Get All Access for $5/mo

როგორ უნდა გამოიყენოთ პოზიტიური აზროვნების ძალა პიროვნული განვითარებისა და ბიზნესის ზრდისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტორი: გურპრიტ კაური

თქვენ ხომ ის ანტრეპრენერი ხართ, რომელიც ყველანაირად ცდილობს ბიზნესის განვითარებას? შესაძლოა ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც თქვენ გსურთ. თუ ასეა, შესაძლოა დადგა დრო, აზროვნება შეიცვალოთ, პოზიტიური აზროვნების ძალაზე გაამახვილოთ მთელი თქვენი ყურადღება.

ქვემოთ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ანტრეპრენერებმა პოზიტიური აზროვნება თავიანთ ბიზნესში წარმატების მისაღწევად. გარდა ამისა, იმაზეც ვისაუბრებთ, დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დარჩეთ მოტივირებული და მიზნებზე ფოკუსირებული. ასე რომ, კითხვა განაგრძეთ, თუ მზად ხართ თქვენს ბიზნესში მეტის მისაღწევად!

პოზიტიური აზროვნების შენარჩუნება ანტრეპრენერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საქმე ისაა, რომ პრობლემებისა და დაბრკოლებების დროს, არც იმედგაცრუებაა გასაკვირი და არც დანებებაა ძნელი. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თუ მაინც შეგიძლიათ თავი მაღლა ასწიოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ, წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ. არსებობს გზები, რომლებითაც ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებთ პოზიტიურ აზროვნებას. ქვემოთ მოცემული ორი არატრადიციული გზა დაგეხმარებათ პოზიტიურად მოაზროვნე გახდეთ.

  1. იპოვეთ თქვენი "რატომ"

ბევრს მიაჩნია, რომ პოზიტიური აზროვნება მხოლოდ ბედნიერი აზრებია და წარმოსახვაში საკუთარი წარმატების წარმოდგენა. მაგრამ სინამდვილეში, ბევრად მეტია. პოზიტიური აზროვნება რაღაც კარგის დანახვაა იმ დროს, როდესაც საქმეები ცუდად მიდის. ეს ყურადღების გამახვილებაა იმაზე, რაც გაქვთ და არა იმაზე, რაც არ გაქვთ.

პოზიტიურად აზროვნება ადვილია, როდესაც იცით თქვენი "რატომ", ანუ რატომ აკეთებთ ამა თუ იმ საქმეს. როდესაც პირველად შევიტყვე, თუ რა დიდ გავლენას ახდენდა პოზიტიური აზროვნება ადამიანის შესაძლებლობებზე, მისი გამოყენება გადავწყვიტე, დღეში სამჯერ ან ოთხჯერ ვიმეორებდი გონებაში დადებით აზრებს. მართალია სისტემა ამართლებდა, მაგრამ სამუშაო ბევრი იყო. ცოტაოდენი დაოსტატების შემდეგ გავიგე და მივხვდი, თუ რას ნიშნავდა პოზიტიური აზროვნება − იგი მთლიანად თქვენს პიროვნებასთანაა დაკავშირებული, თქვენს მთავარ ფასეულობებთან, თქვენი ცხოვრების მიზანთან, ვნებასთან და იმასთანაც, რაც თქვენში კმაყოფილების გრძნობას იწვევს.

როდესაც საქმეები გართულდება, თქვენი ცხოვრების ეს ასპექტები გიბიძგებთ საკუთარი ცხოვრების არსი არ დაივიწყოთ. რაღაც კარგის მოძებნა პრობლემების დროს უფრო ადვილი ხდება, როდესაც იცით, რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ.

"ნებისმიერ განსაცდელს გაუძლებს ის, ვინც იცის − რატომ", − თქვა ფრიდრიხ ნიცშემ. მე ანტრეპრენერი გახლავართ და როდესაც დაღლილი ვარ ან "გადამწვარი", საკუთარ "რატომ"-თან კავშირის დამყარება ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანი ხდება. ეს მაძლევს ძალას, ყოველთვის მახალისებს, მოტივაციისა და შემოქმედებითი აზროვნების იმპულსებით მავსებს.

სწორედ ეს "რატომ", რომელზეც ახლა ვსაუბრობ, თქვენი ცხოვრების მიზანს უკავშირდება. იგი გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისგან, რადგან საბოლოოდ, ეს არის თქვენი ვნება. აი, ეს არის პოზიტიური აზროვნება. თქვენ მაშინ გაარკვევთ მოვლენების "როგორ"-ს, როდესაც თქვენი "რატომ" მუდამ გემახსოვრებათ − სწორედ ეს გახლავთ პოზიტიური აზროვნება.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ბიზნესმიზანი არ არის თქვენი "რატომ". სინამდვილეში თქვენი ბიზნესის მიზნები ისაა, რასაც მათი დახმარებით მიაღწევთ. მაგალითად, ჩემი ბიზნესის მიზანია საკუთარი შემოსავალი წელს $200 000-მდე გაიზარდოს. მაგრამ ჩემი "რატომ" არის ის, როგორაა შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალო და მხოლოდ სერვისის მიწოდებით არ შემოვიფარგლო. ეს "რატომ" მაძლევს მოტივაციას, ჩემს ციფრულ კურსებზეც ვიმუშაო კონსალტინგთან და ქოუჩინგთან ერთად.

ხომ ნათლად ხედავთ განსხვავებას? როდესაც თქვენს "რატომ"-ს იხსენებთ, თქვენი ბიზნესმიზნები არა უბრალოდ ფულის გამომუშავების, არამედ რაღაც ბევრად მნიშვნელოვნის მიღწევის საშუალება ხდება, და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში გეხმარებათ.

  1. წარმოდგენა საკუთარ თავზე

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწია იმ დროს, როდესაც სხვები ამას უშედეგოდ ცდილობენ? როგორც აღმოჩნდა, ეს უმეტესად თვითშეფასებასთანაა დაკავშირებული, ანუ როგორი წარმოდგენა გაქვთ საკუთარი თავზე, როგორ ხედავთ საკუთარ თავს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ საერთოდ, რას წარმოადგენთ და რის მიღწევა შეგიძლიათ.

თუკი უარყოფითი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ არ ხართ საკმარისად კარგი და თქვენს მიზნებს ვერ მიაღწევთ. ამიტომ, საკუთარ თავს ეტყვით, რომ არც ჭკვიანი ხართ, არც ნიჭიერი და არც იღბლიანი. შედეგად, სავარაუდოდ იქამდე დანებდებით, სანამ დაიწყებთ.

მეორე მხრივ, თუ დადებითი შეხედულება გაქვთ საკუთარ თავზე, დარწმუნებული იქნებით, რომ რასაც განიზრახავთ, ყველაფრის მიღწევას შეძლებთ. საკუთარ თავს დაინახავთ, როგორც ყოვლისშემძლე და აქტიურ პიროვნებას, დაბრკოლებებისა და ცვლილებების არ შეგეშინდებათ, და უფრო მეტი ალბათობით, უკან არ დაიხევთ, შეუპოვრობას გამოიჩენთ.

საკუთარ თავზე დადებითი აზრის შექმნა პოზიტიურ აზროვნებას ნიშნავს. როდესაც დადებითი შეხედულება გაქვთ საკუთარ თავზე, ავტომატურად იწყებთ პოზიტიურად ფიქრს, ყურადღებას იმაზე ამახვილებთ, ვინ გსურთ იყოთ, იმაზე ფიქრის ნაცვლად, თუ რა გაკლიათ. საკუთარი ქვეცნობიერისთვის თქვენი პოზიტიური იმიჯი ხდება გზამკვლევი ვარსკვლავი. თქვენ ავტომატურად ხედავთ ყველაფერ პოზიტიურს და იზიდავთ მას, პოზიტიური აზროვნების სხვა იძულებით მეთოდებზე მუშაობის ნაცვლად (აფირმაცია, აზრების შესწორება და ა.შ.).

ნაბიჯები პოზიტიური მოაზროვნისკენ მიმავალ გზაზე

  1. უპირველეს ყოვლისა, თქვენი "რატომ"-ით უნდა დაიწყოთ. რა არის თქვენი მიზანი? რა ძირითადი ღირებულებები გაქვთ?
  2. სია შეადგინეთ, რა მოგწონთ საკუთარ თავში და რის კეთება გიყვართ. ეს საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის შექმნაში დაგეხმარებათ;
  3. საკუთარ წარმოსახვაში შექმენით ადამიანის იმიჯი, როგორიც გსურთ იყოთ. ეს თქვენი იდეალური იმიჯი იქნება და იგი ყოველთვის თვალწინ უნდა გქონდეთ. ის იქნება თქვენი პოზიტიური აზროვნების გზამკვლევი ვარსკვლავი.
  4. მაქსიმალურად ეცადეთ, იაზროვნოთ და მოიქცეთ ისე, თითქოს უკვე თქვენს წარმოსახვაში არსებული იდეალური იმიჯის მქონე პიროვნება ხართ. როდესაც მიხვდებით, რომ რაიმე უარყოფითი ან დამაბრკოლებელი აზრი შემოიჭრა თქვენს გონებაში, საკუთარ თავს ჰკითხეთ, იფიქრებდა ასე, ან მოიქცეოდა ასე ჩემი შესანიშნავი იმიჯი? თუ პასუხი იქნება - "არა". მშვიდად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი აზრები და მოქმედებები თქვენსავე იდეალურ იმიჯს უნდა შეესაბამებოდეს.

როდესაც პოზიტიური შეხედულება გაქვთ საკუთარ თავზე და თან სერიოზული "რატომ", ნამდვილად დაიჯერებთ, რომ რაც გსურთ, ყველაფერს მიაღწევთ. საკუთარ თავს დაინახავთ, როგორც ძლიერსა და წარმატებულ პიროვნებას და მოქმედებაზე გადახვალთ.

ამგვარად, თქვენ შეუპოვრად განაგრძობთ საკუთარ ანტრეპრენერულ საქმეს, მაშინაც კი, როდესაც საქმეები ცუდად წავა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"