Get All Access for $5/mo

რაზე მეტყველებენ ბილ გეითსის, ტიმ კუკისა და სტივ ჯობსის ხელმოწერები ისეთებიც არიან, ვისაც სჯერა, რომ პიროვნებაზე დასკვნის გაკეთება გრაფოლოგიით შეიძლება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

დიდი და პატარა, მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ასოები, მინიატურული, მარტივი, რთული და ელეგანტური ხელწერა. არ აქვს მნიშვნელობა გაკრული ხელით აწერთ ხელს თუ გარკვევით წერთ თქვენს სახელსა და გვარს, თქვენი ხელწერით იმის დადგენა შეიძლება, ვინ ხართ სინამდვილეში და რას აფასებთ.

თუ ბოლო წლების ყველაზე ცნობილ ანტრეპრენერებს ადევნებთ თვალყურს და გრაფოლოგიაშიც გსურთ გარკვევა (ადამიანების პიროვნული მახასიათებლების დადგენა მათი ხელწერის ანალიზით), შეიძლება იმითაც დაინტერესდეთ, თუ როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიური ტიტანების პიროვნული თვისებების შეფასება.

ჯერ კიდევ სადავოა რამდენად უტყუარია ეს კვლევები, მაგრამ მაინც საინტერესოა, რაღაც ისეთი პიროვნულის განხილვა, როგორიც ანტრეპრენერობის ამ ლეგენდების ხელმოწერებია.

  1. ტიმ კუკი: Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ხელმოწერა გვიჩვენებს, რომ მას სწრაფი აზროვნება აქვს. თუმცა, სახელი და გვარი ქვემოდან ხაზგასმული არ არის. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ მას მოსწონს, როდესაც მის შესახებ მისი მიღწევები საუბრობენ. პრინციპში, კუკს არც სჭირდება იმის ახსნა, ვინ არის, ამაზე მისი რეპუტაცია თვითონ მეტყველებს.

  1. სტივ ჯობსი: Apple- ის თანადამფუძნებლის ძლიერი ხელწერა ნათლად მიანიშნებს მის მოუთმენელსა და აგრესიულ ხასიათზე. ასოების დახრილობა ზედა მხარეს იმას მიუთითებს, რომ აინტერესებს, რის მიღწევა შეუძლია მომავალში.

  1. სტივ ვოზნიაკი: Apple-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი კი, მეტსახელით აწერს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დამოუკიდებელი პიროვნებაა და საკუთარ შესაძლებლობებში მტკიცედ არის დარწმუნებული. ამ ძლიერი რწმენის მიმანიშნებელია მის ხელმოწერაში განსაკუთრებით დიდი ზომის ასო "W".

  1. მეგ უიტმენი: ლეგენდარული Hewlett-Packard (HP)-ის აღმასრულებელი დირექტორის ხელმოწერა, მისი ფინალური გრძელი ხაზით ამბიციურობასა და მიზანდასახულობაზე მეტყველებს. მისი სახელი სრულიად ნათლად იკითხება, მაგრამ გვარია დამაბნეველი, რაც იმას მიანიშნებს, რომ პირადი წარმატებებით დიდად ამაყობს.

  1. სატია ნადელა: Microsoft- ის აღმასრულებელი დირექტორის ხელმოწერაში სახელი სრულადაა, ხოლო გვარის - მხოლოდ ერთი ასოა. როგორც ჩანს, იგი სრულიად მშვიდად უყურებს თავის ბიზნესს. ამასთან, გვარის პირველის ასოს ბოლოს დასმული წერტილი გვიჩვენებს, რომ ამ მშვიდი გარეგნობის მიღმა ძლიერი ბიზნესმენი იმალება.

  1. ბილ გეიტსი: Microsoft- ის დამფუძნებელი პირდაპირი ადამიანია - ამის დასტურია მისი სრულიად ნათელი ხელმოწერა, ასოების მოხაზულობა ისეთია, რომ სახელიც ადვილად იკითხება და გვარიც. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ასოები თავდაჯერების მიმანიშნებელია, სხვა ასოები თანაბარია, რაც მიუთითებს, რომ თავისი მილიარდების მიუხედავად, გეიტსი მოკრძალებული ადამიანია.

  1. ჯეფ ბეზოსი: მისი სახელი ადვილად იკითხება, რაც იმას მიანიშნებს, რომ პირადი მიღწევებით ამაყობს. გვარის ბოლოს ძლიერი ხაზი კი იმას ნიშნავს, რომ Amazon -ის ლიდერი ენერგიულია.

  1. მაიკლ დელი: მართალია, ადამიანები როგორც წესი, სწრაფად აწერენ ხელს ყოველდღიურ დოკუმენტებზე. მაგრამ ის ფაქტი, რომ Dell-ის აღმასრულებელი დირექტორის ხელმოწერა სწორხაზოვანია და თან ასო "i"-ს თავზე წერტილი აქვს დასმული იმას მიუთითებს, რომ ის ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას.

  1. ლარი პეიჯი: Google- ის თანადამფუძნებელის ხელმოწერაში ჩანს, რომ ასო "a" ღიაა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა აინტერესებს. დიდი პირველი ასოები კი, მის სიამაყეს გამოხატავენ, ხოლო ასოების მოხაზულობა სამსახურისადმი გაწონასწორებულ მიდგომაზე მიუთითებს.

  1. სერგეი ბრინი: Google- ის კიდევ ერთი მამა თავისი ხელმოწერით მიგვანიშნებს, რომ მას ზოგადი სურათის დანახვა უყვარს, დეტალებს კი სხვებს უტოვებს. ის ფაქტი, რომ მის ხელმოწერაში სახელი გვარზე უკეთ იკითხება, იმას მიუთითებს, რომ მეგობრულ ადამიანზეა საუბარი.

  1. ჯონ ჩემბერსი: Cisco-ს აღმასრულებელი დირექტორი თავისი ხელმოწერის პირველი ასოთი მიგვანიშნებს, რომ უყვარს როდესაც მისი ყოფნა შესამჩნევია. დანარჩენი ასოები საკმაოდ ნორმალურია, რაც პიროვნებაზე მიუთითებს, რომელსაც კარგი წონასწორობა აქვს დამყარებული სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.

  1. მარკ ზაკერბერგი: ბედის ირონიაა, მაგრამ Facebook- ის დამფუძნებლის ხელმოწერა იმას მიანიშნებს, რომ ის ძალიან ჩაკეტილი ადამიანია. ამასთან, ის ფაქტი, რომ მის ხელმოწერაში ყველა ასო დიდია, უჩვენებს, რომ ის უზომოდ თავდაჯერებულია.

  1. კევინ სისტრომი: Instagram- ის დირექტორი დიდი და დაღვარჭნილი ასოებით თავის ამპარტავნებას უსვამს ხაზს.

  1. რიდ ჰოფმანი: LinkedIn-ის მამის ხელმოწერა, ასოების დახრილობა ყველაფრის წინასწარ დაგეგმვის ძლიერ ტენდენციაზე მიანიშნებს. არასწორი წერტილი ასო "i" -ზე მოუთმენლობის მიმანიშნებელია და იმისა, რომ ის ყოველთვის გარბის.

  1. ჯეკ დორსი: ეს Twitter- ის გამომგონებლის ოფიციალური ხელმოწერა არ არის, ამას მხოლოდ ავტოგრაფების დარიგებისას იყენებს. ასოები სრულიად ნათლად იკითხება და ეს იმის მიმანიშნებელია, რომ იგი თავისუფალი პიროვნებაა და სრულიად გულღია ბუნებისაა ურთიერთობებისას.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი