Get All Access for $5/mo

თავიდან აღმოაჩინეთ თანდაყოლილი ანტრეპრენერული აზროვნება და სიახლეები დანერგეთ თქვენი გამოცდილება კორპორაციის მართვაში ანტრეპრენერულ ჟინთან ერთად, სრულიად გასაოცარსა და ყოვლისშემძლე კომბინაციას ქმნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

rawpixel, Pixabay

ადამიანთა უმრავლესობისთვის ანტრეპრენერობა ჯადოსნური ზღაპრების სფეროა. ამ ზღაპრების პერსონაჟებს შორის ყველაზე წარმატებულები უკვე სანიმუშონი არიან. მაგალითად, ოდესღაც ღატაკი და უიღბლო, გამდიდრებული ჰოვარდ შუტცი; ორიგინალური და უცერემონიო შორსმჭვრეტელი სტივ ჯობსი; თავგადასავლების მაძიებელი რიჩარდ ბრენსონი და მრავალი სხვა. დღეს ისინი უკვე ცნობილი პიროვნებები არიან და უამრავი ადამიანის წარმოსახვას იპყრობენ. თანამედროვე სტანდარტით კი, ალბათ ნამდვილი გმირები, რომლებსაც მართლაც ზღაპრული ქონება და გასაოცარი ცხოვრება აქვთ.

ამ პიროვნებებმა მართლაც დიდი გავლენა მოახდინეს სამყაროზე, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: ანტრეპრენერულ აზროვნებას თქვენც ნამდვილად შეიძენთ თუ ცოდნას გამოცდილებითა და კვლევით მიიღებთ.

ანტრეპრენერული სულის ადამიანებს საკუთარი პროდუქტისადმი გასაოცარი სიყვარული ამოძრავებთ და სამყაროს შეცვლის თანდაყოლილი ჟინიც აქვთ. ზოგიერთებს, დასაწყისში მაინც, ამ გზაზე მარტო სიარული არ მოსწონთ. საკუთარ კომპანიაში ახალი გზების გაკვალვასა და არსებული მდგომარეობის შეცვლაში წვლილის შეტანა სურთ. უეცრად, ერთ მშვენიერ დღეს გრძნობენ, რომ მათ გონებაში რაღაც შეიცვალა და ეს უკვე სერიოზული სიგნალია – თანდაყოლილი, შინაგანი იმპულსების გამოვლენისა და გაძლიერების ძალა უკვე შესწევთ.

ანტრეპრენერულ აზროვნებას მთების გადადგმა შეუძლია – კომპანიების გარდაქმნა და თანამშრომლებისა თუ კლიენტებისთვის განსაკუთრებული, სრულიად ახალი ფასეულობების შექმნა და შეთავაზება. მხატვრებისა და კომპოზიტორების მსგავსად, ანტრეპრენერებიც რაღაც ისეთს ხედავენ, რისი დანახვაც სხვას არავის შეუძლია. შემდეგ კი, საკუთარი ოცნების განხორციელებას ნიჭიერი შემსრულებლების დახმარებით იწყებენ.

ანტრეპრენერული აზროვნება კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაშიც დაგეხმარებათ და კომპანიის განვითარებაშიც. ამასთან, ზრდის შესაძლებლობასაც მოგცემთ. ეს შესაძლოა პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების გაუმჯობესების საშუალებები იყოს, ასევე კომპანიაში ახალი კლიენტების, ხოლო ბიზნესში პროფესიონალების მოზიდვა და შენარჩუნება.

საქმიანობის დაწყებისას შემდეგი საკითხები გაითვალისწინეთ:

არასოდეს დაივიწყოთ ფასეულობები

ანტრეპრენერებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა მათი მიზნებია. გაითვალისწინეთ, რომ როგორც კი კომპანიაში ანტრეპრენერულ აზროვნებას დანერგავთ, თანამშრომლებს ავტომატურად უბიძგებთ გააქტიურდნენ, ხოლო როდესაც მთელი სულითა და გულით ჩართავთ საერთო საქმეში, მათ როლს კომპანიაში გაცილებით მეტ მნიშვნელობას მიანიჭებთ. დაეხმარეთ გუნდის წევრებს საკუთარი დანიშნულების მოძებნაში, არც იმისი აღნიშვნა დაივიწყოთ, რას აკეთებენ ისინი ტიტულის ან თანამდებობის მიუხედავად.

კლიენტისთვის ყველაფერი გააკეთეთ

კომპანიები კლიენტების სურვილებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ყველაფერს აკეთებენ. მათთვის კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა მაღალი ხარისხის პროდუქტების ან მომსახურების მიწოდებაა. ამასთან, სტაბილური ბიზნესის, კომპანიისადმი ერთგულების და მოგების ხელშესაწყობად, კლიენტებთან ურთიერთობის დამყარებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კლიენტი ყურადღების ცენტრში მაშინ ექცევა, როდესაც თანამშრომლები ისე მოქმედებენ, როგორც ანტრეპრენერები.

Amazon-ის დამფუძნებლის, ლეგენდარულ ჯეფ ბეზოსისთვისაც კლიენტი ყველაფერია: "ვცდილობთ, კლიენტებზე ყველაზე მეტად ორიენტირებული კომპანია გავხდეთ მთელ სამყაროში", – აცხადებს იგი. ეს მიდგომა კომპანიის ნებისმიერ ქმედებასა და გადაწყვეტილებაში სრულიად ნათლად ჩანს.

უბიძგეთ თანამშრომლებს პირდაპირ დასვან შემდეგი შეკითხვები და მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი მიიღონ:

  • რა უნდა მომხმარებელს, რა სჭირდება და რას ისურვებდა იგი?
  • კლიენტს რა არ მოეწონა და რამ გაუცრუა იმედები?
  • როგორ შეძლებს გუნდის თითეული წევრი კლიენტთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე უკეთ და სწრაფად მომსახურებას.

ამ შეკითხვებით კლიენტის დამოკიდებულებაზე ყველაფრის გაგებას შეძლებთ. პასუხები სრულ სურათს შეგიქმნით იმის თაობაზე, რა არის მნიშვნელოვანი კლიენტისთვის და როგორ უნდა გახდეს მისთვის ფასეული თქვენი პროდუქტი. ეს შეკითხვები მისი მოგვარების გზების მოძებნაში მაშინაც დაგეხმარებათ, როდესაც სირთულეებს შეეჯახებით.

შეუწყვეთ ხელი იდეების ბიზნესინკუბატორს

კომპანიაში დადებით ცვლილებებს და პროგრესულ აზროვნებას გუნდისთვის ახალი იდეების ძიების შესაძლებლობის მიცემა უწყობს ხელს. იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება, მათზე მსჯელობა და შემდეგ სრულიად ახალი ფორმის მიცემა სხვადასხვა სივრცეში შეიძლება. თუნდაც ეს, Facebook-ზე საიდუმლო ჯგუფის, კომპანიის შიდა დაჯგუფების ან სულაც მრგვალი მაგიდის, ან კიდევ ბიზნესინკუბატორის შექმნა იყოს.

დაივიწყეთ ეგოცენტრიზმი

ოდესმე თუ შეგხვედრიათ უშეცდომო ადამიანი? როდესაც თანამშრომლის შეცდომების შესახებ საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი, ხელმძღვანელობა როგორც წესი, მათ ბრალს სდებს და კიცხავს. უმჯობესია, ნებისმიერი შეცდომა სწავლის შესაძლებლობად გამოიყენოთ. ანტრეპრენერული აზროვნების განვითარება ეგოს დამარცხებაში ადამიანების დახმარებას ნიშნავს. უბიძგეთ მათ საკუთარი თავი გენერალური დირექტორის როლში წარმოიდგინონ. კომპანიაში ურთიერთობის ისეთი კულტურა დანერგეთ, რომ გუნდის ყველა წევრმა შედეგებზე პასუხისმგებლობა გააცნობიეროს და ნებისმიერ ქმედებაზე ანგარიშვალდებული იყოს.

კომპანიაში ხალისიანი განწყობა შექმენით

ანტრეპრენერულ კომპანიებში თანამშრომლები როგორც წესი თავდაუზოგავად მუშაობენ და ბევრის მიღწევას ცდილობენ. ლიდერები საკუთარი გუნდისგან ბევრს მოელიან. მათთვის სრულიად მიუღებელია სამუშაოსადმი ფორმალური, ზედაპირული დამოკიდებულება – მხოლოდ თავდადებულ შრომას აფასებენ. კომპანიაში ხალისიანი განწყობა შექმენით და შესაძლოა, წარმატებისთვის ესეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

სხვებსაც ასწავლეთ

ანტრეპრენერული აზროვნება უზომოდ ძვირად ფასობს. სხვებსაც ასწავლეთ, აგრძნობინეთ, რომ პოტენციალის გამოვლენასა და მიზნების სწრაფად მიღწევაში დაეხმარებით. ამ ჟესტით ადამიანებს სტიმული გაუჩნდებათ, იგრძნობენ, რომ წარმატებები ერთობლივი შრომის შედეგი და მთელი გუნდის დამსახურებაა.

საკუთარ თავზე მეტი სოციალური პასუხისმგებლობა აიღეთ

ანტრეპრენერულად მოაზროვნენი მოქნილ, ინოვაციურ და სტაბილურ გარემოს ქმნიან. ბიზნესსა და ბუნების დაცვაზე პასუხისმგებლობას გრძნობენ, საზოგადოებისადმი კი, პატივსაცემას გამოხატავენ. ლიდერები ამ ფასეულობებს საკუთარ კომპანიებში იმ შემთხვევაში ამკვიდრებენ, როდესაც ნამდვილად აქვთ რაღაცის შეცვლის სურვილი. მაგალითად, Unilever-მა ბევრი რამ შეცვალა, რომ მთელ სამყაროში ქარხნები ეკოლოგიურად უსაფრთხო და სტაბილური გაეხადა. მან ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოსაყენებლად და გაეროს მდგრადი განვითარების გეგმების მხარდასაჭერად, თავად განახორციელა მდგრადი განვითარების გეგმა.

დაუახლოვდით ადამიანებს

როგორც წესი, ანტრეპრენერები როგორც საკუთარ თანამშრომლებთან, ისე მომხმარებელთან ახლო ურთიერთობის დამყარებას ყველანაირად ცდილობენ. ისინი როგორც საკუთარ, ისე სხვების პიროვნულ განვითარებაზეც ზრუნავენ. ეს კი, იმის წინაპირობაა, რომ თითეულ თანამშრომელს ბიზნესში მონაწილეობის და გადაწყვეტილების მიღების რეალური შესაძლებლობა ეძლევა. ასეთ კომპანიებში, როგორც საკუთარი გუნდის, ისე სხვა ძლიერი პიროვნებების საუკეთესო თვისებებს იყენებენ და მათ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ.

კლიენტების მოზიდვა მათთვის პარტნიორობას ნიშნავს, რადგან სწორედ რეგულარული ღონისძიებები, პროდუქტების ტესტირება და შექმნილი ობიექტური აზრი განაპირობებს ურთიერთგაგებას, პროდუქტებით აღფრთოვანებას და ლოიალობას ბრენდის მიმართ. როგორც ჯეფ ბეზოსი აცხადებს: "არაფერი ახალი ან ინოვაციური არ უნდა შექმნათ, თუ იმის ატანა გაგიჭირდებათ, რომ არასწორად გაგიგებენ".

გახდით მარადიული მოსწავლე

თქმა არ უნდა იმას, რომ უკვე რა ხანია თითქმის დაგვავიწყდა, როგორ შეიძლება ჩვენი თანდაყოლილი ანტრეპრენერული სულის გამოყენება. ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა კურსებზე ჩაწერაა, მით უფრო, რომ ანტერპრენერული უნარების სწავლების ცენტრები მრავალ უნივერსიტეტს აქვს. თუ თქვენს სიახლოვეს ასეთს ვერ მონახავთ, რომელიმე ინტერნეტვერსია სცადეთ: Udemy, Coursera ან Skillshare.

იპოვეთ საკუთარი წარმატების გზა სხვის ისტორიებში

წარმატებული ანტრეპრენერებისგან გამოცდილების მისაღებად მათთან პირადი ურთიერთობა საერთოდ არ არის აუცილებელი. თუ უცნობ სფეროზე მეტის გაგება გსურთ, ანტრეპრენერ ტიმ ფერის ბესტსელერი, "მრჩეველების ტომი" წაიკითხეთ. წიგნში ბევრი თემაა განხილული, ამასთან ერთად, თვით ავტორის და სხვა გავლენიანი მენტორების რჩევებიც. გარი ვაინერჩუკი – ღვინის ექსპერტი, ანტრეპრენერი და ავტორი წერს, თუ როგორ შექმნეს დიდმა ანტრეპრენერებმა კომპანიები. იგი საკუთარ გამოცდილებასაც გთავაზობთ და სხვების სტრატეგიას, ტაქტიკას და შთაგონების გზებსაც იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეძლოთ იგივეს გაკეთება.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"