Get All Access for $5/mo

რაღაცნაირი ჩაკრულო რას გვირჩევენ წარმატებული ანტრეპრენერები?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Typing ….

− მაკო, გამარჯობა, როგორ ხარ?

− კარგად, ირინკა, შენ როგორ ხარ?

− არა მიშავს. როგორ მიდის შენი სტარტაპის საქმეები?

− რა ვიცი, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას შეეფერება, ისე. შენ როგორ ხარ? რა ხანია არ მინახიხარ. ისევ სადაზღვევოში ხარ?

− კი, და აი, მაგაზე მინდოდა შენთან კონსულტაციის გავლა.

− აბა?

− აი, შენ, როგორც წარმატებულმა სტარტაპერმა და ანტერპრენერმა, მინდა მირჩიო − როგორ მოვიქცე, სამსახურიდან მინდა წამოვიდე და რაიმე საინტერესო წამოვიწყო და რას მირჩევდი?

Typing…

უფრო სწორად, გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარო.

− ჯერ ერთი, მოდი განვსაზღვროთ, წარმატებული სტარტაპერი რას ნიშნავს შენთვის. ალაგ-ალაგ მშვიდობაში ტელევიზორში რომ ვჩანვარ და მერე ამ სიუჟეტს ჩემი მეგობრები დაუზარელად რომ აშეარებენ სოციალურ ქსელში?

− თუნდაც. რაც უნდა იყოს, უკვე მეშინია, უთო რომ ჩავრთო, იქაც შენ არ გაიჩითო.

− აჰაჰაჰა, არა მთლად მასეც არ არის ჩემი საქმე.

− აი, ჩემთვის, მისაბაძი მაგალითი ხარ და მინდა ეს ნაბიჯი გადამადგმევინო.

− პირდაპირ გეტყვი: ადვილი არ არის, ძალიან ძნელია. ჩათვალე, რომ ყოველდღე მოგიწევს იმ მწვერვალის თავიდან დაპყრობა, რომელიც გუშინ დაიპყარი და სულ ახალ-ახალი "ევერესტები" გხვდება.

− კი მაგრამ თუ ასეა, შენ ამას როგორ უმკლავდები?

− ანტერპრენერობის მთელი მუღამიც ეგაა სინამდვილეში. გაქვს ისე რამე მოფიქრებული რა მიმართულებითაც გინდა მიმართო შენი თავი?

Typing…..

− იცი, რაჭაში ერთი სოფელია, თითქმის დაცლილი და უფრო დაიცლება ახლა, მე თუ არ მივაქციე ყურადღება საერთოდ. მედპუნქტი არ აქვთ და ვიფიქრე, იქ სამედიცინო პუნქტს თუ შევქმნიდი, ამ ულამაზესი სოფლის მოსახლეობისგან დაცლას და საერთოდ გაქრობას შევაჩერებდი, მაგრამ იცი, რა არის? ძალიან ზარმაცი ხალხია და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. აი, ასეთი ზარმაცი არაფერი მინახავს.

− ჩემი აზრით, ყველაზე ზარმაცი ახლა შენ ხარ. შეკეტილი ხარ შენს კომფორტის ზონაში და წარმოდგენაც კი არ გაქვს, გასრიალებული ოფისის გარეთ რა ხდება სინამდვილეში. ჯერ ერთი, სანამ სხვის სიზარმაცეზე დაიწყებ საუბარს, ჯერ შენი სიზარმაცე გაზომე. მეორეც ერთი, სიზარმაცე სხვადასხვა ჭრილში იზომება ჩვენს ერაში და მისი კეთილად გამოყენება შესაძლებელიცაა.

− კი მაგრამ, მე რატომ? მე ხომ ვმუშაობ, თან ამდენი ხანია.

− იმიტომ, რომ შენი სამუშაო გაპრიალებულ ოფისში 10-დან 6-მდეა, უმნიშვნელო პასუხისმგებლობით და ადვილად გამოსწორებადი შეცდომების რისკებით. მეორეც ერთი, შენ არაფერ სოციალურად დატვირთულს არ აკეთებ და ამიტომაც მოიწყინე იმ შენს ოფისში და სინამდვილეში ახლა ეს შენი თავის გასართობად მოიგონე.

− ვახ, ასე ცოტა შემეშინდა, ხო იცი? მაგრამ მართლა გულით მინდა ამ ხალხს დავეხმარო და როგორ ფიქრობ, ვის მივმართო?

− ასეთი რამეებისთვის არსებობს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები და გრანტები, საიდანაც შეგიძლია სოციალური პასუხისმგებლობით დატვირთული საქმე აკეთო და ამისგან შენც და თემმაც სარგებელი მიიღოთ. უბრალოდ, თავი უნდა შეიწუხო და სანამ მათ ზარმაცებს დაუძახებდე, თვითონ ამხელა ქალაქში ხარ, უამრავ ადამიანს იცნობ და თუ არ იცნობ, ხელი მაინც მიგიწვდება, რომ დაეკონტაქტო და ამ პროექტზე დაგაკვალიანონ.

− კი მაგრამ, შენ როგორ მოხვედი აქამდე?

− სადამდე მაინც?

− აი, ასეთი პოპულარული და წარმატებული რომ ხარ...

− აჰაჰაჰა, სხვათა შორის პოპულარობა არც არასოდეს მდომებია. შესაბამისად, ამას წარმატებად ვერ ჩავუთვლი ჩემს თავს. ანტერპრენერის გამოწვევა პოპულარულობა არ არის, არც წარმატების საზომი გვაქვს ხშირად გააზრებული, ვინაიდან სტარტაპერი და ანტერპრენერი − ეს ქვევრი არ არის, რომელსაც ჩვენი წინაპრები ამდენი საუკუნეა აკეთებენ, არამედ ის ახალი ხილია, რომელიც დამოუკიდებლობასთან ერთად ბავშვივით იზრდება და ჩვენ არ ვიცით, მას როგორ ვესაუბროთ. არც ვიცით, ეს რა არის, ან საქმე როგორ უნდა ვმართოთ თავკომბალა ეკონომიკის ფონზე. არც ის ვიცით, სად ვისწავლოთ განათლების ბნელი სისტემის შემყურე, მოკლე ტრენინგებსა და იუთუბის ამარა დარჩენილებმა, არც ის ვიცით, სად გადის ბიზნესის ზღვარი, როცა, მოლაპარაკებისთვის სუფრას შემოვუსხდებით. სამწუხაროდ, არც ის ვიცით, როდის დადგება დრო, სიტყვა "ბიზნესი" უმსგავსობასთან, მაიმუნობასთან და ჩათლახობასთან ასოცირებული რომ აღარ იქნება.

ამიტომაც, სწორედ ახლა თუ არ გამოვედით კომფორტის ზონიდან და თავს ძალა არ დავატანეთ სწავლისთვის, ფულისა და დროის ურთიერთკავშირში დასაჭერად, ვინაიდან საქართველოში დრო − მოსწრებულ ქეიფებს ნიშნავს და რომ ეს ბიზნესს ვერ აამუშავებს. ახლა თუ არ გავუჩინეთ სტუდენტებს იმის მოტივაცია, რომ სწავლა ანტერპრენერშიპში უნდოდეთ და არა ყოველი თვის ბოლოს დარიცხულ ხელფასში, დრო, რომელმაც ქვეყნის სწორი კეთილდღეობა უნდა მოიტანოს. ცარიელი საგარეო ვალით, მევახშეობის გაუგონარი ვაკხანალიით, მონოპოლური მაფიებით სავსე ქვეყანა შეგვრჩება. გადაიქცევა ისეთ რამედ, სადაც მხოლოდ მარილიანი პურის ცხობა, მარმარილოს სასაფლაო ქვების და კიბოსგან გადასარჩენი ბავშვებისთვის ფულის შესაგროვებლად გაშვერილი ხელები შეგვრჩება.

− უფ, რას მაშინებ, მე მეგონა შენი ცხოვრება ბევრად სახალისო და საინტერესო იყო მას შემდეგ, რაც ჩვენგან წახვედი. ისე შეგხაროდი, ახლა მეშინია − რამხელა სიმძიმეებს შეჭიდებიხარ.

− იტყუება ყველა სოციალური ქსელი და ყველა საინფორმაციო წყარო, რომელიც სტარტაპ ეკოსისტემას და ანტერპრენერშიპს ხელს უსვამს და აქებს − რაღაცით ხომ უნდა გახადო შენი ყოველდღიური დაბრკოლება, რადგან ფანჯრიდან გიწევს შეხვედრაზე შესვლა, როცა სიტყვა "სტარტაპერი" ესმით, გავლენიანი ნაცნობების გარეშე რომ "მე თვითონ გადმოგირეკავზე" არც არავინ გადმოგირეკავს, შენგან დაწყებულ სერიოზულ საუბარს არც არავინ შეიფერებს და იმ იმედით, რომ სეირს უყუროს, უარეს ეკალ-ბარდებს დაგიგებს. რა ვიცი, ეს ყველაფერი გაითვალისწინე და თუ კიდევ გექნება იმის მოტივაცია, რომ ზაფხულის მზის ქვეშ მაყვლის მინდორზე შიშველმა გაიარო, შემეხმიანე, ცივ მდინარეს მიგასწავლი.

− რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა ეს ყველაფერი შეძლოს, ვერ გავიგე. გავლენიანი სანაცნობო წრე? ფული? კარგი განათლება? უბრალოდ იღბლიან ვარსკვლავზე იყო დაბადებული? მე ისე მახსოვს, რომ შენ არცერთი არ გქონდა სამსახურიდან რომ წახვედი, პირიქით − საპენსიო ფონდიდან რაღაც გროშები მე თვითონ გადმოგირიცხე და არც მალდივებზე ყოფილხარ ამით. თუ ასეა, შენ როგორ მოახერხე ეს ყველაფერი?

− სული უნდა გეყოს ამის გამძლეობისთვის. კომფორტი შენი მიზანი არ უნდა იყოს და "ქარის წისქვილებთან" ბრძოლა შეგეძლოს. ანტერპრენერებს ფული კი არ უნდათ, მათ ფული სჭირდებათ. სჭირდებათ სწორედ შემოქმედებისთვის − ერთს რომ დარგავენ, ის თავისით იზრდებოდეს და ახლის დასათესად სუფთა მიწა მიეცეთ. სულ ეგაა, მეტი არაფერი.

− იცნობ შენ ვინმეს, არასამთავრობოს, ვინც დამეხმარება?

− პირადად არა, მაგრამ შემიძლია დასახელებები და მისამართები გითხრა და ნაცნობები მერე შენ თვითონ გამონახე. დიდი გოგო ხარ და ამ ოროთახიან ქალაქში არ გაგიჭირდება, დარწმუნებული ვარ.

− ხო, დავურეკავ ერთიორს და ვნახოთ.

− აბა შენ იცი, წარმატებები <3

− შემეხმიანე, თუ რამით შევძლებ შენს დახმარებას, გვერდში მიგულე.

− მადლობა, დროებით.

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია