Get All Access for $5/mo

რატომ არის მნიშვნელოვანი აზროვნება წარმატების მისაღწევად ჯანსაღი აზროვნებაა, რაც მძიმე დღეებს გადაგატანინებთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერად არავინ იბადება, ანტრეპრენერები ხდებიან.

მაგრამ, ეს შემთხვევით არ ხდება, ისინი ამისკენ ისწრაფვიან. მთავარია, დაუოკებელი სურვილი გამოძრავებდეთ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოთ. გარდა ამისა, ყველაფრის გასაკეთებლადაც უნდა იყოთ მზად, რაც ამ წარმატების მისაღწევად დაგჭირდებათ.

ყველაზე მეტად თქვენს შეხედულებებზეა დამოკიდებული, რამდენად შეგეფერებათ ანტრეპრენერობა.

ბიზნესის მფლობელის გამოცდილებაც მაქვს და ქოუჩისაც, და საინტერესო აზრებიც მაქვს შეკრებილი ძალიან წარმატებული ადამიანებისგან. ქვემოთ სხვადასხვა მოსაზრებებია წარმოდგენილი ანტრეპრენერულ აზროვნებაზე და ისინი დაგეხმარებათ ისეთ აზროვნებაზე გადახვიდეთ, რომ თავისუფლადაც იგრძნოთ თავი და წარმატებაც მოიპოვოთ.

მათ იციან თავიანთი "რატომ"

უზომოდ მნიშვნელოვანია ნათელი წარმოდგენა გქონდეთ იმაზე, თუ რა არის თქვენი მამოძრავებელი ძალა.

ასეა თუ ისე, საკმაოდ ბევრი თვალსაზრისით თქვენი წარმატების საწინდარი თქვენს მიერ დასახული მიზანია. ასე რომ, გამოყავით დრო და დაადგინეთ, რა მიზეზი დგას თქვენი საქმიანობის უკან: რამ გაიძულათ საკუთარი ბიზნესის წამოწყება? რა არის თქვენი მამოძრავებელი ძალა? რატომ დგებით დილას ასე ადრე? სამყაროს შეცვლა ხომ არ გსურთ? გამდიდრება გსურთ? ერთიც და მეორეც?

უმრავლესობისთვის ანტრეპრენერობა ფულთან არ არის დაკავშირებული, ჩვეულებრივ, მათ რაღაც უფრო მეტი სურთ. რაში გჭირდებათ ფული? თავისუფლებასა და შესაძლებლობებს გაძლევთ? თქვენი ოჯახის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიაა?

სხვებს ხომ არ გსურთ წარმატების მიღწევაში დაეხმაროთ? იყენებთ თუ არა თქვენს უნარ-ჩვევებს, რაღაც უნიკალურის შესაქმნელად, რაც ადამიანებს მოეწონებათ? შეძლებთ ამ გზით წელიწადში 80 000-ის გამოიმუშავებას, და საკუთარი თავისთვის სტრესის გარეშე ცხოვრების უფლებას მიცემას? რაც არ უნდა იყოს, შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. დაუოკებელი ჟინია, რაც თქვენს ოცნებას ანათებს. ის მოტივაციასაც მოგცემთ გზა გააგრძელოთ, როდესაც ვითარება გართულდება.

ისინი აცნობიერებენ, რომ ანტრეპრენერობისთვის მზადყოფნა ზღაპარია

თქვენ არასდროს იქნებით მზად, რომ ანტრეპრენერი გახდეთ. ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე მზად არასოდეს იქნებით, ეს ნამდვილად ასეა.

ამის დანახვა ყოველთვის შეგიძლიათ: კომპანიების ახალბედა მფლობელები ძალღონეს არ იშურებენ წარმატების მისაღწევად. ისინი მზად არიან ასაფრენად, მაგრამ არა და არ გამოსდით. ეს იმიტომ ხდება, რომ ვიდრე საქმეს შეუდგებიან, იდეალურ შესაძლებლობას ან სრულყოფილების მიუწვდომელ სიმაღლეებს ელოდებიან.

სამწუხაროდ, ამგვარი აზროვნებით, ისინი კიდევ ძალიან დიდხანს იქნებიან მოლოდინის რეჟიმში.

"მზადყოფნა ზღაპარია" – განმარტავს ენჯი ლი, პირადი განვითარების ყველაზე რეიტინგული პოდკასტის, The Angie Lee Show- ს მარკეტინგის ექსპერტი, სპიკერი და დამფუძნებელი.

"თქვენ შეიძლება ყველა უნარი გქონდეთ, ყველა ტრენინგი გქონდეთ გავლილი, ბიზნესის მაგისტრის წოდებაც გქონდეთ მოპოვებული, მაგრამ თუ დაწყების გეშინიათ, და ფიქრობთ, რომ ქაოსი გელით და გადახტომის გეშინიათ, არასდროს არაფერი მოხდება".

მოგზაურობისას უამრავი ხაფანგი, დაბრკოლება და წარუმატებლობა შეგხვდებათ. არ წამოეგოთ: ბიზნესის დაწყებამდე თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტის მოწესრიგება სულაც არ არის აუცილებელი. სრულყოფილება, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ბიზნესში, წმინდა წყლის მითია. წარმატების რომ მიაღწიოთ, სრულყოფილებაზე კი არ უნდა იფიქროთ, აზროვნება უნდა შეიცვალოთ. ყველაფერი რასაც თქვენ გააკეთებთ, იდეალურზე უკეთესიც კი იქნება.

ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ, როდესაც თქვენი იდეის შემოწმებაზე მიდგება საუბარი, ამ შემთხვევაშიც იგივე კონცეფცია უნდა გამოიყენოთ. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია იდეის გადამოწმება, ვიდრე მუშაობას შევუდგებით, მაგრამ საკითხავია საკმარისია კი ეს?

"თუ ლოდინს დაიწყებთ, ვიდრე 100%-ით არ დარწმუნდებით, ძალიან დიდხანს მოგიწევთ ლოდინი", – განმარტავს ჯეიკ კლარკი, For The Love of Craft Beer-ს დამფუძნებელი. "წარმატებისათვის გადამწყვეტი კარგად გათვლილ რისკებზე წასვლაა".

ისინი შედეგების მიღწევაზე არიან ორიენტირებულნი

რამდენად ძლიერი სურვილი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ?

აღმასრულებელი დირექტორები დაუღალავად ისწრაფვიან წარმატებისკენ. რა დაბრკოლებებიც არ უნდა დახვდეთ გზად, დაწყებულ საქმეს მაინც აგრძელებენ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ თავიანთ ორიგინალურ იდეაზეც ამბობენ უარს და ზოგჯერ გზაზეც უხვევენ, მაგრამ აი, რა განასხვავებს წარმატებულ ადამიანებს სხვებისგან: ისინი აუცილებლად უბრუნდებიან დაწყებულ საქმეს.

ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი შედეგებზე არიან ორიენტირებულნი. წარმატებულ ადამიანებს ძალიან მკაფიო მიზნები აქვთ დასახული. მათ უკვე იციან, რის გაკეთება სურთ, იციან რას ეძებენ, თან გასაოცარი დისციპლინა აქვთ და შეუძლიათ ამ შესაძლებლობებით ისარგებლონ. ამის გამო აქვთ სურვილი, რაც არ უნდა მოხდეს, თავიანთი მიზნები ბოლომდე მიიყვანონ.

მათთვის შეუძლებელიც კი შესაძლებელია

შემდეგი, თქვენ სწორი წარმოდგენა უნდა გქონდეთ წარუმატებლობის შესახებ. ასეთები Fortune 500-ის სიაში შემავალი ადამიანები არიან.

"ანტრეპრენერული აზროვნება შემდეგს ნიშნავს: ახლა მე იმაში ვხედავ შესაძლებლობებს, რაც ადრე შეუძლებელი მეგონა. მჯერა, რომ ამ შესაძლებლობების გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მიმიყვანს გამარჯვებამდე, და მაშინაც კი, თუ ეს გამარჯვება წარუმატებლობის გაკვეთილი იქნება", – განმარტავს ნატალი დევისონი, Marrow Marketing- ის სპიკერი, მარკეტოლოგი და თანადამფუძნებელი". როდესაც თქვენც ასე იფიქრებთ, ნახავთ, რომ შიში შეიძლება შესაძლებლობებში გადაიზარდოს და ეს კი ნამდვილად ძლიერი ბიძგი იქნება თქვენი გონებისათვის".

