Get All Access for $5/mo

რა შეიძლება ასწავლოს პიკასომ, კინგმა და აინშტაინმა ანტრეპრენერებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

შემოქმედებითობა არ არის ისეთი იდუმალებით მოცული თვისება, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ბობ მარლისა და სალვადორ დალის ჰქონდათ - მისი სწავლაც შეიძლება, და შემდეგ, პროცესში თანდათანობით დახვეწაც. ამ პროცესების დასრულების შემდეგ, მისი გამოყენება შეგიძლიათ პრობლემების ინოვაციური, საინტერესო გზებით გადასაჭრელად, თან ისე, რომ ვინც დაინახავს, აღტაცებით შესძახოს: "ერთი შეხედეთ, რა საოცრებაა! მე რატომ არ მომაფიქრდა?"

მსგავსი სტატია: წარმატებული ანტრეპრენერებისთვის მიცემული ყველაზე ცუდი რჩევები

შემოქმედებითობა თქვენი მძლავრი იარაღია − არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის პრობლემის მოგვარებას ცდილობთ და რომელ სფეროში; მუსიკაში გამებსა და არპეჯიოებზე მუშაობთ, ბიზნესგეგმის შედგენაზე, ტილოზე ნახატის შესრულებაზე თუ კოდის შექმნაზე. საინტერესოა იმის დადგენა, თუ როგორ გამოიყენა საკუთარი ნიჭი სამყაროს შესაცვლელად ისტორიის ყველაზე შემოქმედებითმა, სამმა გენიალურმა ადამიანმა, და იგივე ეფექტის მისაღებად, როგორ უნდა მიუსადაგოთ მათი ინსტრუმენტები თქვენს სამუშაოს.

პაბლო პიკასო: ბოლოდან დაიწყეთ

ბევრ დამწყებ ანტრეპრენერსა და ხელოვანს შიშის ზარს სცემს ცარიელი ფურცლის დანახვა, მასზე მეტად არაფრის ეშინიათ.

"რა ტიპის ბიზნესის დაწყება სჯობს?"

"ნეტავ გამაგებინა, ჩემი იდეა კარგია?"

ეს მტანჯველი შეკითხვები მოსვენებას არ გვაძლევს და იქამდე ვნებდებით, ვიდრე საქმეს შევუდგებით. კარგი იდეების მოფიქრება წარმოუდგენლად რთული საქმეა. პიკასომ ეს კარგად იცოდა და ამიტომ შეიმუშავა შემოქმედებითი ბლოკების (ინსპირაციის ბარიერები) გარშემო მუშაობის სტრატეგია. ეს საკმაოდ მარტივია.

"არანაირი მინიშნება არ მაქვს", − წერდა იგი, − "ჩემთვის იდეები უბრალოდ საწყისი წერტილებია.როდესაც თავში რაიმე ამომიტივტივდება, მათი დაფიქსირება არ შემიძლია, როგორც კი მუშაობას ვიწყებ, უკან სხვებიც მიჰყვებიან. რომ გაიგოთ, რის დახატვას აპირებთ, ხატვა უნდა დაიწყოთ... ასეთი რამ ყოველთვის ხდება ჩემს თავში, როდესაც ჩემ წინ სუფთა ფურცელი დევს... საკუთარ იდეებზე მეტად ის მაინტერესებს, რის დაჭერასაც ვახერხებ იმ წუთას, ჩემი სურვილის მიუხედავად".

პიკასოსთვის მთავარი დაწყება იყო. შემდეგ არკვევდა, ზუსტად რას გააკეთებდა. ეს სამუშაოს შესრულება იყო საკუთარი სურვილის მიუხედავად.

შთაგონებას ორიგინალური იდეა არ იწვევს − იგი მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ან რაღაცის გაფუჭების შიშის მიუხედავად, თავს აძლევთ უფლებას და მუშაობას იწყებთ. შესანიშნავი იდეის მოძებნა რომ შეძლოთ, ბოლოდან უნდა დაიწყოთ: პირველად მუშაობას უნდა შეუდგეთ.

შემდეგ, შემოქმედებითი განწყობა თქვენმა საქმიანობამ უნდა გაგიძლიეროთ. დაიმახსოვრეთ, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა შექმნათ, შემოქმედებითობა თავისთავად რაღაცის შექმნას გულისხმობს. ასე რომ, რაღაცის კეთება დაიწყეთ.

მსგავსი სტატია: ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცი განიცადეს

სტივენ კინგი: საკუთარ თავს ყოველდღიური მუშაობის სტანდარტი დაუწესეთ

სტივენ კინგი ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალია. მას 55 რომანი (მათგან 49 − ბესტსელერი), ასობით მოთხრობა და 50-მდე სამეცნიერო-პოპულარული წიგნი აქვს დაწერილი. ...და წელიწადში დაახლოებით $40 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მწერალია მსოფლიოში. აი, ასეა... იცის ბიჭმა, რა როგორ უნდა გააკეთოს! როგორ ახერხებს იგი ასე თანმიმდევრულად და თან, ასე მაღალი ხარისხით შემოქმედებითი იმპულსების შენარჩუნებას? მისმა პასუხმა არ უნდა გაგაკვირვოთ:

"თუ მწერლობა გსურთ, უპირველესად, ორი რამ უნდა გააკეთოთ: ბევრი იკითხოთ და ბევრი წეროთ. ამ ორს ვერაფრით აუვლით გვერდს. მოკლე გზა არ არსებობს".

ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს "ბევრი".

კინგის თქმით, ის დღეში დაახლოებით 10 გვერდზე მეტს წერს, რაც დაახლოებით 2,000 სიტყვაა, თანაც კვირაში შვიდ დღეს, ყოველ კვირას, დასვენების დღეებშიც კი წერს. როგორ ფიქრობთ, ასეთი ერთგულება და თანმიმდევრულობა სიგიჟეა? არ დაივიწყოთ, რომ ყოველდღიური სტანდარტის დაწესება და მისი შესრულება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩვევაა, რომლის შეძენაც თქვენ შეგიძლიათ.

წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, ერთ მშვენიერ დღეს თქვენი "ჰობი" სერიოზულ საქმედ რომ გექციათ − ენა ისწავლეთ, ბიზნესი დაიწყეთ, წიგნი დაწერეთ. მერე, მერე რა მოხდებოდა, თუ მასზე გაუჩერებლად 365 დღის განმავლობაში იმუშავებდით? წარმოუდგენელი შედეგები გექნებოდათ და შემდეგი სტივენ კინგი გახდებოდით. ამიტომ, მცირედით დაიწყეთ, და თქვენს ხელობაზე ყოველდღიურად იმუშავეთ.

ალბერტ აინშტაინი: "კომბინატორული თამაში" დაიწყეთ

დიახ, დიახ, აინშტაინი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი იყო ისტორიაში, მაგრამ მასთან ერთად, მოყვარული მევიოლინე და პიანისტიც. თავისი მუსიკალური გამოცდილებიდან ფიზიკაში ხშირად გადმოჰქონდა იდეები, რომ რთული პრობლემების გადაჭრა შეძლებოდა.

მოჯადოებული წრის გასარღვევად და პრობლემების სხვადასხვა კუთხიდან დასანახად, აინშტაინი თავისი გონებაში რამდენიმე სხვადასხვა იდეასა და კონცეფციას ერთად "ხარშავდა" და შემდეგ საკუთარი სურვილისამებრ გადააკეთებდა. ამ პროცესს "კომბინატორულ თამაშს" უწოდებდა.

მართალია, ზოგიერთისთვის შესაძლოა ეს ცოტა არ იყოს უცნაურად გამოიყურებდეს, მაგრამ აინშტაინის მიდგომა, სინამდვილეში, საკმაოდ მარტივია: თქვენი იდეები, სიტყვების გარეშე ისე ჩამოაყალიბეთ, რომ მხოლოდ ძირითად კომპონენტებამდე შეძლოთ მათი დაყვანა. შემდეგ, ეს ვიზუალიზაცია, თავსატეხის ნაწილების სახით გამოიყენეთ და სხვადასხვა ვარიანტი შეამოწმეთ, რომ ნახოთ, რომელი ნაწილები ჯდება ერთმანეთში. ერთი შეხედვით განსხვავებული ელემენტების კომბინაციები სცადეთ და ახალი ორნამენტები ეძებეთ. ითამაშეთ.

მსგავსი სტატია: ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცი განიცადეს

ისწავლეთ წესების დარღვევა.

თუ დრო არ დაინანეთ და მეტი შეისწავლეთ მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნეებისგან, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით, რომ ისინი სრულიადაც არ იზიარებდნენ დამკვიდრებულ აზრს იმის შესახებ, თუ რა "გაამართლებს" და რა არა.

სხვადასხვა ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების პროცესები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, მაგრამ როგორც ამ სამმა გენიოსმა მოახერხა, თქვენც შეგიძლიათ იპოვოთ ის, რაც თქვენ შემთხვევაში იქნება ეფექტური. აი მაშინ კი, ვეღარავინ შეგაჩერებთ!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია