Get All Access for $5/mo

შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, თუ დახმარება გჭირდებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GMA

Entrepreneur-მა რამდენიმე უზომოდ დაკავებულ ანტრეპრენერს ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ყველაფრის მოსწრებას. პასუხი? –უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თქვენ თვითონ უნდა შექმნათ სისტემები, რომლებიც თქვენთვის იმუშავებს.

კარამო ბრაუნი Netflix-ის უზომოდ პოპულარული Queer Eye სერიის ხუთ წამყვანთაგან ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია და იმითაა ცნობილი, რომ ხშირად ისეთ აზრიან რჩევებს აძლევს ადამიანებს, თვალზე ცრემლი მოგერევა. მათ იმის გარკვევაში ეხმარება, თუ რა სჭირდებათ საკუთარი თავისა და სხვებისგან, რომ გაცილებით სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ. ბრაუნი ადამიანებს ეხმარება და ამაში დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასაც სჭირდება დახმარება. "ზოგჯერ, წარმატების კიბეზე ადიხარ და გრძნობ, რომ აუცილებელია ყველაფრის გაკონტროლება", − ამბობს მამაკაცის მოვლის ბრენდ Mantl-ის თანადამფუძნებელი.

"ამაში სიმართლის საკმაოდ დიდი მარცვალიც არის, მაგრამ როგორღაც ძალიან კარგიცაა, როდესაც დაუცველი ხართ და იმ ადამიანებს ენდობით, ვისთანაც მუშაობთ. თუ მათ რჩევისთვის მივმართავ, სრულიად ნათელი წარმოდგენა შემექმნება გარკვეულ მოვლენაზე, რაც ასე აუცილებელი იყო ჩემთვის. თუ საკუთარ თავს ყოველდღე ეტყვით: "სამსახური დიდი სტრესია", აუცილებლად სტრესს იგრძნობთ, და თუ იტყვით − "დღეს ძალიან კარგი სამუშაო დღე მექნება, რადგან გარშემო მხარდამჭერთა გუნდი მყავს შემოკრებილი", − ამბობს იგი, − "ამით ისეთ ადგილას აღმოჩნდებით, სადაც შეგიძლიათ მათ ძალებზე დაამყაროთ იმედი. დახმარების თხოვნა იმას ნიშნავს, რომ თქვენც თანამშრომელი ხდებით და გუნდს ქმნით, რომელიც ერთი მიზნის მიღწევაზე მუშაობს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი