Get All Access for $5/mo

"შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს" - დევიდ დროგა გსურთ თქვენი ბიზნესი უკეთესი გახადოთ? ამ შეკითხვაზე რეკლამის ლეგენდა დევიდ დროგას აქვს პასუხი: "თქვენს ლიდერთა გუნდს მეტი შემოქმედებითად მოაზროვნე უნდა შემატოთ"

By Jason Piper

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დევიდ დროგა აღმასრულებელი დირექტორია. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სხვა ტიტულს ამჯობინებდა − კრეატიული დირექტორი. ეს არ ყოფილა ერთ-ერთი იმ გაპრანჭულ ტიტულთა შორის, რომელსაც დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორები უკვე წლებია საკუთარ თავს ანიჭებენ, როგორიცაა, მაგალითად, გართობის მიმართულების მთავარი ოფიცერი. დროგას თავისი ტიტული მიზანს ახსენებდა. იგი საკუთარი სარეკლამო სააგენტოთი, სახელად Droga5 გახდა პოპულარული. მან ყველაზე მეტი ჯილდო მიიღო შემოქმედებითი აზროვნების საერთაშორისო ფესტივალზე "კანის ლომები" (Cannes Lions International Festival of Creativity) და იქ, როგორც თვითონ აღიარებს, საერთოდ არ იყო საჭირო თანამდებობის დასახელება. "კომპანიას ნაწილობრივ ჩემი სახელის ნაწილის პატივსაცემად დავარქვი სახელწოდება, − ამბობს ის, − ასე "მთავარი სულელის" დარქმევაც შემეძლო, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ მან კრეატიული დირექტორი არჩია ბიზნესის იერარქიაში შემოქმედებითად მოაზროვნეების ადგილის მისანიშნებლად: "შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს", − ამბობს ის.

დროგას აზრით, შემოქმედებითი ადამიანები ხშირად შეუმჩნეველნი არიან ბიზნესში. დიახ, მათ ნიჭს სათანადოდ აფასებენ. მათი ნამუშევარი მონეტიზებულია, მაგრამ ამგვარ მოაზროვნეებს მაღალი რანგის პოზიციებზე იშვიათად თუ შეხვდებით და ისინი ლიდერებად ან ბიზნესის მამოძრავებლებად იშვიათად თუ წარმოადგენენ საკუთარ თავს. დროგას ამ დამოკიდებულების შეცვლა სურს. და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მან პირველ ხანებში კრეატიული დირექტორის ტიტული შეინარჩუნა (თუმცა, წელს თებერვალში გადასცა კოლეგას), როდესაც მისი კომპანია Droga5 გლობალური პროფესიული სერვისების კომპანია Accenture-მა შეიძინა და $16 მილიარდად ღირებული ციფრული კომუნიკაციების განყოფილება Accenture Song-ის ხელმძღვანელად დაასახელა. ახლა ის თავის მეგაფონს იყენებს, რათა გარშემო უფრო მეტი მისნაირი ლიდერი იყოს. ქვემოთ დროგა განმარტავს, რატომ უნდა იყვნენ შემოქმედებითად მოაზროვნენი გადაწყვეტილების მთავარი მიმღებნი და ამასთან, მათ დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას ამ პოზიციისკენ მიმავალ გზაზე.

რატომ არ არი უფრო მეტი შემოქმედებითად მოაზროვნე ხელმძღვანელის როლში?
საქმე ის არის, რომ შემოქმედებით ადამიანებზე არასწორი შეხედულებაა დამკვიდრებული, რომ ყველა მათგანი უპასუხისმგებლოა და რომ ჩვენ მხოლოდ მარტივი საკითხები გვაინტერესებს.

ჩემს სააგენტოში ბიზნესგეგმა გულისხმობდა იმას, რომ აქტუალური, გავლენიანი სამუშაო უნდა შეგვესრულებინა, ადამიანებთან უნდა გვემუშავა, რომლებიც მომწონდა და ისეთი პროდუქტი უნდა შეგვექმნა, რომელიც ჩემი აზრით, მსოფლიო დონის იყო. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს მიფიქრია, რამდენ ფულს მივიღებდი ამ ვითარებიდან. ყოველთვის ვფიქრობდი: რის გაკეთება შემიძლია? ჩემი აზრით, ბიზნესის მიმართულების საშუალო აღმასრულებელი დირექტორი, როგორც წესი, ასე აზროვნებს: რა სარგებელს მივიღებ ამ ვითარებიდან? შემოქმედებითი ადამიანი კი ასე აზროვნებს: რის დამატება შემიძლია ამ ვითარებისთვის? რის მიცემა შემიძლია?

როგორ გააკეთეთ პირველად ნახტომი შემოქმედებითიდან აღმასრულებელ დირექტორამდე, ან უკაცრავად, კრეატიულ დირექტორამდე?
როცა პირველად დავიწყე, მართლა ეგოისტი შემოქმედებითი ადამიანი ვიყავი. საკუთარი ხელით მსურდა ყველაფრის გაკეთება და ამაში დიდ წარმატებას მივაღწიე. შემდეგ, როდესაც ჯაჭვში ზემოთ წავიწიე, აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში სხვა ადამიანების იდეებიც ისევე მომწონდა, როგორც ჩემი. მათი დახმარება მომწონდა იდეების განხორციელებაში. ვგრძნობდი, რომ კარი უკვე შევაღე და ყველას აშკარად დავანახე, თუ რას ნიშნავს, იყო შემოქმედი.

ისე არ ყოფილა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამეღვიძა და გავიფიქრე: "ელექტრონული ცხრილების გაკეთება მსურს ან შემოქმედებით ღირებულებებზე საუბარი". ასეთი არ ვარ. მაგრამ დაპროგრამებული ვარ, დანახვა მსურს, რა გავლენა აქვს იმ პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვქმნით. მინდა მეტის უფლება მქონდეს, მინდა მეტი ვთქვა, თუ რას ვუჭერთ მხარს.

თქვენი სურვილია, ხელმძღვანელ პოზიციებზე უფრო შემოქმედებითი ადამიანები იხილოთ. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი ლიდერების უმრავლესობის აზროვნებაში რაღაც არ გაკმაყოფილებთ. ა არის ეს?
იცით, ბევრი ადამიანი კარიერულ კიბეზე ადის, რადგან წინსვლა და ერთი როლიდან მეორეზე გადასვლა ძალუძს. ისიც შეუძლია, შესანიშნავად უხელმძღვანელოს ადამიანებს და მართლაც შესანიშნავად მართოს ბიუჯეტი. სინამდვილეში, ბოლომდე ვერ ერკვევიან იმის არსში, რასაც აკეთებენ. არასწორად არ გამიგოთ, მე მესმის, რომ საჭირონი არიან ადამიანები, რომლებმაც იციან პრაქტიკულად როგორ განახორციელონ რაიმე. მაგრამ მათ არ შეუძლიათ დავიწყება, თუ რას ემსახურებიან. თუ ისინი კომპანიაში მუშაობენ, რომელიც გარკვეულ პროდუქტს აწარმოებს, ეს პროდუქტია მათი მაშველი და ჟანგბადია. კომპანიას მომავალში ვერ განავითარებთ, თუ ეფექტიანობაზე დაიწყებთ თამაშს. მაღალ ხელმძღვანელობაში ყველა არ უნდა იყოს შემოქმედებითი ადამიანი − ეს დიდ ქაოსს გამოიწვევდა. მე უბრალოდ იმის მომხრე ვარ, რომ ისინი მეტნი იყვნენ.

დღეს აღმასრულებელი დირექტორი ხართ, მაგრამ საკუთარ თავს აშკარად შემოქმედებით პიროვნებად წარმოადგენთ. სავარაუდოდ იმისათვის, რომ შემოქმედებით მხარესთან არ დაკარგოთ კავშირი?
დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. ეს თავშესაქცევია, რადგან როდესაც ადამიანები მელაპარაკებიან და ვარაუდობენ, რომ ჩვეულებრივი აღმასრულებელი დირექტორი ვარ, თითქმის ვნერვიულობ: "იციან კი მათ, რომ სინამდვილეში შემოქმედებითი ადამიანი ვარ? მე კომპრომისებზე მივდივარ, რადგან გარკვეული თვალსაზრისით შემოქმედებითი ადამიანი გახლავართ და რასაც ვაკეთებ, სუფთა ბიზნესი არ არის. უფრო მეტად შუაში ყოფნა მომწონს. მე შემოქმედებითობა მომწონს ისეთ გარემოში, სადაც ეს შემოქმედებითობა პასუხისმგებლობასთანაა შერწყმული. ასე მომწონს და თან ძალიან, ამიტომაც არ ვირჩევ რომელიღაც მხარეს.

როგორ ფიქრობთ, შემოქმედებით ადამიანებს უბრალოდ ვერავინ წარმოიდგენს ხელმძღვანელ პოსტებზე, თუ ისინი საკმარისად არ ილტვიან ლიდერობისკენ?
არსებობს მითი შემოქმედებით ადამიანებზე. მახსოვს, როდესაც სააგენტოს ვხელმძღვანელობდი და ის საჯარო უნდა გამხდარიყო, აქციების პროგრამა შეიქმნა. ეს გასაოცარი შეთავაზება იყო და ბიზნესმენთა 100% დარეგისტრირდა. შემოქმედებით განყოფილებაში, რომელშიც დაახლოებით 200 ადამიანი იყო, მხოლოდ 25% დარეგისტრირდა. მახსოვს, როგორ გავიფიქრე: ჩვენ ძალიან სულელები ვართ, რადგან გვგონია, რომ აღარ ვართ ნამდვილად შემოქმედებითები, თუ ფულთან დაკავშირებით კარგად გვაქვს საქმე, ან თუ საერთოდ ფულზე ვფიქრობთ. მინდა, ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფრის ცენტრში დგანან და იდეებს ქმნიან, იგრძნონ, რომ ისინი ამისთვის ჯილდოს მიიღებენ.

ბევრი ადამიანი კარიერულ კიბეზე ადის, რადგან წინსვლა და ერთი როლიდან მეორეზე გადასვლა შეუძლია. ისიც შეუძლია, შესანიშნავად უხელმძღვანელოს ადამიანებს, და მართლაც შესანიშნავად მართოს ბიუჯეტი. სინამდვილეში, ბოლომდე ვერ ერკვევიან იმის არსში, რასაც აკეთებენ.

ისეთს რას სძენენ ლიდერის როლს შემოქმედებითი ადამიანები, რაც არაშემოქმედებითებს არ შეუძლიათ?
ხელოვნების სკოლაში სწავლა სულაც არ არის აუცილებელი, შემოქმედებითი რომ გახდე. ეს − აზროვნებაა. საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს ჯანსაღად შეხედო და გაბედული იყო, შემდეგ კვარტალს იქითაც გაიხედო. შემოქმედებითი ადამიანები მოვლენებს წინ უსწრებენ და ჩვენ ამასთან ერთად, ძალიან კარგად გამოგვდის ერთ რამ, ყველაფერს ვამარტივებთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ოდესმე განსაკუთრებული ძალა მქონია, ეს ყველაფრის გამარტივების უნარია, რადგან მსოფლიოში ახლა დიდი სირთულეებია.

არსებობს თუ არა რაიმე გზა, რომ შემოქმედებითი და ბიზნესმხარე ერთმანეთს სადღაც შუაში შეხვდნენ?
შემოქმედებითი ადამიანები საბოლოო მომხმარებელზე ფიქრობენ. ბევრი თანამშრომელი კი, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ რამდენად პრაქტიკული იქნებოდა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. და თქვენ თქვით ფრაზა, რომლისაც მე უსაშველოდ მეშინია − "შუაში". ეს უღიმღამო შუა ნაწილია, რომელიც ყველაფერს საფრთხის წინაშე აყენებს. და ეს არც აქ არის და არც იქ. კომპანიების უმეტესობა დიქტატს ემორჩილება, იქ რეალურ მოსაზრებებს არ გამოთქვამენ. როგორ უნდა ვუთხრა კლიენტს ის, რის მოსმენაც სურს, ნაცვლად იმისა, რაც მან უნდა გაიგოს? შესაძლოა, შემოქმედებითები უფრო თავხედები ან თავდაჯერებულები არიან, რადგან ისინი რაღაცის ემოციებზე ან პოტენციალზე უფრო ფიქრობენ. მე ყოველთვის ვიმეორებდი ამ ფრაზას: მადლობა ღმერთს, რომ ლოგიკური და სწორხაზოვანი მოაზროვნენი არსებობენ − სამყაროს ისინი ატრიალებენ. მაგრამ აქ მხოლოდ შემოქმედებითი ადამიანების გამო ღირს ცხოვრება. ჩვენ ერთიც გვჭირდება და მეორეც.

რას ეტყოდით მას, ვინც საკუთარ თავს შემოქმედებითად მიიჩნევს და მეტი გავლენის მოხდენა სურს მოვლენებზე?
თანაგრძნობა გამოიჩინეთ ადამიანის მიმართ, ვისაც მაგიდის მეორე მხარეს ესაუბრებით. ბოლომდე ჩასწვდით პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ. უბრალოდ, რომელიღაც მაგარი ნივთის გაყიდვას ნუ შეეცდებით, რომელიც შემოქმედებითად და სახალისოდ მიგაჩნიათ. როდესაც ამ პროცესის ბიზნესმხარეს ითვალისწინებთ და იმასაც, რასაც შემოქმედებითი იდეა აგვარებს, ვფიქრობ, მისი რეალიზების მეტი შანსი გაქვთ, რაღაცის გაყიდვისგან განსხვავებით, უბრალოდ იმიტომ, რომ ის შემოქმედებითია. მე შემოქმედებითობის გამოყენება მსურს, რადგან იგი პრობლემის მოსაგვარებელი უმოკლესი გზაა. ნამდვილად არ ღირს უფრო ძვირი, რომ უფრო დიდი იყო.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია