Get All Access for $5/mo

ტეილორ სვიფტის სტრატეგიები, რომელიც 2024 წელს ყველა ტექლიდერმა უნდა გამოიყენოს

By Farhana Rahman

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინტელექტუალური საკუთრების პროგრესული მენეჯმენტიდან დაწყებული, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფით დამთავრებული, ტექანტრეპრენერებს არაერთი რამ შეუძლიათ ისწავლონ ტეილორ სვიფტისგან.

აუცილებელი არ არის, ტეილორ სვიფტის ფანი იყო, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში მისი წარმატებით აღფრთოვანდე. 34 წლის პოპვარსკვლავის განვლილ გზას თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნესპროცესების გონივრულად წარმართვის მაგალითებს. აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრისთვის სვიფტის ქონების ღირებულება $1,1 მილიარდს შეადგენდა.

ტექნოლოგიების სფეროში მყოფი მეწარმეებისთვის ტეილორ სვიფტი შესაძლოა შთაგონების წყარო იყოს, რამდენადაც ორივე მათგანი ცდილობს საკუთარი სიტყვა თქვას იმ ინდუსტრიაში, რომელიც საკმაოდ კონკურენტული და მუდმივად ცვალებადია. და აი ისიც, როგორ გადმოვიტანოთ პოპვარსკვლავის სტრატეგიები ჩვენს ყოველდღიურობაში.

მტკიცედ დაიცავით თქვენი ძირითადი ღირებულებები და უფლებები

ტეილორ სვიფტმა გაბედული ნაბიჯი გადადგა, როდესაც Spotify-ის freemium მოდელისა და Apple Music-ის ადრეული გადასახადის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა, ამ ჟესტით იგი ხელოვანების უფლებებს უსვამდა ხაზს. ტექანტრეპრენერებსაც შეუძლიათ ხაზი გაუსვან და წინა პლანზე გადაწიონ თავიანთი ძირითადი ღირებულებები და უფლებები, თუნდაც ეს ინდუსტრიის გიგანტების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობდეს. ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს სამართლიანი პრაქტიკის ადვოკატირებას, საუბარს და წერას თემებზე, რომელიც ხაზს უსვამს მონაცემთა კონფიდენციალურობის მნიშვნელობას ან ციფრულ პლატფორმებზე კრეატორებისთვის თანაბარი კომპენსაციის უზრუნველყოფას. ამის გაკეთება არა მხოლოდ აძლიერებს თქვენს ბრენდს და მისი ბაზრის მთლიანობას, არამედ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც გამოიწვიოს.

დაიცავით თქვენი ინტელექტუალური საკუთრება

ცნობილია, რომ ტეილორ სვიფტმა 6 ალბომის განახლებული ვერსია გამოუშვა, რათა საავტორო უფლებები მხოლოდ მას ჰქონოდა. ეს გადაწყვეტილება პოპვარსკვლავმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა ყოფილმა ლეიბლმა, Big Machine-მა, მომღერლის ჩანაწერების ნაწილი 2019 წელს გაყიდა.

ტექსფეროში მომუშავე ხალხისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების საკითხი. ასე რომ, დაიცავით პატენტები, შეინარჩუნეთ კონტროლი თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის წყაროს კოდზე, განაგრძეთ მუშაობა და თამამად შეიტანეთ სიახლე პროდუქტის დიზაინში. საკუთრების ამ ფორმას თავისი აშკარა გრძელვადიანი სარგებელი აქვს.

ისარგებლეთ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით

სვიფტი ძლიერია როგორც სტრიმინგ, ასევე ფიზიკურ გაყიდვებში, დროდადრო ცდილობს დაიჭიროს ბალანსი ციფრულ თუ ფიზიკურ რეალობას შორის. ანალოგიურად, ტექმეწარმეებმაც უნდა სცადონ სხვადასხვა პლატფორმის ათვისება. მაგალითად, შექმენით ვებაპლიკაცია? მშვენიერი, ახლა მობილურ ვერსიაზეც იმუშავეთ. ფიზიკური პროდუქტი დაამზადეთ? იფიქრეთ ციფრული ვერსიის შეთავაზებაზე, რომლებიც ერთდროულად იმუშავებს. მართალია, ეს მეტ დროს, ფულს და რესურსებს მოითხოვს, მაგრამ, ასევე, გააფართოებს ბაზრის წვდომასა და გამძლეობას.

საკუთარი აუდიტორიის ჩართულობა

სვიფტი, უბრალოდ, გენიოსია გულშემატკივართა ჩართულობის საკითხში. იგი იყენებს სოციალურ მედიასა და პირად ინტერაქციას "ქომიუნითის" შესაქმნელად, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მუდმივად კავშირში არიან პოპვარსკვლავთან. მიუხედავად იმისა, რომ აქ სხვადასხვა ფაქტორი დიდ როლს ასრულებს, ვფიქრობ, ტექმეწარმეებსაც შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია, ფორუმები და პირდაპირი კომუნიკაციის არხები მომხმარებლებთან დასაკავშირებლად. ეს კარგია ლოიალობის, ბრენდის განწყობისა და რეპუტაციის გასაძლიერებლად.

ჩაერთეთ ემპირიულ მარკეტინგში

გრემის 12-გზის გამარჯვებულმა ახალი კრიტერიუმები დააწესა ცოცხალ მუსიკაში, რაც ბოლო დროს Eras Tour-ის დაგეგვმასა და წარმართვაშიც ვლინდება.

ტექმეწარმეებმა, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც დიდი მარკეტინგული ბიუჯეტი აქვთ, კარგად იციან, რომ ემპირიულმა მარკეტინგმა შესაძლოა სრულიად შეცვალოს თამაში. ასე რომ, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, გადახედეთ გზებს, რომ მომხმარებლებს პროდუქტის ინტერაქტიური დემო ვერსია ან ვირტუალური რეალობა შესთავაზოთ. სულ მცირე, უმასპინძლეთ ინდუსტრიის ღონისძიებებს, მაგალითად, პანელებს, რომელიც დასამახსოვრებელი გამოცდილება იქნება და ამასთან, შედარებით მარტივად განსახორციელებელია.

ეცადეთ გახდეთ ცვლილებების შემქმნელი

როგორც ცნობილია, Eras Tour-ის ბილეთები წინასწარ მხოლოდ ტეილორ სვიფტის რეალურ ფანებზე უნდა გაყიდულიყო - აღსანიშნავია, რომ მათ შეძენას 14 მილიონზე მეტი ადამიანი ცდილობდა, მათ შორის ბოტების მეშვეობით, რამაც საჯარო დავა გამოიწვია მომღერალსა და Ticketmaster-ს შორის. საბოლოოდ, ამ პროცესმა მნიშვნელოვანი რეფორმა შეიტანა საკონცერტო ბილეთების გავრცელებაში, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მისი რეპუტაცია ბიზნესპრაქტიკის უკეთესობისკენ ჩამოყალიბებაში.

ტექმეწარმეების უმეტესობამ შესაძლოა "რადარის ქვეშ" მუშაობა არჩიოს, ვიდრე ხელი შეუწყოს ცვლილებებს. რეალურად კი მათ შეუძლიათ რეფორმებს ჩაუდგნენ სათავეში და უზრუნველყონ უკეთესი შიდა პოლიტიკის ადვოკატირება, თანამშრომლობა უფრო სამართლიანი წესების დაცვით და პროდუქტების შემუშავება ინდუსტრიის მასშტაბით პრობლემების უკეთ გადასაჭრელად.

იყავით მოქნილი

ცნობილია, რომ სვიფტი უპრობლემოდ გადადის ერთი მუსიკალური ჟანრიდან მეორეში - შეიძლება ითქვას, მარტივად ადაპტირდება, რაც მას არამარტო ფანების რაოდენობას უნარჩუნებს, არამედ კიდევ უფრო ზრდის აუდიტორიას. ტექმეწარმეებიც ანალოგიურად მოქნილები უნდა იყვნენ, ჰქონდეთ მზაობა ბაზრის ტენდენციების მიხედვით ცვლილებებისა და მომხმარებელთა მოსალოდნელი საჭიროებების საპასუხოდ.

Farhana Rahman

Global B2B/B2C Content Marketing Strategist

A visionary marketing strategist with over a decade of experience in creating impactful content and driving successful marketing initiatives across diverse global markets.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია