Get All Access for $5/mo

Pazza-ს 18 პასუხი ვისაც რა მოგვწონს, ის უნდა ვაკეთოთ მთელი ცხოვრება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pazza

1. ჩვენი პიცა ნაპოლეტანური არ არის. ჩვენი პიცა ნაპოლეტანური სტილისაა, ანუ, სტილისტურად ყველაზე ახლოს მასთან დგას.
2. აბა როგორია ნაპოლეტანური? ამისთვის არსებობს სტანდარტები - აუცილებლად უნდა ცხვებოდეს შეშაზე; აუცილებლად 400-500 გრადუსზე; უნდა იყოს ქვის იტალიური ღუმელი; უნდა ცხვებოდეს 90 წამში; უნდა გამოიყენებოდეს სპეციალური - 00 ფქვილი, უნდა ჰქონდეს leoparding. თუ ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, მას ვერ დაუძახებ ნაპოლეტანურს.
3. ჩვენ ზუსტად ვერ, მაგრამ თითქმის სრულად ვიცავთ ამ წესებს და ამიტომ, თითქმის ნაპოლეტანურია, მის სტილზეა მორგებული. თუმცა გაცილებით მეტი ყველი აქვს ჩვენსას, იქ ასე არ უყვართ.
4. მაგრამ... საერთოდ აქვს კი რიამე მნიშვნელობა სადაურია პიცა? ან ხინკალი? ან ეს დოგმები რამეს ნიშნავს? მთავარი ის არ არის, როცა ჭამ, გსიამოვნებდეს? რა, ჩვენი პიცა თუ ჩოხატაურელმა და სოხუმელმა შექმნეს, ვერაა უგემრიელესი?
5. რატომ აქვს სქელი ქრასთი? ასე მოგვწონს. რატომ აქვს დამწვარი? ასე მოგვწონს. და არა იმიტომ, რომ ნაპოლში მოსწონთ ასე, არა, ჩვენ, თბილისელებსაც ასე მოგვეწონა.
6. შოთის პურს ან ლავაშს გავს? კი, ემსგავსება. ნაპოლეტანური პიცის ცომის და ქართული თონის პურის რეცეპტი ძალიან გავს ერთმანეთს, ძალიან. საიდან სად? რას გაიგებ.
7. იორთქლება ყუთში ან ცივდება? ლოგიკურია. ცხელ, ხრაჭუნა და ჰაეროვან ცომს რომ ყუთში ჩადებ და სადმე წაიღებ, ორთქლი ცომს დაარბილებს, აუცილებლად. შეიძლება დაასველოს კიდეც. ამიტომ ჯობია, რომ ადგილზე მიირთვა.
8. იტალიური პიცა თხელია? ვინ თქვა?! რამდენი რეგიონიცაა, იმდენნაირ პიცას შეხვდებით იტალიაში - თხელს, სქელს, ოვალურს, გრძელს, მრგვალს, ოთხკუთხედს და ა.შ.
9. პრინციპში, სულ რომ ვერ შეხვდეთ ჩვენნაირს იტალიაში, მერე რა? თუ გემრიელია და მოგვწონს, აქ იყოს ასეთი
10. ხშირად გვებრძვიან. პოსტებით, კომენტარებით. დამსახურებულად, თუ დაუმსახურებლად. ამას წინათ გავიგეთ, ჩვენზე ცუდი დაუწერიათ... ძალიან განვიცადეთ, დავურეკეთ, ავუხსენით, ვუბოდიშეთ. ცოტა ხანში ფარულად მოგვწერეს, თქვენი კონკურენტიაო. ძალიან საწყენია. ამას ჩვენ არ ვეძახით კონკურენციას. ეს არ არის კონკურენცია
11. შეცდომები? უფ, რამდენიც გინდა. დღემდე არ გამოგვდის ყველა პიცა ერთნაირი. და ეს მოგვწონს, ძაან ასწორებს. თითოეულ პიცას რომ ინდივიდუალიზმი აქვს, ხელნაკეთია და ქარხანა არ უშვებს. უნიკალურია ყველა, ფორმით, ხასიათით. ასეთ დროს, შეცდომები მოსულა.
12. შეცდომები ყველას მოსდის, ჩვენც, კონკურენტებს, არაკონკურენტებს, ყველას. მთავარია როგორ რეაგირებ, როგორ ასწორებ, როგორ განიცდი. თუმცა, ამ შეცდომების უკანაც შრომა დგას. შრომა, შრომა, შრომა, სულ! ბიჭებს დღის ბოლოს ფერი აღარ ადევთ ხოლმე დაღლილობისგან პაცცაში. მაგრამ საოცრად უხარიათ მეორე დღეს მოსვლა, იმიტომ რომ იციან როგორ ელოდებით თქვენ, მუდმივი მომხმარებლები, ახალი კომპლიმენტები. აზარტია, საოცარი აზარტი.
13. როცა გასინჯავთ და არ მოგეწონებათ, აი რა მინდა იცოდეთ: ეს ან ჩვენი შეცდომის ბრალია, ან უბრალოდ თქვენს გემოვნებაში ვერ მოვთავსდით. მარა რომელი მათგანი ღირს ჩვენს საჯარო ლანძღვად ან დაკნინებად... არცერთი.
14. ზოგადად არავის საჯარო ლანძღვა არაა მართებული. სულ რომ დამსახურებული იყოს, მათ შორის ვიღაც აუცილებლად იქნება, ვისაც ძალიან ეტკინება თქვენი სიტყვები და შეიძლება წლები ნაშენებ საქმეზე, ხელი ჩაიქნიოს. სიტყვებს დიდი ძალა აქვთ.
15. რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ თუ ჩვენი კონკურენტები, პირველ რიგში სიყვარული გავცეთ ერთამენთის მიმართ, თორემ სიყვარულის გარეშე, რამეს აქვს საერთოდ აზრი? ჩვენთან არა, პაცცაში სიყვარული და პატივისცემაა მთავარი გამაერთიანებელი თვისებები
16. როცა საკვებს ყიდი, გაყიდე საუკეთესო. მომხმარებელს თვალებში თამამად უნდა უყურებდე. ჩვენ ასე ვიქცევით. არასოდეს ვიტყუებით.
17. პაცცა საოცარია. სუბიექტურად თუ ობიექტურად, საოცარია. გვაქებენ კიდეც და გვაგინებენ კიდეც. ქართველებიც, იტალიელებიც და გუდგუზონიელებიც. ჩვენ, ასეთი გემრიელი არაფერი არსად გაგვისინჯავს და სულით ხორცამდე გვიყვარს სახელიდან დაწყებული, თქვენით დამთავრებული, ყველაფერი, არსებობის ყველა წამი.
18. ხომ მოგწონთ? ხომ თვლით რომ საუკეთესოა? მაინც ნახავთ ვინმეს, ვისაც ასეთი საშინელება არასოდეს გაუსინჯავს და ეს ნორმალურია, არ მოსწონს, ნუ გაბრაზდები. ვისაც რა მოგვწონს, ის უნდა ვაკეთოთ მთელი ცხოვრება, ერთადაც და ცალ-ცალკეც.

გვიყვარხართ, ძალიან!
თქვენი პაცცა • PAZZA (და მისი უმშვენიერესი ადმინი, რომელსაც სხვათაშორის ხელფასი მოუმატეს)

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი