Get All Access for $5/mo

"თრეველოპედია" - როგორ იქცა ჰობი ბიზნესად?! "მოგზაურობის დროს ისეთი დადებითი ემოციებით ვივსები, რომ დაბრუნებულს ეს გრძნობა ხანგრძლივად მიმყვება. როდესაც სხვა ადამიანებს მოგზაურობას ვუგეგმავ, მგონია, რომ მათაც ამ სიხარულის მიღებაში ვეხმარები. ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანია"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურისტული კომპანია "თრეველოპედია" სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე, თუმცა საზოგადოების მხრიდან ნდობა და სიყვარული მალევე მოიპოვა. კომპანია თითოეული ადამიანისთვის მასზე მორგებულ, ინდივიდუალურად დაგეგმილ სამოგზაურო პაკეტს ქმნის. საქმიანობის დეტალებისა და საკუთარი განვლილი გზის შესახებ Entrepreneur "თრეველოპედიას" დამფუძნებელ ქეთი თითბერიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, "თრეველოპედია" მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვისაა − მათთვის, ვისთვისაც დეტალები მნიშვნელოვანია და სურს, რომ ყოველი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად აქციოს. კომპანიაში თითოეული მგზავრისთვის განსაკუთრებული, მასზე მორგებული, ინდივიდუალურად დაგეგმილი მარშრუტი იქმნება, დაგეგმვის პროცესში კი გათვალისწინებულია თითოეული ადამიანის სურვილები, მიზნები და რაც მთავარია, ბიუჯეტი. აღსანიშნავია ისიც, რომ შეთავაზებული მიმართულებები შეუზღუდავია და ის მხოლოდ მოგზაურის არჩევანზეა დამოკიდებული.

"თრეველოპედიას" შექმნის იდეა ქეთის მოგზაურობის ისტორიებს უკავშირდება, რომლებიც ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო. "გერმანიაში სასწავლებლად წასული, ყოველ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი ჯერ ახლოს მდებარე ქალაქებში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში. სწორედ მაშინ ვისწავლე მოგზაურობის სწორად დაგეგმვა.

საქართველოში დაბრუნებული მივხვდი, რომ მოგზაურობით ვიყავი "შეპყრობილი" და ყოველ 2-3 თვეში ახალ მოგზაურობას ვიგონებდი. ჩემს გამოცდილებას მეგობრებს ვუზიარებდი და მარშრუტების დაგეგმვაში ვეხმარებოდი. მალე ეს წრე გაიზარდა და მეგობრების მეგობრები, უბრალოდ ნაცნობები მთხოვდნენ რეკომენდაციებს. ასე გაჩნდა "თრეველოპედია".

მოგზაურობის დროს ისეთი დადებითი ემოციებით ვივსები, რომ დაბრუნებულს ეს გრძნობა ხანგრძლივად მიმყვება. როდესაც სხვა ადამიანებს მოგზაურობას ვუგეგმავ, მგონია, რომ მათაც ამ სიხარულის მიღებაში ვეხმარები. ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანია", − აცხადებს ქეთი თითბერიძე.

იგი თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ოცნება, თუმცა მისი განხორციელების ეშინია, ურჩევს გააკეთოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი იმისათვის, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს. მისი აზრით, თითოეული დღე, რომელსაც ჩვენ სასიკეთოდ არ გამოვიყენებთ, დაკარგულია.

ქეთი იმ გზაზეც საუბრობს, რომელიც ოცნებიდან მის ასრულებამდე გაიარა. "თითქმის 20 წელია გაყიდვების სფეროში ვმუშაობ. ამჟამადაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახური მაქვს, რომელიც უზომოდ მიყვარს. პარალელურად, მუდამ მინდოდა ოცნება განმეხორციელებინა, მაგრამ არც სამსახურის მიტოვება მსურდა და ვერც ამ ოცნებაზე ვამბობდი უარს. ამან საკუთარი ბიზნესის დაწყების პროცესი გამიხანგრძლივა. საბოლოო ნაბიჯის გადადგმაში პანდემიის პერიოდი დამეხმარა. ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვიშრომე, ვისწავლე და ერთგული, სანდო პარტნიორების დახმარებით, ოცნება რეალობად ვაქციე. სწორედ ასე შეიქმნა "თრეველოპედია".

სამომავლოდ, კომპანიის გაფართოებას ვგეგმავთ. გვინდა, საზოგადოებას უფრო მრავალფეროვანი სერვისები შევთავაზოთ. წინ ცხელი ზაფხულია შვებულებისა და დასვენების პერიოდი, საუკეთესო დასვენების მსურველებს კი ჩვენთან ველოდებით. ცხელ შეთავაზებებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ "თრეველოპედიას" Facebook და Instagram-გვერდებზე", − აღნიშნავს ქეთი თითბერიძე.

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისთვის

Develor International-ის და Develor საქართველოს გამოცდილება ორგანიზაციების მხარდაჭერის პროცესში