Get All Access for $5/mo

როგორ უნდა იყოთ დაუცველი ისე, რომ თქვენი გუნდი არ შეაშინოთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიდერები გულახდილები უნდა იყვნენ, მაგრამ თუ თანამშრომლები ზედმეტ შიშსა და შფოთვას შეგამჩნევენ, შესაძლოა, ეს სახიფათო იყოს თქვენთვის. ქვემოთ ექვსი ლიდერი გიზიარებთ, რაც თავად გაიგეს ამ ბალანსის პოვნის შესახებ.

1/ დახმარება ითხოვეთ (და აღიარეთ, რომ ის გჭირდებათ)

"გასულ წელს ძალიან დაძაბული გახლდით. მაფიქრებდა, როგორი შედეგები ექნებოდა ჩვენს გუნდს და ვგრძნობდი, რომ მარტო ვიყავი. შეხვედრის დროს ძალიან დაუცველად ვგრძნობდი თავს და ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ მათგან მხარდაჭერა მჭირდებოდა, გამოსავალი ერთად უნდა მოგვეძებნა. ისიც ვაღიარე, რომ ყოველთვის არ ვიყავი მზად მათი მხარდაჭერის მოსაღებად და მათი მოსაზრებების მოსასმენად. ახლა, ასე აღარ ვფიქრობ. სხვაგვარად მოვიქცევი, რათა გუნდის წევრებს არ გაუჭირდეთ და უფრო კომფორტულად აიღონ ხელში ლიდერის როლი".

  • ამირა რასული, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, The Folklore Group

2/ მხოლოდ ემოციურად კი არა, მიზანმიმართულადაც უნდა ისაუბროთ

"როდესაც ჩვენი ახალი ელექტრონული კომერციის პლატფორმა გამოვცადეთ, ექვსი საათით გაგვეთიშა გვერდი. მეორე დღეს, გუნდის შეკრებაზე ვთქვი, რომ გათიშვისას ისე ვიგრძენი თავი, თითქოს მუცელში მუშტი ჩაერტყათ. ჩვენმა HR-ხელმძღვანელმა გვერდით გამიყვანა და მთხოვა, ასეთი რამ აღარ მეთქვა. მართალია ვგრძნობდი, რომ გულწრფელი ვიყავი, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ადამიანებს ვაფრთხობდი. ჩემი რჩევაა, ცოტა შეისვენოთ და ისე გადაწყვიტოთ, რა უთხრათ მათ ისეთი, რომ საქმეები იმგვარად წავიდეს, როგორც თქვენ გსურთ".

  • ჩარლი კოული, აღმასრულებელი დირექტორი, FTD

3/ დაეხმარეთ ადამიანებს, ბოლომდე მოისმინონ ინფორმაცია

"გუნდს ბოლო შეხვედრაზე ვუთხარი, რომ გარკვეული შიშები და შფოთვები მქონდა ეკონომიკის ვარდნის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სირთულეებს თავს გავართმევდით და უფრო ძლიერები გავხდებოდით. მოგვიანებით გავიგე, რომ გუნდის ზოგიერთ წევრს გაუჭირდა ამ ოპტიმისტური ინფორმაციის მიღება. მე დღესაც ვცდილობ გავარკვიო, როგორ უნდა ვმართო ჩემი ემოციები და თან, გულწრფელიც ვიყო. მაგრამ თანამშრომლებს დღესაც ვუზიარებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა მათი გააზრება შეძლონ, როგორც კი საკუთარ ემოციებს გაუმკლავდებიან".

  • გოდარდ აბელი, გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი, G2

4/ ეს მომავალშიც გაითვალისწინეთ

"ტყუპის გაჩენისთვის ვემზადებოდი და ჩემი ჯანმრთელობა ძალიან მაფიქრებდა. 20-წუთიანი რუტინული საკეისრო კვეთა რთულ, ოთხსაათიან ოპერაციად იქცა. საბედნიეროდ, მე და ბავშვები ჯანმრთელები ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი მომავალში უნდა გავითვალისწინო. ჩვენ დაჩქარებული ტემპით ვმუშაობთ და ყოველთვის ვცდილობთ შევახსენოთ ჩვენს გუნდს, რომ მსუბუქად უნდა შეხედონ მოვლენებს, განსაკუთრებით, როდესაც რთული ვითარებაა. მე დიდი მომხრე ვარ ასეთი აზროვნების: "ეს იდეალურზე უკეთაა გაკეთებული".

  • ბარბორა სამიიანი, თანადამფუძნებელი და დირექტორი, Sundays

5/ თქვენი ადამიანური პრობლემები გაუზიარეთ გუნდს

"ლიდერობა ნაწილობრივ იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე უნდა აიღოთ მთავარი სირთულეები, გუნდის სახელით უნდა გადაჭრათ პრობლემები და მხოლოდ მაშინ უნდა გაუზიარო მათ საკუთარი მოსაზრებები, როდესაც დროულია და სასარგებლო. ამ დროს, აღმოვაჩინე, რომ თქვენი ადამიანური მხარის გაზიარებაც არ აშინებს გუნდს. პირიქით − ეს კიდევ უფრო ამტკიცებს თქვენს კავშირებს. მაგალითად, მე ისეთ საკითხებზე სასაუბროდაც ვიყავი მზად, რაც პრობლემა იყო ჩემთვის, როგორიცაა მაგალითად, პროფესიული გადაწვა".

  • ალექს ზაკარია, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Linktree

6/ თქვენს პირადი მხარდაჭერის სისტემაზე დაამყარეთ იმედი

"დამფუძნებლებს სამსახურის გარეთ სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერის სისტემები. ახლახან მეც დამჭირდა, როდესაც ინვესტორმა დიდი ვალდებულება არ შეასრულა ფინანსების მოძიების ბოლო მცდელობისას. ამან ბევრი უძილო ღამე გამათენებინა და პანიკური შეტევებიც მომიტანა, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, რათა ჩემი გუნდი წინ წასულიყო. და ასეც გავაკეთე − ჩემი ქმრის სიძლიერეზე, მის სიმშვიდეზე, ოჯახთან კავშირსა და გრძელ დისტანციაზე სეირნობაზე დავამყარე მთელი ჩემი იმედი".

  • ანუ შარმა, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Millie
Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში