ACH.GE – როგორ აქცია ჟანა გამხიტაშვილმა გამოცდილება წარმატებულ ბიზნესად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დასუფთავების ინდუსტრია სირთულეებით სავსე სფეროა, სადაც ხშირად ჩნდება გამოწვევები ქსოვილების, იატაკის თუ სხვა ზედაპირების მოვლის საკითხებში. ჟანა გამხიტაშვილის თქმით, ACH.GE-ს მიზანია ამ სირთულეების გადაჭრა და ისეთი გადაწყვეტილებების შეთავაზება, რომლებიც ობიექტებს ახალ სიცოცხლეს შესძენს.
"ხშირად მენეჯერები ფიქრობენ, რომ ქსოვილი გამოცვლას საჭიროებს ან პარკეტი გამოუსადეგარია, მაგრამ ჩვენ ვეხმარებით მათ ამ ელემენტების აღდგენაში. ჩვენი ორიენტირი ჩვენი პარტნიორების წარმატებაა, რაც ავტომატურად ჩვენი წარმატებაცაა".
ACH.GE-ს შექმნის იდეა ჟანამ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე განავითარა. სასტუმრო ინდუსტრიაში მისი 24-წლიანი პრაქტიკა მას ცხადად უჩვენებდა, რომ დასუფთავებისა და ქიმიის სფეროში საქართველოში ცოდნის დეფიციტი იყო.
"საქართველოში ქიმიის ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შესახებ ცოდნა საკმაოდ მწირია. მე გამიმართლა, რომ გერმანულ კომპანიასთან ვთანამშრომლობდი, რომელთანაც ამ საკითხებზე კვლევებს ვატარებდით. სწორედ ამ სიახლეებზე, ქიმიის შესაძლებლობებსა და თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდაზეა ჩვენი კომპანია ფოკუსირებული".
ჟანა გამხიტაშვილისთვის ბიზნესის დაწყება არ იყო მარტივი ნაბიჯი, მითუმეტეს, რომ ეს პანდემიის პერიოდში მოხდა. თუმცა შვილების მხარდაჭერამ მას თავდაჯერებულობა შემატა.
"ჩემი ძლიერი მხარე გამოცდილება და ცოდნა იყო. ვიცოდი, რომ ამას სწორად თუ გამოვიყენებდი, წარმატებას მივაღწევდი".
ბიზნესის დასაწყისში ყველაზე დიდი გამოწვევა პირველი პროექტი აღმოჩნდა. პირველი ობიექტი სწორედ ის ნაბიჯი იყო, რომელმაც კომპანიის ტექნიკური მზაობა და საკუთარი შესაძლებლობების სწორი შეფასება განსაზღვრა.
ჟანა იხსენებს, რომ პირველი პროექტით ბევრი რამ ისწავლა და ამ ყველაფერმა მისცა საშუალება, კლიენტებს უფრო სრულყოფილი მომსახურება შესთავაზოს.
ტექნიკური განათლების მქონე ქალისთვის პროფესიული გზა სირთულეების გარეშე არ ყოფილა. ხშირად ჟანას უწევდა იმ ადამიანებისთვის ცოდნის დამტკიცება, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქალს ტექნიკურ საკითხებში გარკვევა არ შეეძლო.
"არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც მამაკაცები ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ დღეს ისინი თავად მირეკავენ რჩევებისთვის – იქნება ეს სარეცხი მანქანის ტექნიკური ხარვეზი თუ იატაკის მასალის სპეციფიკა. საბოლოოდ, დავუმტკიცე, რომ ცოდნას სქესი არ გააჩნია".
ჟანას აზრით, წარმატებისთვის აუცილებელია მიზნის დასახვა და მუდმივი განვითარება. ახალბედა მეწარმეებისთვის მისი მთავარი რჩევაა: ნუ შეეშინდებათ სირთულეების, იპოვონ მათი ძლიერი მხარე და გამოიყენონ იგი ბიზნესის განვითარებისთვის.
კითხვაზე, რას ურჩევს სპეციფიკურად ქალებს, რომლებიც ბიზნესის დაწყებას ფიქრობენ, ჟანა ასე გვპასუხობს:
"ქალებმა უნდა შეაფასონ საკუთარი უნარები და ირწმუნონ საკუთარი ძალების. რწმენა – ეს პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ".
ACH.GE-ს გუნდის მთავარი მოტივაცია მათი კლიენტებია - "იმ გამოწვევების გადაჭრა, რომლებმაც ისინი თითქმის დაამარცხა. და უნდა ვაღიარო, ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის".
ჩვენი მცდელობები ეფუძნება მომხმარებელთა მოთხოვნებსა და მიდგომებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ მიმდევრები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების . ACH.ge- ის პროდუქცია და მომსახურება შექმნილია იმ მიზნისთვის, რომ საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ თითოეული მომხმარებლისთვის.
ACH.ge კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის როლს, როგორც პროფესიონალური სისუფთავის ნამდვილი პარტნიორი საქართველოს ბაზარზე.
"ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც საუბარია პროფესიონალურ სისუფთავეზე".