Join our Waitlist for Expert Advice!

4Hospitals - სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების პროვაიდერი კომპანია საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანტრეპრენერობამდე ნინო გამყრელიძემ ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო. პროფესიით ექიმმა, სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განვითარება განსხვავებული მიმართულებით, სამედიცინო ბიზნესში განაგრძო. 2005 წლიდან ნინომ არაერთ სამედიცინო კომპანიაში იმუშავა სხვადასხვა პოზიციაზე, ამ სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ და ცოდნამ კი 2014 წელს 4Hospitals-ის დაფუძნების იდეამდე მიიყვანა.

4Hospitals-ი სამედიცინო პროდუქტების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სამედიცინო დაწესებულებების მომარაგებაა სამედიცინო ინვენტარით, ავეჯით, აპარატურითა და სახარჯი მასალებით. გარდა ამისა, კომპანია სამედიცინო ტექნიკური სერვისების მიწოდებასა და მუდმივ მონიტორინგს უზრუნველყოფს.

"ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო ჩვენი წვლილი შეგვეტანა კლინიკები სერვისების გაუმჯობესებაში, კერძოდ, დაგვეხვეწა სამედიცინო პროდუქციის ხელმისაწვდომობა, უწყვეტი და დროული მომარაგება, ასევე კვალიფიციური კონსულტაციების გაწევა. პროდუქციის ასორტიმენტის სწრაფი ზრდის კვალდაკვალ კიდევ უფრო ნათლად მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პროცესების ავტომატიზაცია და წარმატებით დავნერგეთ მინი ERP სისტემა ბალანსი, რომელმაც სრულად დაგვაძლევინა აღნიშნული ამოცანები", − ამბობს ნინო გამყრელიძე.

როგორც 4Hospitals-ის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, იმ პერიოდში მსგავსი კონცეფციის მქონე კომპანიის დაარსება დროული იყო. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ახალი დანერგილი გახლდათ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე, ამან კი, თავის მხრივ, მოთხოვნის ზრდა განაპირობა კლინიკების სამედიცინო პროდუქციაზე.

თავდაპირველად 4Hospitals-მა მცირე, ხუთკაციანი გუნდით დაიწყო მუშაობა და ნელ-ნელა განვითარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ გუნდის ზრდა და კომპეტენტური ადამიანების შემოკრება აღმოჩნდა, რომლებიც გაიაზრებდნენ კომპანიის გრძელვადიან ხედვასა და პრინციპებს. ნინო გამყრელიძის თქმით, მხოლოდ სწორად შერჩეული ადამიანური რესურსი ქმნის წარმატების ფორმულას. დღეს 4Hospitals-ში 55 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ძლიერი კორპორაციული კულტურის მქონე გუნდს ქმნიან.

"დღეს კომპანია გენდერულად დაახლოებით 50/50-ზეა დაბალანსებული. თავად მე, როგორც ქალ დამფუძნებელს, ცხადია, თავიდან ბევრ გენდერულ სტერეოტიპთან მომიწია გამკლავება, რაც ძირითადად ნდობის და საქმიანი შეთანხმებების პერიოდში ვლინდებოდა. თუმცა დღესდღეობით ეს საკითხი სრულად დაძლეულია", − აღნიშნავს ნინო გამყრელიძე.

დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება ნინოსთვის კომპანიის მართვის შიშთან იყო დაკავშირებული. მრავალფეროვანი გამოცდილების მიუხედავად, იგი ფიქრობდა, რომ საკმარისი კომპეტენციები არ გააჩნდა, არც გუნდისთვის სურდა იმედების გაცრუება. თუმცა დროთა განმავლობაში, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, აღნიშნული დაბრკოლებები გადალახა და ახალი ლიდერული უნარ-ჩვევებიც შეიძინა.

"ყველა ლიდერს წარმატების თავისი ფორმულა აქვს, რომელიც ძალიან კომპლექსურია. ჩემთვის ეს თავდაუზოგავი შრომა, სწორად ჩამოყალიბებული სტრატეგია და მიზანსწრაფულობაა, ასევე სწორი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი და კეთილსინდისიერება. საქმიანობის მთავარი მოტო კი დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხია პროცესის თითოეულ ეტაპზე", − აღნიშნავს ნინო.

მიმდინარე წელს 4Hospitals-ი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიცირების ISO 9001:2015-ის აღებას გეგმავს. უკვე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში დარგის სხვადასხვა სპეციალისტთან დაგეგმილია პროფესიული მრგვალი მაგიდების მოწყობა, მასტერკლასი და ვორქშოპები, რაც ერთმანეთისთვის გამოცდილებების გაზიარებასა და პროფესიულ წინსვლას ემსახურება. როგორც ნინო გამყრელიძე აღნიშნავს, მიმდინარე წელი ამ მხრივ 4Hospitals-ისთვის გამორჩეული იქნება.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"