დაბრკოლებებმა არ შეგაშინოთ, არ უნდა იფიქროთ, რომ ანტრეპრენერად არ ხართ დაბადებული. არც იმის მიმანიშნებლად უნდა მიიჩნიოთ, რომ რაღაც არასწორად ხდება. უბრალოდ მოვლენები რეალურად უნდა შეაფასოთ, ეს მხოლოდ დროებითი წარუმატებლობებია ამ გზაზე. ასეთ შეფერხებებს ჩვენ ყველანი ვეჯახებით, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორი რეაქცია გვექნება მათზე. წარმატების მიღწევაში თქვენი პრობლემების მოგვარების უნარი დაგეხმარებათ, ამ დაბრკოლების გავლით გზას გაიკვალავთ და მის მიღმა დაინახავთ სინათლეს.

ისინი აცნობიერებენ, რომ ჩვევები ყველაფერია

ბიზნესის მფლობელთა წარმატების დიდი წილი შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული მათ ყოველდღიურ ჩვევებთან.

თქვენი ვალუტა თანმიმდევრულობაა.

რაც მეტად გამოჩნდებით, მით უკეთ გადაიტანთ რთულ დღეებს, მძიმე გადაწყვეტილებებს და ყოველდღიურ რუტინას, და მით უფრო ამტანი გახდებით. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ ზოგადი სურათის დასანახად, რომ დიდი მიზნის დადგენა შეძლოთ, და შემდეგ ეს მიზნები უფრო პატარა, ადვილად შესასრულებელ და თანმიმდევრულ ნაბიჯებად დაყოთ, რომლებიც მათ მიღწევაში დაგეხმარებათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედების რეჟიმზე უნდა გადახვიდეთ ახალი ჩვევის შესაძენად და სასურველი რეჟიმის მოსაძებნად, რომელიც თქვენს შემთხვევაში ამართლებს. ეს თანმიმდევრული ყოველდღიური ნაბიჯები ყოველდღიურად წაგწევთ წინ. ეს არ უნდა იყოს უეცრი მნიშვნელოვანი ცვლილებები, დრო გავა და კარგი ჩვევები თავისთავად მოახდენს თქვენზე გავლენას და თქვენს ჩამოყალიბებას დაიწყებს.

მათ თავიანთი თავის ფასი იციან

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ წარმატებულმა ადამიანებმა თავიანთი თავის ფასი იციან.

ადამიანები იმ ობიექტივიდან გვიყურებენ, რომლითაც ჩვენ თვითონ ვუყურებთ საკუთარ თავს. ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენს მოქმედებებსა და სხვებთან ურთიერთობაზე აისახება, თუ როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს. თუ ვინმეს სხვას შეუძლია თქვას, რომ თქვენი ძალების იმედი არ გაქვთ, საინტერესოა, რატომ უნდა გენდონ ადამიანები?


კარგი ამბავი ისაა, რომ არც ისე ძნელია თავდაჯერებული გახდეთ. დაიწყეთ იმით, რომ როგორღაც უნდა დააღწიეთ თავი ამ თვითმარქვიას სინდრომს და მტანჯველ გრძნობას, რომ არაადექვატური ხართ ან რატომღაც არაკვალიფიციურიც. ამის გაკეთებას კი მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც ზუსტად დაადგენთ, რა ფასეულობას აწვდით საზოგადოებას და ხაზს გაუსვამთ იმ სფეროებს, რომელშიც გამოირჩევით. რა პროექტებით ხართ გატაცებული? რას ხდით უფრო მეტად ფასეულს? რით გამოირჩევით დანარჩენებისგან? ეს ყველაფერი გაითავისეთ და ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

საკუთარი თავის სათანადოდ შეფასებას თავდაჯერების წყალობით შეძლებთ და ისეთი პროგრესი გექნებათ, რომ თქვენს შეთავაზებას ადამიანებიც დააფასებენ. თქვენს შესაძლებლობებში თუ თქვენ იქნებით დარწმუნებული, ეს სხვებისთვისაც გახდება შთაგონების წყარო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან