Get All Access for $5/mo

საშობაო ბარათების კარდაკარ გაყიდვიდან მილიარდ დოლარიან ტეკილასა და სილამაზის იმპერიებამდე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Net Worth Post

თუ გსურთ მომავალ წელს თქვენი შემოსავალი გაიზარდოს, და ვის არ ენდომება, არა? - ჯონ პოლ დეჯორიას მეტეორიული ზეაღსვლა უნდა გახდეს თქვენი შთაგონების წყარო. ვიდრე ეს მოხეტიალე მილიარდერი გახდებოდა, ენციკლოპედიის გამყიდველი და დამლაგებელიც კი იყო. მხოლოდ ცხრა წლის იყო, როდესაც საშობაო ბარათების კარდაკარ გაყიდვა დაიწყო, რომ თავის ოჯახს ხარჯების დაფარვაში დახმარებოდა.

დეჯორიას პირველი დიდი მცდელობა 1980 წელს ჰქონდა, როდესაც მან და თმის სტილისტმა პოლ მიტჩელმა John Paul Mitchell Systems დააფუძნეს. მთავარი ინვესტორი თერთმეტ საათზე წავიდა სახლში და მათ ნასესხები თანხა, მხოლოდ $ 700 დაუტოვა, რომ მოქმედებები დაეწყოთ.

დეჯორია იმ დროისთვის თავის მანქანაში ცხოვრობდა. როიტერთან ინტერვიუს მიხედვით, დაწყებისას მისი ბიუჯეტი იმდენად მცირე იყო, რომ კომპანიის ცნობილი ლოგოტიპი შავ-თეთრად გამოიყურებოდა იმის გამო, რომ ფერადი ვარიანტის დაბეჭდვის უფლება ვერ მისცეს საკუთარ თავს.

სწრაფი ნაბიჯით გადავინაცვლოთ 40 წლის შემდეგ და დავინახავთ, რომ ახლა John Paul Mitchell Systems 87 ქვეყანას ემსახურება. დეჯორიამ თავისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება, Patrón tequila, 2018 წელს $5.1 მილიარდად მიჰყიდა Bacardi- ს. ცუდი არ არის ისეთი ადამიანისთვის, ვინც ფასდაკლების დღეებში ერთ მარგარიტას 9 ცენტად ყიდულობდა, უფასოდ იღებდა ჩიპსებსა და სალსას და ამ ყველაფერს სადილს ეძახდა.

თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ დეჯორიამ ნამდვილად იცის რაღაც გაყიდვებისა და წარმატების შესახებ. ქვემოთ მის ოთხ საუკეთესო რჩევას გაეცნობით, რომლებიც დაგეხმარებათ მტვერი ჩამოიბერტყოთ და კვლავ დაუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას, როდესაც მძიმე დრო დგება.

1. უპირატესობა მიანიჭეთ ადამიანებთან პირდაპირ კავშირებს

Inc.- სთან ინტერვიუში დეჯორიამ გაამხილა, რომ ელექტრონულ ფოსტას არასოდეს იყენებს და წარმოიდგინეთ, კომპიუტერსაც კი არა. Forbes- ის მონაცემებით, ის 400 უმდიდრეს ამერიკელთაგან ერთ-ერთია, და ამბობს, რომ მისი 10- მდე კომპანია მისგან სულ პატარა ყურადღებას მოითხოვს. სავარაუდოდ, ის თქვენზე უფრო დატვირთულია, ამიტომ, თუ მას შეუძლია სამუშაო დროის განმავლობაში თავი აარიდოს ციფრულ აპარატურას, რომლებიც ყურადღებას უფანტავს, თქვენც შეძლებთ.

ელექტრონული ფოსტა ან პირდაპირი გზავნილები მართლაც კარგია, მაგრამ საქმეები ადგილიდან რომ დაიძრას, ამისთვის პირისპირ საუბრები აუცილებელია, უშუალო ადამიანურ ურთიერთობებს ვერაფერი შეცვლის. თუ თქვენ რაიმეს გაყიდვას აპირებთ და გარიგებების დადებას მომავალი წლების განმავლობაში, პრიორიტეტი პირად ურთიერთობებსა და ურთიერთგაგებას მიანიჭეთ.

როგორც ამბობენ, რომ თქვენი ქსელი - თქვენი საკუთარი კაპიტალია. თუ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ მომავალში სერიულ ანტრეპრენერობას მოკიდოთ ხელი, მომდევნო თვეებსა და წლებში უშუალო ურთიერთობების დამყარება უნდა გაიხადოთ პრიორიტეტად, თუნდაც ამან დაუყოვნებლივ არ მიგიყვანით გაყიდვებამდე. თქვენ შეგიძლიათ ცოტაოდენი დროის შემდეგ შეუდგეთ მომგებიან პარტნიორულ ურთიერთობებს ან კიდევ მომავლისთვის გაიცნოთ ვინმე.

2. ისეთი პროდუქტი იქონიეთ, რომლის ხელახლა შეკვეთაც უყვართ მომხმარებლებს

დეჯორიამ 2017 წელს CNBC- თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, "სავარაუდოდ არ გენდომებათ პროდუქტების ბიზნესისთვის ხელის მოკიდება, ხელახალი შეკვეთების ბიზნესში გენდომებათ საქმიანობა". მონაცემებიც ამას ადასტურებს, Bain & Company- ის კვლევის თანახმად, მომხმარებელთა შენარჩუნების მაჩვენებლის მხოლოდ ხუთი პროცენტით გაუმჯობესებამ შეიძლება 25- დან 95 პროცენტამდე გაზარდოს მოგება.

თუ ერთი და იგივე პროდუქტის განმეორებითი შესყიდვები თქვენი ბიზნეს გეგმის ნაწილია, მსოფლიო დონის პროდუქტის შექმნა მიიჩნიეთ პრიორიტეტად. შემდეგ იგი მსოფლიო კლასის მომხმარებელთა მომსახურებითაც გააძლიერეთ. როდესაც მომხმარებლებს მომსახურების ხარისხი მოსწონთ, ისინი აღფრთოვანებული რეფერალური პარტნიორები ხდებიან, რაც სასწაულებს ახდენს ახალი, მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლის მოზიდვისას.

3. უარმა ენთუზიაზმი არ უნდა გაგიქროთ

ძალიან ადვილია მხრების ჩამოყრა, როდესაც ერთი მეორეზე მიყოლებით იღებთ უარებს, როდესაც პირდაპირ ცხვირწინ გიჯახუნებენ კარს ან როდესაც არავინ გეხმიანებათ. საქმე ის არის, რომ წარმატებული ანტრეპრენერი ის კი არ არის, ვისაც გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროებში აქვს დიდი ცოდნა, არამედ ის, ვისაც მოთმინება აქვს და სწრაფად დადგება ფეხზე, როდესაც რაღაც ძირს დასცემს.

კვლევამ უჩვენა, რომ შეთავაზებაზე უარების მიღებამ შეიძლება განწყობაც შეცვალოს და თვითშეფასებაც. ეს არის ორი კრიტიკული რესურსი, რომელიც ანტრეპრენერებმა ყველაფრის მიუხედავად აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, რომ თამაშში დარჩენა მოახერხოთ.

4. თუნდაც ყველაფერი ცუდად იყოს, ეს მაინც არ არის ქვეყნის დასასრული

2020 წელს ტიმ ფერისის შოუში დეჯორიამ იმედისმომცემი და შთამაგონებელი ფრაზა გაიხსენა: "ბოლოს და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება და თუ ასე არ მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ მისულხართ ბოლომდე". ეს დამამშვიდებელი და სანუგეშო მოსაზრებაა იმ ადამიანისა, რომელმაც სხვა ბევრ განსაცდელთან ერთად თანადამფუძნებლის მოულოდნელი გარდაცვალებაც გადაიტანა. პოლ მიტჩელი პანკრეასის კიბოთი 1989 წელს 53 წლისა გარდაიცვალა, კომპანიის განვითარება დეჯორიამ გააგრძელა.

თუ ანტრეპრენერი ხართ ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს ქმნით, რომელსაც პირადად თქვენთვის მოაქვს სარგებელი, გაჭირვებულებსაც ეხმარება და უკეთესობისკენ ცვლით სამყაროს. ამ დროს ადვილია მთელი ყურადღების პატარა დეტალებზე გამახვილება და ზოგადი სურათის დაკარგვა. ამიტომ, თუ მოულოდნელად სადღაც გაურკვეველ ადგილას მოხვდით და ღრმად შეტოპეთ, ცოტა ხნით უკან დაბრუნდით, რეალურ სამყაროს შეხედეთ, რომ ისევ შეძლოთ ყველაფრის თავიდან დაწყება.

ბევრ ჩვენგანს არ აქვს დიდი გამოცდილება გაყიდვების ან ბიზნესის სფეროში. თუმცა, თუ ანტრეპრენერი ხართ, გზის დაწყებისთანავე შეგხვდებათ წარუმატებლობები და საკმაოდ ბევრჯერ გეტყვიან უარს. ისეთი რამ უნდა მოძებნოთ, რომ გზნება არ ჩაგიქრეთ და სულ მალე ნახავთ, თუ რა დიდი წარმატებებს მიაღწევთ საკუთარი იმპერიის მშენებლობისას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

LIMONATI BY BORJOMI - ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან

"ბორჯომი" სასმელების ახალ კატეგორიაში შედის

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში