Get All Access for $5/mo

წარმატებული სპორტსმენების ჩვევები თქვენც წარმატებულს გაგხდით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Baseball Prospectus

ალბათ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ კონკურენტუნარიან სპორტსმენებს რაღაც საერთო აქვთ ანტრეპრენერებთან. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ბიზნესში წარმატების მისაღწევად სწორედ ის სტრატეგიები გამოიყენება, რომლებსაც საუკეთესო სპორტსმენები იყენებენ. დოქტორი ჯეისონ სელკი ბეისბოლის გუნდ St. Louis Cardinals-ს დაეხმარა, მთავარი ლიგის მსოფლიო სერიებში გამარჯვებაში მენტალური წვრთნის დირექტორის როლში. მის წიგნში, "დღეს დაიწყე ხვალინდელი დღის ორგანიზება", ის სტრატეგიებია განხილული, რომლებსაც სპორტსმენებთანაც იყენებდა მათ წარმატების მიღწევაში რომ დახმარებოდა და ბიზნესსამყაროშიც.

მსგავსი სტატია: იფიქრე და იმოქმედე ჩემპიონივით!

თქვენი ჩვევები რიტუალად აქციეთ

სელკი ამბობს, რომ წარმატების საიდუმლო იმ ჩვევების რიტუალიზაციაა, რომლებსაც წარმატება მოაქვს. "რიტუალიზაცია ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე მოქმედების შესრულებაა", − ამბობს სელკი. ბეისბოლისტები, მისი თქმით, ძალისმიერ ვარჯიშებს და წვრთნის მთელ პროგრამას ყოველდღიურად, ხშირად ერთსა და იმავე დროს ასრულებენ. "მათ იციან, რომ 8:30-ზე უნდა დაიწყონ ვარჯიში, არ ფიქრობენ როდის უნდა გაიღვიძონ დილით, როდის უნდა ისაუზმონ, ამაზე საერთოდ არ ამახვილებენ ყურადღებას, რადგან ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გარკვეული აქვთ და შესაბამისი გეგმაც შეუმუშავებიათ", − ამბობს ის.

ყოველდღიური რუტინის შედგენა თქვენს ბიზნესსაც დაეხმარება. თუ იცით, რომ თქვენი რიტუალი დილის 9 საათზე გაყიდვებთან დაკავშირებული ზარის განხორციელებაა, იმასაც განსაზღვრავთ, ამ გეგმის შესასრულებლად რომელ საათზე უნდა იყოთ ოფისში. რიტუალიზაცია დიდ ენერგიას მოითხოვს და უფრო მეტ ენერგიას გაძლევთ სხვა, მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად.

როგორ უნდა შეიძინოთ მნიშვნელოვანი ჩვევები

სელკი ჩვევის შეძენის სამ ეტაპს გამოყოფს: თაფლობისთვის, ბრძოლის და სიამოვნების მიღების ფაზები. თაფლობისთვის ფაზაში, რომელიც როგორც წესი, სამოტივაციო მოვლენას მოსდევს, ჩვევის შეძენა ყველაზე ადვილია. ისეთი ენთუზიაზმით ხართ აღსავსე ყოველდღიურად გაყიდვებთან დაკავშირებული სამი ზარი განახორციელოთ, რომ ამის გაკეთება სახალისოც კია თქვენთვის.

მეორე − ბრძოლის ფაზა, ასეთი სახალისო აღარ არის. იგი ჩვევის განმტკიცებას გულისხმობს, რაც არც ისე იოლია. ახლა იმ ზარების გაკეთება თქვენთვის თითქოს პრობლემა ხდება, წარსულში გინდათ დატოვოთ და აღარასოდეს გაიხსენოთ. ამ ჩვევის გასამტკიცებლად, როგორც სელკი ამბობს, დიდი ბრძოლის გადატანა და მისი მოგებაა საჭირო. ამისთვის კი, შემდეგი საშუალებები არსებობს:

  • რიტუალიზაცია: ეს ჩვევები ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს განამტკიცეთ.
  • ემოცია შემატეთ: "მოქმედებას ემოციები განაპირობებს, − ამბობს სელკი და ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს, ბრძოლა რომ მოგეგოთ, როგორ იგრძნობდით თავს? რომ წაგეგოთ, როგორ იგრძნობდით თავს შემდეგ წელს და ხუთი წლის შემდეგ, თუ საკუთარ თავთან ამ ბრძოლებს მოიგებდით? როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, თუ დღეში სამი ზარის გაკეთებას გააგრძელებდით? როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ან თქვენი ბიზნესი, თუ ამ ზარების გაკეთებას შეწყვეტდით?"
  • პრიორიტეტები გამოყავით: "ყველაზე წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი უნარი, პრიორიტეტების გამოყოფაა", − ამბობს სელკი. ყველაზე წარმატებული ადამიანები და სპორტსმენები ყოველთვის ვერ ასრულებენ შესასრულებელი საქმეების სიაში ჩამოწერილ ყველა პუნქტს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანს კი − თითქმის ყოველთვის.
  • ადრიანად დაიწყეთ დღე: როგორც სელკი ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების უპირველესად შესასრულებლად, წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობა ადრიანად იწყებს დღეს. თუ თქვენს სიაში უკვე გაქვთ შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, იცოდეთ, რომ ყურადღებას ვერაფერი გაგიფანტავთ. "რაც უფრო გვიან შეუდგებით საქმეს, მით მეტი ხელისშემშლელი ფაქტორები გამოჩნდება და მით ნაკლები ენერგია გექნებათ", − აცხადებს სელკი.

"თუ ბრძოლის ფაზას მოიგებთ", − აგრძელებს იგი, − "ჩვევის ჩამოყალიბების მესამე ფაზაზე შეძლებთ გადასვლას, რომელსაც ის "სიამოვნების მიღებას" უწოდებს. ეს საუკეთესო მდგომარეობაა, ამ დროს ჩვევა მეორე ბუნება ხდება, ყოველდღიურად ისე აკეთებთ, რომ არც კი ფიქრობთ მასზე.

სწორი გზიდან გადახვევა

ცხოვრება მართლაც მშვენიერია, როდესაც სიამოვნების მიღების ფაზაში ხართ, მაგრამ სელკი ამბობს, რომ მთელი რიგი ფაქტორები არსებობს, რომლებიც უკან, ბრძოლის ეტაპზე დაბრუნებას გაიძულებთ. ადამიანს ყველაზე მეტად ის უცრუებს იმედს, რომ ჩვევა ჩამოყალიბებული აქვს და ამ დროს, შედეგებს ვერ ხედავს. თქვენს ნორმალურ რუტინას ისეთი გადახრებიც შეცვლიან, როგორიც შვებულება ან ავადმყოფობაა. უკან, ბრძოლის ფაზაში გაბრუნებენ.

მსგავსი სტატია: ზაზა ფაჩულიამ ISET-ის კურსდამთავრებულებს სამოტივაციო სიტყვის მიმართა

ანტრეპრენერებს ხელი ხშირად ეცარებათ, რადგან წარმატების მიღწევის შემდეგ ცდუნება უჩნდებათ. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვევა გამჯდარია და საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ მასზე ზრუნვა საერთოდ აღარ გჭირდებათ. სამი თვის განმავლობაში დღეში სამ ზარს ახორციელებთ და თქვენი ბიზნესი ყვავის. ამ დროს იწყებთ ფიქრს, რომ ამ ჩვევის მოშლა შეგიძლიათ კიდეც, მაგრამ სამი თვე გადის და თქვენი ბიზნესი წინსვლას ანელებს. უბრალოდ, დროულად ვერ მიხვდით, რომ თქვენი ბიზნესის წარმატება იმ სამი ზარის დამსახურება იყო, რომელსაც დაუზარებლად აკეთებდით ორი თვის წინ. ამიტომ დროა, ამ ჩვევებზე მუშაობას თავიდან შეუდგეთ და სწორ გზას დაუბრუნდეთ!

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია