Cyber Monday Sale! 50% Off All Access

რიჩარდ ბრენსონი: რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ხშირად მეკითხებიან, რა მაძლევს ძალას, რომ ყველა სირთულეც გადავლახო და თან ჯანმრთელობაც შევინარჩუნო. თუ საკუთარ თავზე არ ვზრუნავ, ცხოვრებითაც ვეღარ ვტკბები − ყველაფერი ძალიან მარტივია.

ჩემი აზრით, განწყობის გასაუმჯობესებლად ყველაზე ბუნებრივი და ეფექტური საშუალება ვარჯიშია. შენ მხოლოდ ერთი სხეული გაქვს და მხოლოდ ერთი შანსი მის მოსავლელად. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უკეთ ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ჯანმრთელობა.

შესანიშნავი სანახავია, თუ როგორ უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას Virgin Pulse თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. თუ ადამიანები თავს კარგად გრძნობენ, ისინი ყველაზე პროდუქტიულები ხდებიან სამსახურში. Virgin Pulse თანამშრომლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს და იმაზეც, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ისინი სტრესს სამსახურში. მათ რჩევა მკითხეს, რა არის საჭირო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ბედნიერების შეგრძნებისათვის.

როგორც წესი, დღეში მინიმუმ 60 წუთის გამონახვას ვცდილობ, ჩემს ჯანმრთელობაზე ყურადღების გასამახვილებლად. წამოდექით და გაიარ-გამოიარეთ, ეს რეგულარულად უნდა გააკეთოთ. თუ ამას არ ვაკეთებ, ვდუნდები და კარგად ვეღარ ვმუშაობ, ბოლოსდაბოლოს, ავადაც გავხდები.

ადამიანების უმრავლესობა აცხადებს, რომ ვარჯიშის დრო არ აქვთ და თქვენ მართალი ხართ − ნამდვილად არ გექნებათ, თუ ამისათვის თავად არ გამოძებნით დროს. საკუთარი პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ და თუ თქვენი ჯანმრთელობა მათ რიცხვში არ შედის, ადვილად იპოვოთ რაიმე სხვა საქმე, რომელიც უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. სინამდვილეში კი, საკუთარ თავზე ზრუნვაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

როგორ ვახერხებ ყველაფრის გაკეთებას ზედმეტი სტრესის გარეშე, როდესაც ასეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს? ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ყოველთვის ფორმაში ვარ.

როდესაც ვიღვიძებ, ჩვეულებრივ, დილის 5-6 საათზე, მივდივარ და ჩემზე ბევრად უკეთეს მოთამაშესთან ვთამაშობ ჩოგბურთს. ეს საკუთარი თავის გამოცდისა და დაინტერესების კარგი გზაა. მე საკმაოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ კუნძულზე ვცხოვრობ. თუკი მსურს რაიმე სხვა ვაკეთო, კაიტსერფინგზე მივდივარ. კვირაში რამდენჯერმე სპორტდარბაზშიც დავდივარ და 40 წუთი სიმძიმეების აწევაში ვვარჯიშობ. მე ახლახან დავიწყე ამის გაკეთება და მართლაც გაოცებული დავრჩი, რამდენად ძლიერად ვგრძნობ თავს და რამდენად დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს საკუთარი პროგრესის დანახვა.

როგორ შეიძლება მუდამ ფორმის შენარჩუნება? ფიზიკური აქტიურობის ის ფორმა უნდა იპოვოთ, რომელიც მარტივად ჩაეწერება თქვენს რუტინაში. თუ მეტისმეტად გაირთულებთ ცხოვრებას, ბრძოლა მოგიწევთ საკუთარი მოტივაციის ასამაღლებლად და ეს ვარჯიში არ გახდება თქვენი ცხოვრების სტილის ნაწილი. ბარში სიარულის ნაცვლად, მეგობართან ერთად პარკში გაისეირნეთ, გამაჯანსაღებელი კლუბი მოძებნეთ თქვენს სახლთან ყველაზე ახლოს, გუნდური სპორტი სცადეთ, ან სწრაფი ინტენსიური ვარჯიშები (HIIT) აკეთეთ თქვენს მისაღებში, YouTube-ვიდეოს დახმარებით. იმდენი ვარიანტია, ვერც დაითვლით. რამდენიმე სცადეთ და ნახეთ, რომელი მოგეწონებათ.

თუ სადმე სამოგზაუროდ ვარ, რაც შეიძლება მეტს დავდივარ ფეხით დღის განმავლობაში, კიბეებზეც ავდივარ, სადაც შესაძლებელია, და ახალ, დაუმუშავებელ საკვებს მივირთმევ უამრავი ხილითა და ბოსტნეულით. საქმე ისაა, რომ თქვენ ზუსტად ისეთი აქტიური იქნებით, როგორიც გსურთ იყოთ.

თქვენც ხომ არ გაქვთ რაიმე რჩევები თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ?

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი