Get All Access for $5/mo

4Sales Company - უძრავი ქონების მართვის კომპანია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

4Sales Company - არის უძრავი ქონების რეალიზაციის მართვის კომპანია, რომელიც 2019 წლიდან აჭარაში სხვადასხვა დეველოპერულ პროექტს მართავს.

"დღემდე ჩვენმა გუნდმა 15 ექსკლუზიური პროექტის მართვა/რეალიზაცია შეძლო. კომპანიის შექმნის იდეა ჩემს პარტნიორსა და თანადამფუძნებელს, თორნიკე მახარაძეს ეკუთვნის. ჩვენ გვსურდა შეგვექმნა კომპანია ისეთი გუნდით, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძარღვი იქნებოდა:

  • ღირებულება
  • პიროვნების პატივისცემა
  • თავისუფლება

ჩვენი მომსახურებით, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობა განიხილება ექსკლუზიური ხელშეკრულებით, რაც მოიცავს:

  • პროექტის კონცეფციის დამუშავებას
  • რეალიზაციისა და მარკეტინგის გეგმის შემუშავებასა და მიმდინარე პროცესის მართვას
  • გაყიდვების გუნდის ფორმირებასა და მართვას
  • გარე გაყიდვების (ბროკერები, სააგენტოები, რეალტორები) ჩართულობის უზრუნველყოფას
  • მომხმარებელთა ბაზების ფორმირებას და მომხმარებელთა (პოტენციური და დაკონტრაქტებული) პორტფელის მართვას
  • გაყიდვების ყოველთვიურ ანგარიშსა და მის ანალიზს

დღეს, როცა განვლილ პერიოდს ვიხსენებ, არ ვიცი საკუთარ თავში ამხელა მუხტი და თავდაჯერებულობა როგორ ვიპოვე", - ჯეირან მოწყობილი, 4Sales Company - თანადამფუძნებელი და დირექტორი.

ჯეირანი მიიჩნევს, რომ ძალიან გაუმართლა, როცა 2018 წელს, უძრავი ქონების სფეროში, ბათუმში ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობა დაიწყო და ისეთ თანაგუნდელთან მოხვდა, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მისცა, პროფესიულად გაზარდა.

"სწორედ ამ კომპანიაში არსებულმა საკითხებმა შთაგვაგონა, რომ მე და ჩემს პარტნიორს გუნდი შეგვექმნა, სადაც ყოველი ადამიანი თავისუფალი იქნებოდა და მის მოტივაციას, შრომისმოყვარეობას სათანადოდ დააფასებდნენ, ხელოვნურად არ შეაფერხებდნენ.

2019 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, როგორც პარტნიორთან, დეველოპერებთან ურთიერთობისას, ისე გუნდის მართვის ნაწილში. იმდენად ბევრი, რომ ბევჯერ საკუთარი თავისთვის მიკითხავს, ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა თუ არა.

თუმცა ასეთ დროს პარტნიორი დეველოპერისა თუ ჩემი მომხმარებლის შეფასება ძალას მმატებს, რომ მე შემიძლია უშუალო და პროფესიონალური ურთიერთობით ადამიანებს ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმარო".

ჯეირანი გვიყვება, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა 2020 წლის გაზაფხული იყო, პანდემიის პერიოდი, როდესაც ყველაფერი დაიკეტა. თუმცა პარტნიორთან ერთად გუნდის შენარჩუნება მაინც მოახერხა. 2020 წლის ივნისში 50 ბინის გაყიდვა შეძლეს. სწორედ ეს პროექტი აღმოჩნდა ყველაზე დიდი სირთულე, რადგან დეველოპერმა მშენებლობა ვერ დაასრულა. პროექტი დღემდე პროცესშია და მობინადრეები კუთვნილ ბინებს წელს ელიან.

"აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, კომპანია არ გაჩერებულა და სხვადასხვა შემოთავაზებას იღებდა, რამაც გუნდს განვითარებისა და გაზრდის საშუალება მისცა.

ჩემთვის შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი კანონზომიერია. მადლიერი ვარ ყველასი: პარტნიორის, დეველოპერის, გუნდის წევრის თუ მომხმარებლის, ვისთან ერთადაც ეს გზა გამოვიარე. დღესაც ძალიან განვიცდი დაშვებულ შეცდომებს, თუმცა თავს იმით ვიმხნევებ, რომ ყველა შეცდომა კარგი გაკვეთილი გამოდგა.

2023 წლის სექტემბერში კომპანია გარკვეულწილად გადავაწყვეთ. აჭარის მასშტაბით, პროექტები შევამცირეთ და გუნდის მართვის ფორმა შევცვალეთ. მე თბილისში გადმოვედი და ექსკლუზიურად ახალ დეველოპერებთან აქტიური თანამშრომლობა დავიწყე".

ჯეირანი მიიჩნევს, რომ ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც უკეთესის შექმნის სურვილი, შინაგანი მხნეობა, რწმენა, თვითმოტივაცია და ჯანსაღი ამბიცია აქვს, გაკვალოს ჯერ კიდევ გაუკვალავი გზა.

თავად აჭარის ერთ პატარა სოფელში დაიბადა. ძალიან უყვარს საკუთარი კუთხე, თუმცა ფიქრობს, რომ მის გარშემო ადამიანები ინდივიდუალიზმს, თვითგანვითარების სურვილს ვერ აფასებდნენ.

"ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ მინდოდა რამე ღირებული შემექმნა, რითაც ჩემს ხელწერას დავტოვებდი. არ ვიცოდი "ჩემი" რა უნდა ყოფილიყო, თუმცა მუდმივად ვმოძრაობდი, ვვითარდებოდი. რასაც ხელს ვკიდებდი, მასში ჩემს სრულ რესურს ვდებდი. მაშინაც, როცა სტუნდენტობისას სუპერმაკეტში კონსულტანტად ვმუშაობდი, და მაშინაც, როცა 25 წლისა კომპანიის თანადამფუძნებელი გავხდი.

ჩემი მიზანია, შევკრა გუნდი იმ ადამიანებით, რომლებიც არამარტო უძრავი ქონების კონსულტანტები იქნებიან, რომლებიც მომხმარებელს სტანდარტულ ინფორმაციას მიაწვდიან, არამედ პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერებიც, ვისთან ურთიერთობაც მაქსიმალურად კომფორტული იქნება მომხმარებლისთვის.

ამასთან, ვაპირებ ეტაპობრივად განვავითარო კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო პოზიციონირება ახალი სახელწოდებით - JM Group. კომპანია იმუშავებს თბილისსა და რეგიონებში. მისი მიზანი მშენებლობის პროცესში ეკოლოგიური და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენება და მობინადრეებისთვის უფრო კომფორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე დათქმულ ვადებში სამუშაოს პირნათლად შესრულება იქნება".

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი