📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თომას ჯეფერსონის 11 შთამაგონებელი ფრაზა მოტივაციაზე, აზროვნებასა და პროდუქტიულობაზე გაეცანით, თომას ჯეფერსონის ბრძნულ გამონათქვამებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

history.com

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი, შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტი, დიპლომატი, იურისტი, არქიტექტორი, ფილოსოფოსი, ვირჯინიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და ისტორიკოსი - მართლაც განუზომელია თომას ჯეფერსონის დამსახურებები ამერიკის ისტორიაში.

მისი შორსმჭვრეტელობა და ინტელექტი დაეხმარა მთელ ერს, ისეთები გამხდარიყვნენ, როგორებიც დღეს არიან. ხოლო. მის მიღწევათაგან საკმაოდ ბევრი კი, თანამედროვე საზოგადოების საფუძველი გახდა. მისი სახე ორ დოლარიან მონეტაზეცაა გამოხატული და ბანკნოტზეც.

არ აქვს მნიშვნელობა დამწყები ანტრეპრენერი ხართ თუ უკვე აღიარეული ბიზნესის მფლობელი, თომას ჯეფერსონისგან ბევრის სწავლას შეძლებთ. გადახედეთ მესამე პრეზიდენტის ამ 11 გამონათქვამს, და ისინი შთაგონების წყაროც გახდება თქვენთვის და დაგაფიქრებთ კიდეც.

მოტიავაციაზე

"პირობა მიეცით საკუთარ თავს, რომ უსაქმურად არასოდეს იქნებით. ვერავინ დაიწუწუნებს, დრო არ მყოფნისო, თუ არასოდეს კარგავს მას", - თომას ჯეფერსონი

ბედნიერებაზე

"ბედნიერებას არც სიმდიდრე მოგიტანთ და არც ფუფუნება, არამედ - მხოლოდ სიმშვიდე და რაიმეს კეთება", - თომას ჯეფერსონი

აზროვნებაზე

"ადამიანს არაფერი აძლევს იმაზე დიდ უპირატესობას სხვების წინაშე, როგორც ნებისმიერ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება და უდვრტვინველობა",- თომას ჯეფერსონი

ლიდერობაზე

"რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის ისე გააკეთეთ, თითქოს მთელი სამყარო თქვენ გიყურებდეთ", - თომას ჯეფერსონი

თანამშრომლობაზე

"ყველა ერს, მშვიდობას, ვაჭრობას და პატიოსან მეგობრობას ვთავაზობთ, ალიანსებს კი, - არავის", -თომას ჯეფერსონი

შეუპოვრობაზე

"გასაოცარია, რამდენის გაკეთება შეგვიძლია, როდესაც გამუდმებით რაღაცას ვაკეთებთ", -- თომას ჯეფერსონი

პიროვნულ განვითარებაზე

"პატიოსნება, სიბრძნის წიგნის პირველი თავია", - თომას ჯეფერსონი

იდეებზე

"ერთი თბილი აზრის გაელვება ჩემთვის ფულზე ძვირფასია", -- თომას ჯეფერსონი

სამუშაოს დაწყებაზე

"ნუ დახარჯავთ ფულს, რომელიც ჯერ არ გაქვთ", - თომას ჯეფერსონი

პროდუქტიულობაზე

"არ აქვს მნიშვნელობა ადრე ვიძინებ თუ გვიან, ყოველთვის მზესთან ერთად ვდგები საწოლიდან", - თომას ჯეფერსონი

მომავალზე

"მომავალზე ოცნება უფრო მომწონს, ვიდრე ძველი ისტორიების გახსენება", - თომას ჯეფერსონი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული