Get All Access for $5/mo

როგორ უნდა ჩაატაროთ პრეზენტაცია, როგორც პროფესიონალმა როდესაც თქვენს ანტრეპრენერული ოცნებებზე დაიწყებთ ფიქრს, საჯარო გამოსვლის უნარების დახვეწა არ დაივიწყოთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

საჯარო გამოსვლის ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით შორსმჭვრეტელ აღმასრულებელ დირექტორებსაც კი. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ეს საქმე საერთოდ არ გამოსდით. მაგალითად, ილონ მასკი Tesla-დან, საჯაროდ გაკიცხეს უღიმღამო გამოსვლების გამო, განსაკუთრებით 2011 წლის SpaceX პრეს კონფერენციაზე, როდესაც შეცდომებსაც უშვებდა და ენაც ებმოდა. ეს მძიმე საყურებელია.

თუნდაც, მასკივით ცნობილი არ იყოთ, საჯარო გამოსვლა - აუცილებელი უნარია. არ აქვს მნიშვნელობა, სად გამოდიხართ, კონფერენციაზე მოხსენებას კითხულობთ, კრებას უძღვებით თუ თანამშრომელს ან კლიენტს ერთი ერთზე ელაპარაკებით, ყოველი შეხვედრა თქვენი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაა. იმის მტკიცებაც კი შეიძლება, რომ ყოველთვის როდესაც ლაპარაკობთ, ვინმეს აზრზე გსურთ გავლენის მოხდენა, მოქმედებისთვის შთაგონების მიცემა, ან გარკვეული გრძნობების გამოწვევა. თქვენთვის უკეთესი იქნება თუ გეცოდინებათ, თუ როგორ ჩაატაროთ პრეზენტაცია ისე, როგორც პროფესიონალმა.

საჯარო გამოსვლების ძალა

თუ ბიზნესის მფლობელი ხართ, შესაძლოა საუბარი თქვენი არსენალის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი იყოს. ამას ცოტა ხნის წინ მივხვდი, როდესაც ინტერვიუს ვიღებდი მაიკლ პორტისგან, რვა ბესტსელერის ავტორისგან. მან შემახსენა, რომ დიდ გამოსვლებს ბევრჯერ შეუცვლიათ სამყარო. თუნდაც, მარტინ ლუთერ კინგის (უმცროსი) გამოსვლა გავიხსენოთ, "მე ოცნება მაქვს" და სამოქალაქო უფლებების მოძრაობა. სავარაუდოდ, თქვენ ამ ეტაპზე რაიმეს შეცვლას არ ცდილობთ, მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ გავლენის მოხდენა.

თუ ფიქრობთ, რომ საჯარო გამოსვლების სფეროში თანდაყოლილი ნიჭი არ გაქვთ, ეს არგუმენტად გამოიყენეთ და აღარ გააგრძელოთ ამაზე მუშაობა. მაგრამ ყველაზე წარმატებული ორატორები, როგორიცაა პორტი, გეტყვიან, რომ მხოლოდ ბუნებრივ ნიჭს შეუძლია შორს წაგიყვანოთ. აქ რა არის მთავარი? პრაქტიკა, პრაქტიკა და კიდევ პრაქტიკა. საუკეთესო ორატორები გულდასმით მუშაობდნენ ამ უნარის დაუფლებაზე. ისინი საჯარო გამოსვლებს ისე უყურებენ, როგორც ხელობას, რომლის დახვეწაც შეუპოვეობითა და თავდადებით შეიძლება.

შესაძლოა მარტინ ლუთერ კინგის დონეს ვერასოდეს მიაღწიოთ, მაგრამ თქვენ საჯარო გამოსვლის გაუმჯობესებაზე მაინც უნდა იმუშაოთ, რომ ის თქვენი ბიზნეს პასივი კი არა, აქტივი გახდეს. თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად შემდეგი ტაქტიკა გამოიყენეთ, დამოუკიდებლად იმისა, დიდ პრეზენტაციას ატარებთ, პოტენციური კლიენტის მოზიდვას ცდილობთ თუ ერთი ერთზე ესაუბრებით თქვენს თანამშრომლებს.

1. მიზნისკენ სვლა

რატომ გამოდიხართ სიტყვით, და რატომ არის თქვენი აუდიტორია მოსული მოსასმენად? მათ სწავლებას ცდილობთ, მათ დარწმუნებას, რომ ზომები მიიღონ, თუ უბრალოდ მათთან კავშირის დამყარებას ცდილობთ? თუ თქვენი მიზანი იცით, მის მისაღწევად მოზიდვის ტაქტიკის გამოყენება შეგიძლიათ. როდესაც ყოველწლიურად Content Marketing World-ზე გამოვდივარ, იქ ახალი სამეცნიერო პროექტის შედეგების წარსადგენად ვარ, და განსაკუთრებით ნათლად ვხედავ ჩემს მიზანს: ჩემი გამოცდილების დემონსტრირება და ჩემი მსმენელების სწავლება მინდა, და მათი ინფორმირება, მათი ერთგულების მოპოვება კონკრეტული ინდუსტრიის მიმართ.

2. რეპეტიცია გაიარეთ, მაგრამ გონივრულად

სტივ ჯობსი თავის გამოსვლებზე ყოველთვის ბევრს მუშაობდა, ის თითეულ სიტყვასა და ჟესტზე სერიოზულად ფიქრობდა. და ეს შრომა ყოველთვის უფასდებოდა, ის თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ორატორადაა აღიარებული. თვით მისი მეტოქე, ბილ გეიტსიც კი ამბობდა, რომ ჯობსი პირდაპირ ნუსხავდა თავის აუდიტორიას, Apple-ის თანა დამფუძნებლის ყველა გამოსვლას თავისი გვერდი აქვს Wikipedia-ზე.

თუ თქვენ რეპეტიციებს გადიხართ, კომფორტულად იგრძნობთ თავს და დიდი ალბათობით მიაღწევთ მიზანს, მაგრამ დიდი დროის დათმობა ყოველი გამოსვლისათვის არც მიზანშეწონილია და არც გონივრული. აი, ეს არის საუკეთესო გამოსავალი: თუ არც თუ მნიშვნელოვან შესაძლებლობაზეა საუბარი, შეგიძლიათ ნაკლები დრო დაუთმოთ მომზადებას. მაგრამ თუ მნიშვნელოვან თავყრილობაზე გამოდიხართ სიტყვით, თქვენს კალენდარში დრო გამონახეთ და იმდენ ხანს ივარჯიშეთ, ვიდრე კარგად არ გამოგივათ. ზუსტად ისე, როგორც სამხედროები მაღალი რისკის შემცველ მისიას არასოდეს შეხედავენ ზედაპირულად, არც თქვენ უნდა შეხვიდეთ 1000 კაციან დარბაზში (რომელიც ბიზნეს შესაძლებლობებითაა სავსე) მხოლოდ იმის დასანახად, თუ როგორ წავა საქმე.

3. გამართეთ შოუ

მართლაც შესანიშნავი გამოსვლები, სადღაც განათლებისა და თეატრალური წარმოდგენის გადაკვეთაზეა. რომელი თეატრალური ელემენტები უნდა დაამატოთ თქვენს პრეზენტაციას, რომ იგი დასამახსოვრებელი გახადოთ? თუნდაც იმდენ ხანს იმუშაოთ გამოსვლაზე, რომ ძილშიც რომ გაგაღვიძოთ ვინმემ, ზეპირად წარმოთქვათ თქვენი სიტყვა, თქვენი პრეზენტაცია მაშინ იქნება გაცილებით ბუნებრივი, თუ სცენაზე გასვლისას იმპროვიზაციას არ დაივიწყებთ.

ერთ-ერთი საუკეთესო თეატრალური ელემენტი, რომელიც ოდესმე მინახავს, გამომსვლელს უკავშირდება, რომელმაც განმარტა, თუ რამდენი ნავთობი იყო საჭირო, ერთი Big Mac-ის მოსამზადებლად. სტატისტიკაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, პირდაპირ გვაჩვენა. სცენაზე Big Mac წარმოადგინა და ოთხი ჭიქა, სამ ნახევარი ჭიქა ნავთობით შეავსო. ეს ილუსტრაცია სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში.

4. სლაიდებს ნუ მისცემთ ყველაფრის თქმის საშუალებას

არასოდეს არავინ აღფრთოვანდება სლაიდების მთელი კასკადით. ნაცვლად ამისა, თქვენი პრეზენტაცია მთლიანად თქვენს სიტყვებზე უნდა იყოს დამყარებული, ანუ ისტორიაზე, რომელზეც ლაპარაკობთ. მაგრამ თუ თქვენს პრეზენტაციაში სლაიდებიც უნდა იყოს, ისინი სიტყვის დაწერის შემდეგ მოამზადეთ. თქვენ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ვიზუალური ელემენტები თქვენს პრეზენტაციას უკეთესს არ ხდიან. გარდა ამისა, თუ ამ სლაიდებს ყავარჯენივით გამოიყენებთ, ეს უდიდესი შეცდომა იქნება. შესაძლოა, ტექნოლოგიამ მარცხი განიცადოს. ჯეფ ბეზოსმა საერთოდ აკრძალა PowerPoint, Amazon-ის აღმასრულებელთა შეხვედრებზე, და მას არაეფექტური ინსტრუმენტი უწოდა, რომელიც ერთიანი იდეების წარმოქმნას არ უწყობს ხელს. ამჟამად Amazon-ის აღმასრულებლები თავიანთი გამოსვლებისას მოკლე ჩანაწერებს იყენებენ, სახელად "ისტორიები".

ზოგიერთ ადამიანს საჯარო გამოსვლების ბუნებრივი ნიჭი აქვს. მაგრამ ჩვენ დანარჩენებს, აუცილებლად გვჭირდება მომზადება და ჭკვიანური ტაქტიკა, რომ ეფექტური და გამორჩეული ორატორები გავხდეთ. თუ დროს მოანდომებთ თქვენი უნარების დახვეწას, შესაძლოა, თქვენი ბიზნესის განვითარების საუკეთესო ინსტრუმენტი სიტყვით გამოსვლა გახდეს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი