Get All Access for $5/mo

როგორ უნდა გახადოთ უფრო ხალისიანი თქვენი სახლიდან მუშაობა? ზუსტად ვერავინ შეძლებს პროგნოზირებას, თუ როდის გაიხსნება სრულად ოფისები, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ რაღაც ისეთი გააკეთოთ, რაც უფრო ხალისიანს გახდის თქვენი სახლიდან მუშაობის რეჟიმს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

მადლობა ღმერთს, 2020 წელი თითქმის მიუახლოვდა დასასრულს, ადამიანების უმეტესობა კი თითქმის რვა თვეზე მეტია სახლებიდან მუშაობს. ჩვენ "Zoom"-ით ჩავატარეთ ასობით შეხვედრა, დილაობით თითქმის ყოველთვის გვეძინა და ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში პიჟამათი დავდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ალბათ სამოთხედ მოგვეჩვენებოდა 2019 წელს, თანამშრომლების უმრავლესობისთვის თაფლობის თვის ფაზა დასრულდა.

დამოუკიდებლად იმისა, გენატრებათ თუ არა თქვენი ოფისი ან ბედნიერი ხართ თუ არა იმით, რომ უფრო ხშირად ხართ სახლში, სახლიდან მუშაობის რეჟიმმა გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება ნებისმიერი ადამიანის ნერვებზე იმოქმედოს. სახლში დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე იმავე ოთახში ჯდომა თანამშრომლების გარეშე უზომოდ ძნელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უფრო მეტად უნდა სტრუქტურულ, სოციალურ გარემოში აღწევთ წარმატებას. მართალია, ზუსტად ვერავინ შეძლებს პროგნოზირებას, თუ როდის გაიხსნება სრულად ოფისები, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ რაღაც ისეთი გააკეთოთ, რაც უფრო ხალისიანს გახდის თქვენი სახლიდან მუშაობის რეჟიმს და ვითარებასაც განაახლებს.

კარგი ამბავია ის, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა საოცრად მარტივია, და ამისთვის სპორტული შარვლის გახდაც კი არ დაგჭირდებათ (ვიცით, რომ Zoom -ის ვიდეოკონფერენციის დროს კოსტიუმი არ გეცვათ). სახლიდან მუშაობას ის უპირატესობა აქვს, რომ მარტივად, ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე შეგიძლიათ თქვენი დღის განრიგის შეცვლა. ყველა ადამიანს მუშაობის უნიკალური სტილი და პროფესიული მოთხოვნები აქვს, და ზუსტად შეუძლია განსაზღვრა, თუ როგორ უნდა შეცვალოს თავისი სამუშაო რეჟიმი. უბრალოდ, ცოტაოდენი დაფიქრება დაგჭირდებათ და ადვილად მიხვდებით, რა დაგეხმარებათ ყველაზე მეტად.

დამოუკიდებლდ იმისა, ადამიანური ურთიერთობები გჭირდებათ უფრო მეტად თუ უბრალოდ დეკორის შეცვლა, ქვემოთ გაეცნობით, თუ როგორ უნდა შეცვალოთ სცენარი ისე, რომ სახლიდან მუშაობის რეჟიმიც განაახლოთ და უფრო ხალისიანიც გახდეთ.

შეიცვალეთ ოთახი

მოდით, რეალისტები ვიყოთ: რაც არ უნდა ლამაზი იყოს თქვენი სახლის ოფისი, დროთა განმავლობაში ნებისმიერი სივრცე ბერდება. განსაკუთრებით, თუ უკვე რვა თვეზე მეტია რაც სახლიდან მუშაობთ. თუ იმ ოთახს შეიცვლით, რომელშიც ჩვეულებრივ მუშაობთ, ისეთ შემოქმედებით იმპულსებსა და მოტივაციას მიიღებთ, როგორც ახალ ოფისში გადასვლისას. და ყველაზე კარგი ისაა, რომ თქვენ თვითონ გააკონტროლებთ, სად გადახვალთ! ხომ ყოველთვის გინდოდათ კუთხის ოფისი? ერთ-ერთ საძინებელში გადადით, რომელზეც უკვე თვალი გქონდათ დადგმული, ან თუ თქვენს სახლში სხვაც მუშაობს დისტანციურად, ოფისის სივრცის შეცვლა შესთავაზეთ. თუ კი ამ სივრცეებს ერთმანეთისთვის წინასწარ გაალამაზებთ, დეკორაციის შეცვლა ყველასთვის სასიამოვნო იქნება და ამასთან სახალისოც.

ნუ ინერვიულებთ, თუ სივრცის შეცვლა შეუძლებელია, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი ოფისის შეუცვლელადაც განაახლოთ. თუ თქვენი მაგიდა კედლის წინ დგას, შეეცადეთ იგი ფანჯარასთან გადაიტანოთ, რომ გარეთაც გაიხედოთ და სუფთა ჰაერიც ჩაისუნთქოთ. თუ ფანჯარასთან ვერ გადახვალთ, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი სურათი ან გობელენი ჩამოკიდოთ კედელზე, რომ ახალმა ხედმა ხალისიანი გახადოს თქვენი მუშაობა. სადაც არ უნდა გადახვიდეთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იქ მშვიდი გარემოა, ცოტა რამ თუ გაგიფანტავთ ყურადღებას, და ახალ ადგილას სამუშაოს შესრულებასაც შეძლებთ და ახალი ადგილით ტკბობასაც.

მოერიდეთ ჭამას იქ, სადაც მუშაობთ.

ვის არ უყვარს კარგი საჭმელი, განსაკუთრებით, როდესაც საკუჭნაო სულ რამდენიმე მეტრშია? სამუშაო მაგიდასთან სადილობა და შესვენება მაცდუნებელი აზრია, მაგრამ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეგიძლიათ სახლიდან მუშაობისას გააკეთოთ დაღლილობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოფისების უმეტესობა მიიჩნევს, რომ თანამშრომლებმა თავი უნდა შეიკავონ თავიანთი სამუშაო ადგილას ჭამისგან და ეს სრულიად ბუნებრივია: თქვენი სამუშაო და სხვა აქტივობები ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული.

უკვე რა ხანია დისტანციურად ვმუშაობთ და ჩვენს პირად ცხოვრებას და მუშაობას ერთმანეთში ვურევთ. სხვა საქმიანობის შეტანით სამუშაო სივრცეში, მაგალითად, კვების, თქვენ კიდევ ერთი ელემენტი შეგაქვთ, რამაც შეიძლება უფრო მეტად გაართულოს საზღვრის გავლება სამუშაოსა და პირად დროს შორის. თუ თქვენს სამუშაო სივრცეს "საცხოვრებელ ადგილად" აქცევთ, შესაძლოა, პროფესიული გადაწვის სინდრომის გამო თქვენი პროდუქტიულობა შემცირდეს. სამუშაოს და პირადი ცხოვრებას შორის კარგი შეფარდების მისაღწევად, სახლის სხვა ადგილას ისაუზმეთ/ისადილეთ და დაისვენეთ. სამუშაოს ადგილისგან მოცილება და გონების დასვენება, ძალების აღდგენის შესაძლებლობას მოგცემთ. ამისთვის კი, თქვენი შემოქმედებითი აზროვნება (და ფსიქიკური ჯანმრთელობა) მადლობას გადაგიხდით.

ახლებურად განაახლეთ თქვენი ინტერიერი

რაც არ უნდა ფართო და მდიდრული იყოს სამუშაო სივრცე, გარკვეულ განახლებას აუცილებლად მოითხოვს, რომ ის თქვენი საკუთარი გახდეს. დიახ, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ საკუთარ სახლში ინტერიერის განახლება, უბრალოდ სამუშაო მიზნებისთვის, მაგრამ თქვენი ხელით გაფორმებულმა ინტერიერმა შეიძლება თქვენი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად შეცვალოს. ოფისის დღეები გაიხსენეთ, არავის მოსწონს ცარიელ, ხალიჩებით დაფარულ კედლებში მუშაობის დაწყება (რაც არ უნდა უმტკიცოთ საკუთარ თავს ეს "მყუდრო" გარემოა). დისტანციურ მუშაობაში ყველაზე კარგი ის არის, რომ ოპტიმალური სამუშაო სივრცის შექმნის შესაძლებლობა გაქვთ და თან, თქვენი კოლეგების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებების მოსმენის გარეშე. და არც იმის შიში უნდა გქონდეთ, რომ ოფისის შეცვლისას ტონობით ნივთების გადატანა მოგიწევთ.

სრული თავისუფლება გაქვთ, როგორც გინდათ ისე გააფორმოთ თქვენი საკუთარი სივრცე და სულაც არ ხართ ვალდებული, საოფისე წესები დაიცვათ. სანთლები გიყვართ? მშვენიერია - აანთეთ ორი, ხუთი ან ათი სანთელი. არ არსებობს კორპორაციული ხანძარსაწინააღმდეგო წესები, რომლებიც ამას აგიკრძალავთ, მაგრამ მაინც ყურადღება მიაქციეთ, რომ სახლში ხანძარი არ გაჩნდეს. კედლებზე თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრების სურათები დაკიდეთ, ბევრი მცენარე შეიძინეთ და ბოლოს ის იოგას ბურთიც, რომლის სკამად გამოყენება გსურდათ. მართლაც უსაზღვროდ ბევრი ვარიანტები არსებობს. ამ ყველაფრის მიზანი, ისეთი სამუშაო ადგილის მოწყობაა, სადაც ნამდვილად იგრძნობთ, რომ პროდუქტიულიც ხართ და ისეთი შეგრძნებაც გიჩნდებათ, თითქოს ოფისში ხართ, მაგრამ მაინც ოფისიდან შორს.

კაფეში ან ადგილობრივ ბიბლიოთეკაში შეიარეთ

ხმაურმა ან თუნდაც თქვენს გარშემო მყოფმა სხვა ადამიანებმა შეიძლება იმაზე მეტად გაზარდონ თქვენი პროდუქტიულობა, ვიდრე ფიქრობთ! თუ თქვენი ადგილობრივი კაფე ან ბიბლიოთეკა ღიაა, და იქ მუშაობა შეიძლება, შეიარეთ და იქ რამდენიმე საათით ან თუნდაც მთელი დღით გაშალეთ კარავი. ცნობილია, რომ კაფეები ნამდვილი ნავსაყუდელია დისტანციურად მომუშავეთათვის და იქნებ, თქვენს ბიბლიოთეკაშიც შეიძლება ოთახის დაქირავება რამდენიმე საათით. ასე რომ, შეგიძლიათ მინი-ექსკურსია მოაწყოთ იმ ოთხი კედლიდან, რომლის ხილვასაც ასე შეეჩვიეთ.

ზოგიერთი ადამიანისთვის დისტანციური მუშაობა შეიძლება მუდმივი სამუშაო რეჟიმი გახდეს, რადგან კომპანიებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ უარი თქვან ოფისებში მუშაობაზე. თუ კვლავ ეძებთ საზოგადოებას, დისტანციური სამუშაო ჯგუფის შექმნით დაიწყეთ, რომელიც კაფეში ხშირადაა და ერთად ასრულებს სამუშაოს. ისინი არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმთან დაკავშირებულ პრობლემებს გაიზიარებენ, მხარსაც დაგიჭერენ, რაც ასე აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის მუშაობის გარკვეულ ეტაპზე. სხვადასხვა კაფეებს ეწვიეთ, რომ ტემპიც შეიცვალოთ და უფრო ხშირად დააგემოვნოთ ახალი ყავა.

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია