Get All Access for $5/mo

ყოველდღე ისე უნდა გაატაროთ, თითქოს კრიზისი იყოს როგორ უნდა გადავლახოთ სირთულეები

By Matt Higgins

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო რამდენიმე წელიწადმა თავდაყირა დააყენა ჩვენი სამყარო. ბევრი ჰორიზონტზეც კი ხედავს ბნელ ღრუბლებს. დიდი ცდუნება არსებობს მთლიანად მიეცე სინანულს, მწუხარებას ან შიშს და მათ გადაგყლაპონ. თუ არ გავაკონტროლებთ იმას, რაც ხდება, უმწეონი ვიქნებით.

ქვემოთ ოთხი გზაა კრიზისის დასაძლევად, როდესაც ის თქვენც მოგიკაკუნებთ კარზე.

კრიზისები არ მიყვარს, და არც არავის უყვარს, მაგრამ მე ბევრი კრიზისი გადამიტანია საკუთარ ცხოვრებაში და ვისწავლე, რომ მას ძველი მეგობარივით უნდა მივესალმო. ეს რაღაცის გამო ხდება, რაც ამ გზაზე აღმოვაჩინე: ჩვენ მაშინ ვაღწევთ საუკეთესო შედეგებს, როდესაც არჩევანი არ გვაქვს.

ამ დროს ვხდებით იძულებულნი, ის ავამუშაოთ, რაც გვაქვს. მთელი ჩვენი ძალა და ნებისყოფა მოვიკრიბოთ, რადგან არსებული მდგომარეობის ალტერნატივა იმაზე მეტის დაკარგვაა, რაც გვაქვს.

ეს ძალიან ბევრჯერ გამომიცდია. მე ქუინსში, ნიუ იორკის ერთ-ერთ რაიონში, სიღარიბეში გავიზარდე. 16 წლისა სკოლიდან გამოვედი, რათა ავადმყოფი დედა მერჩინა. ათი წლის შემდეგ ნიუ იორკის მერიის ყველაზე ახალგაზრდა პრეს-მდივანი გავხდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უსაფრთხოების პირველი გარანტი, რაც კი ოდესმე მქონია. დედა იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც ეს სამსახური დავიწყე. რამდენიმე თვის შემდეგ 9/11 მოხდა. რამდენიმე წლის შემდეგ საფეხბურთო კლუბ New York Jets-ის აღმასრულებელი დირექტორი გავხდი, შემდეგ სათესლე ჯირკვლის კიბო აღმომაჩნდა. საკუთარი საინვესტიციო ფირმა დავაარსე, მაგრამ ჩემი განქორწინების დროისთვის თითქმის მთლიანად გაცამტვერდა.

მაგრამ დღეს ამ მოვლენებს ვიხსენებ და ვფიქრობ, რომ ყველა ამ გამოცდილებამ გამაძლიერა. ახლა RSE Ventures-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ვარ და სტუმარი "ზვიგენი" ვიყავი Shark Tank-ზე. და ამიტომაც ვაძლევ იმავე რჩევას ნებისმიერ დამფუძნებელს, რომელიც კრიზისის წინაშე დგას: ბევრად, ბევრად უფრო რთულია დიდი ნაბიჯების გადადგმა, როდესაც ყველაფერი თავისი გზით მიდის და რაიმე სტიმული არ არსებობს ყველაფრის შესაცვლელად. ჩვენ ყველას შეგვიძლია გაბედული ნაბიჯების გადადგმა, თან − ნებისმიერ დროს. მაგრამ, როგორც წესი, ამას არ ვაკეთებთ, რადგან ვარიანტების სამყარო უზომოდ დიდი გვეჩვენება.

და ამიტომ, ახლა კრიზისულ მდგომარეობაში მასშტაბურად აზროვნების დრო დადგა. ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორ ფრანჩესკა ჯინოს გასაოცარი კვლევა გამახსენდა, რომელიც ინდოეთში, ქოლცენტრში მომუშავე ადამიანებს სწავლობდა. ის ორ განსხვავებულ ჯგუფს განიხილავდა: ერთს სხვა არჩევანიც ჰქონდა, მეორეს კი, დასაქმების სხვა პერსპექტივა არ ჰქონდა. შესაძლოა ფიქრობთ, რომ პირველი ჯგუფი უფრო თავდაჯერებული იქნებოდა და ყველას აჯობებდა − ბოლოსდაბოლოს, ისინი ხომ უფრო მოთხოვნადები არიან! ამის ნაცვლად, თანამშრომლები, რომლებსაც სარეზერვო გეგმა არ ჰქონდათ, უფრო მაღალ დონეზე ასრულებდნენ სამუშაოს. რატომ? ჯინოს საინტერესო თეორია აქვს: "ვარიანტების არჩევასთან ერთად, პოტენციური სინანულის გრძნობა ჩნდება", − ამბობს ის, − "თუ ხუთი ვარიანტი გაქვთ და მხოლოდ ერთის არჩევა შეგიძლიათ, საკუთარ თავს გამუდმებით ეკითხებით: ეს სწორი არჩევანი იყო? მაგრამ თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ, უფრო სავარაუდოა, რომ იმის მადლობელი იქნებით, რაც გაქვთ".

ცუდი ამბები გველის ჩვენს ბიზნესში, ჩვენს ცხოვრებაშიც და მსოფლიოშიც. გზიდან გადახვევა და მიზნების დაკარგვა მეტისმეტად ადვილია. მაგრამ ამასთან ერთად, კრიზისებს შესაძლებლობის მოცემაც შეუძლიათ, ბიზნესში სიცხადის შესატანად. ისარგებლეთ იმ დროით, როდესაც არჩევანი არ გაქვთ.

ამისთვის კი, საკუთარ თავს ამ 3 შეკითხვას ვუსვამ:

1/ უარესი რა შეიძლება მოხდეს?

2/ რას გავაკეთებდი, დღეს რომ ნულიდან ვიწყებდე?

3/ ამ ცუდი ვითარებიდან როგორ უნდა ვნახო სარგებელი?

აი, რა პასუხებს ვიღებ, როდესაც საკუთარ თავს ამ შეკითხვებს ვუსვამ: უარესი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ გადარჩენა შეიძლება. ნულიდან დაწყება წარსულის შეცდომებისგან გაგათავისუფლებთ. და არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ კრიზისია − თქვენ მაინც შეგიძლიათ სარგებლის მიღება. რაც მთავარია, როდესაც ასე იწყებთ ფიქრს, კარგ დროსაც ასე ფიქრობთ. მაშინ არ გჭირდებათ კრიზისი, რომ მასშტაბურად დაიწყოთ აზროვნება, რადგან ბოლოსდაბოლოს, კრიზისები არავის უყვარს, თუნდაც ისინი სასარგებლო იყოს.

ამონარიდი მეთ ჰიგინსის წიგნიდან "დაწვით ნავები: გეგმა B ზღვაში გადააგდეთ და სრული პოტენციალი გამოავლინეთ". გამოქვეყნდება 14 თებერვალს, გამომცემლობა William Morrow. საავტორო უფლება © 2023 მეთ ჰიგინსი. ახალი გამოცემა იბეჭდება HarperCollins Publishers-ის ნებართვით.

Matt Higgins

Cofounder and CEO, RSE Ventures

Matt Higgins is co-founder and CEO of private investment firm RSE Ventures and an executive fellow at Harvard Business School, where he co-teaches the course Moving Beyond DTC. He was a guest shark on ABC's Shark Tank seasons 10 and 11.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი