვეტლივ ვითარდება და ის წერს, რომ ყოველდღიურად, დილას და საღამოს, 20 წუთის განმავლობაში ცდილობს მედიტირებას.

მე ოპრას შეხედულებას ვიზიარებ იმის თაობაზე, რომ მედიტაცია მუდმივ პრაქტიკად უნდა აქციოთ, მაგრამ მისთვის 40 წუთის დათმობა დღეში არ მსურდა. ზოგადად, 20 წუთის დათმობას ვგეგმავდი დღეში, ერთხელ - დილას, და მეორედ - საღამოს, ძილის წინ. არსებობს სხვადასხვა ტიპის მედიტაცია, ტრანსცედენტალური მედიტაცია, რომელიც მდუმარე მანტრასაც მოიცავს, და გაცნობიერებული სუნთქვის მედიტაცია, რომელიც კონტროლირებად სუნთქვასთანაა დაკავშირებული. მე გაცნობიერებული სუნთქვის მედიტაციას ვიყენებ.

ოპრამ დიიპაკ ჩოპრასთან ერთად, მედიტაციის 21 დღიანი პროგრამა, ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში გაუშვა ინტერნეტით - უფასო მედიტაციის პროგრამა - მხოლოდ 20 წუთი დღეში! კარგი ის არის, რომ ახალი სერია 3 მარტიდან იწყება. ჩემი ვერსია კი, რომელიც 2018 წლის თებერვლიდან დავიწყე, 14 დღიანია. ყოველ საღამოს, 13 წუთიან მედიტაციას ვუსმენდი ინსტრუქტაჟით, ხოლო, დილას ან დღის განმავლობაში, ყოველგვარი ინსტრუქტორის გარეშე ვცდილობდი მედიტირებას, "ყუთში სუნთქვის" მეთოდს ვიყენებდი 5-7 წუთის განმავლობაში, რომელსაც მოგვიანებით აგიხსნით. და ნახეთ, რა აღმოვაჩინე.

პირველიდან მესამე დღის ჩათვლით

ჩემთვის მედიტაციის საუკეთესო დრო დილაა, როდესაც შხაპს ვიღებ დილის ვარჯიშის შემდეგ: ამ დროს მედიტაციაც შემიძლია, და თმების ღრმა კონდიცირებაც, 5 წუთი ვმედიტირებ "ყუთში სუნთქვის" მეთოდით.

რატომ ჰქვია მედიტაციის ამ სახეს, "ყუთში სუნთქვა"? საქმე ის არის, რომ თვით სუნთქვითი ვარჯიშის სქემა ყუთს მიაგავს: თქვენ ხანგრძლივსა და ნელ ჩასუნთვას აკეთებთ ოთხი წამის განმავლობაში (ან სულაც, ორი ან სამი წამის განმავლობაში, თქვენ აირჩიეთ, რომელი ვარიანტი მიგაჩნიათ სწორად), და რამდენიმე წამის შემდეგ, - პაუზას აკეთებთ, შემდეგ - დაახლოებით ოთხი წამი, ხანგრძლივსა და ნელ ამოსუნთვას, და რამდენიმე წამში, ისვენებთ. შემდეგ, წყალს გადაივლებთ და კიდევ ერთხელ გაიმეორებთ.

ყოველ ღამე ვმედიტირებდი დაძინების წინ, საწოლში ვიწექი და ტარა ბრაჩის მედიტაციას ვუსმენდი ინსტრუქტაჟით, რომელსაც YouTube-ზე, მის ვებგვერდზე ან iTunes-ზე იპოვით. თუ ბრაჩის სტილი თქვენთვის არ არის, სხვა მრავალი ტიპის მედიტაციაც არსებობს, რომლებსაც უფასოდ იპოვით ინტერნეტში.

აქ მთავარი ის არის, რომ ამ ტიპის მედიტაციამ ინსტრუქტაჟით, სხეულის შემოწმების საშუალება მომცა, გავაცნობიერე, რა ნაწილებისთვის იყო აუცილებელი მოდუნება ("მოადუნეთ თქვენი თვალები", - როგორც კი ბრაჩის ხმა გაისმა, გაოცებულმა გავაცნობიერე, რომ თვალის კუნთები მართლაც დაჭიმული მქონია), აქ ერთმანეთს ენაცვლებოდა, ნელი და კონტროლირებადი სუნთქვის პერიოდი, როდესაც ჩემს აზრებს ვუღრმავდებოდი, და შემდეგ, ნორმალურ სუნთქვას ვუბრუნდებოდი, როდესაც ყურადღებით ვაკონტროლებდი ჩემს აზრებს. მიუხედავად იმისა, რომ სოცრად მშვიდად ვგრძნობდი თავს, კიდევ სამი ოთხი საათის განმავლობაში მაინც არ შემეძლო დაძინება.

დასკვნა: დაუყოვნებლივ ვერ მიაღწევთ იმ შედეგებს,რომელთა მიღწევაც დაისახეთ მიზნად.

მეოთხე დღე

მე ნამდვილად ჩამეძინა ჩემი მედიტაციის დროს, ძილის წინ - დიდება შენდა ღმერთო!

დასკვნა: საკვანძო ფაქტორი ამ პრაქტიკის ჩვევად გადაქცევაა - აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევა.

მეხუთედან მეშვიდე დღის ჩათვლით

მეშვიდე დღისთვის, სამი დღის განმავლობაში მედიტაციისას, ღამით უკვე მეძინებოდა და ვგრძნობდი, რომ ეს პრაქტიკა ჩემი დილისა და საღამოს რუტინის შემადგენელი ნაწილი გახდა. ვინ თქვა, რომ ახალი ჩვევის ჩამოსაყალიბებლად 66 დღეა საჭირო? გარდა ამისა, ორი დღის შემდეგ, როდესაც ნორმალურ დროს მეძინებოდა, ანუ, საღამოს 11 საათამდე, სრული რვასაათიანი დასვენების შემდეგ, თავს უბრალოდ უკეთ ვგრძნობდი, უკეთესი განწყობაც მქონდა, გაცილებით ენერგიულადაც ვგრძნობდი თავს და სამუშაოსაც დღე ვასრულებდი, ყოველდღიურად სამუშაო ფორმაში მოსასვლელად, საგრძნობლად ნაკლები დრო მჭირდებოდა.

გარდა ამისა, ისიც შევამჩნიე, რომ რამდენად მეტ დროს ვუთმობ მედიტაციას, მით ნაკლები დრო მჭირდება, ტრანსის მსგავსი მედიტაციური მდგომარეობის მისაღწევად.

დასკვნა: მედიტაციის ეფექტები, როგორც წესი, დაგროვებითია.

მერვიდან მეათე დღის ჩათვლით

მეათე დღეს ზე-ენერგიულად ვგრძნობდი თავს და ისე კარგად ვისვენებდი, დიდი ხნის განმავლობაში რომ არ დამისვენია. ჩემი ძილი ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა, მაგრამ შემოქმედებითი პროცესების დროს მაინც პრობლემები მქონდა. თვლა არ ჰქონდა, უკვე მერამდენედ ვარედაქტირებდი ჩემს ტექსტს, რომელიც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შემოქმედებითი წერის სტიპენდიის მოსაპოვებლად უნდა წარმედგინა. ჩემი მცდელობების მიუხედავად, ეს საქმე წინ არ მიდიოდა.

ასე რომ, დილისა და საღამოს მედიტაციების გარდა, 45 წუთიანი მედიტაციური სეირნობებიც დავიწყე ჩემს ძაღლთან ერთად. სეირნობისას უკვე აღარ ვუსმენდი ნაცნობ პოდკასტებს ისტორიის შესახებ და ახალ ამბებზე. ნაცვლად ამისა, მთელი ყურადღება იმაზე გადავიტანე, რომ სიამოვნება მიმეღო სეირნობით და ჩემი აზრებისთვის თავისუფალი დინების საშუალება მიმეცა.

დასკვნა: მედიტაცია არ უნდა გააკეთოთ იმ დროს, როდესაც ზიხართ ან გაუნძრევლად წევხართ.

მეთერთმეტედან მეთოთხმეტე დღემდე

თოთხმეტი დღის განმავლობაში დღეში ორჯერადი მედიტაცისას შევამჩნიე, რომ ეს თანმიმდევრული პრაქტიკა მეტად მომადუნებელი იყო. ყველაზე თვალსაჩინო ის იყო, რომ ამ ორკვირიანმა მედიტაციებმა ჩემს ძილზე მოახდინა ყველაზე აშკარა გავლენა, რამაც თავის მხრივ, დადებითად იმოქმედა მთელ ჩემს დღეზე. მე ყველანაირად უკეთ ვგრძნობდი თავს, და ეს ჩემმა მეუღლემაც შეამჩნია. როდესაც ნაკლები მეძინა, ნაკლებად სოციალური ვიყავი და მასთან ერთად, არც ვსადილობდი ხოლმე.

ჩანს, ყოველდღიური მედიტაციის ეფექტებს აძლიერებდა ის ყოველდღიური გასეირნებები, რომლებიც მეათე დღეს დავიწყე. დღეში ორჯერ, 30-დან 45 წუთის ჩათვლით, ოთხი დღის განმავლობაში ვსეირნობდი, უბრალოდ, მარტო ვრჩებოდი ჩემს აზრებთან და ჩემს ძაღლთან, და გაცილებით ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობდი თავს. ამასთან ერთად, იმასაც ვგრძნობდი თუ როგორ ეფინებოდა ნათელი ჩემს ჩახლართულ ფიქრებს. და ჩემი სტატიის დასრულება და წარდგენაც შევძელი, რომლის დამთავრებასაც ამდენს ხნის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდი.

ოპრა მედიტაციას "სივრცეს უწოდებს, რომელშიც ერთად სუფევს მშვიდობაც, სინათლეც და სიყვარულიც". დაძაბული დღეების დროს, უშფოთველობა შესაძლოა დიდი ფუფუნება აღმოჩნდეს, ან კიდევ, დროის ტყუილ-უბრალოდ ფლანგვა. თუმცა, ხშირად ისეთ შემოქმედებით განწყობას ვაღწევ, როდესაც მუდამ შემიძლია ჩემს აზრებთან მარტოდ დარჩენა, რომელიც სრულიად მიუღწევადია, როდესაც გაცნობიერებულად ვუბიძგებ ჩემს თავს, რაღაც მიზნის მისაღწევად.

როდესაც პიროვნება მუდამ დაკავებულია, ეს სტატუსის სიმბოლოდ მიიჩნევა. მე ნამდვილად დამნაშავე ვარ, ასეთი აზრები რომ მაქვს. მომწონს, რომ ჩემი ღვიძილის საათების ორგანიზების საშუალება მაქვს ისე, რომ პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდას ვახერხებ. თუმცა, ჩემს ძილთან დაკავშირებული პრობლემები ნაწილობრივ იმის გამო გამიჩნდა, რომ პროდუქტიულობაზე მქონდა მთელი ყურადღება გამახვილებული და საერთოდ არ ვფიქრობდი იმას, როგორც ოპრა იტყოდა, რომ "უშფოთველობაც" ნამდვილად აუცილებელი იყო.

სიმართლე რომ ვთქვა, არ შემიძლია ხანგრძლივი ღრმააზროვანი სეირნობებისთვის ყოველდღიურად დროის გამოყოფა. ეს პრაქტიკულიც არ არის, თუმცა, ყოველდღიური მედიტაცია ნამდვილად შემიძლია, და 15 წუთიანი გასეირნებებიც, და კვლავ ვაგრძელებ ამ ყველაფერს. ეს სვლის შენელება, მრავალი ჩვენგანისთვის გაცილებით რთულია, ვიდრე მუდმივი მუშაობა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ხშირად მარტოობასა და სიჩუმეში ვპოულობთ შემოქმედებით ენერგიასა და მიმართულებას.

დასკვნა: სვლის შენელება ხშირად გაცილებით რთულია, ვიდრე განუწყვეტლივ მუშაობა.

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"