"აქვარუმი"- უმაღლესი სტანდარტების საცურაო აუზები, საუნები, ორთქლის ოთახები და წყლის ფილტრაციის სისტემები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მესამე წელია, რაც კომპანია "აქვარუმი" საქართველოს ბაზარზე აქტიურად ოპერირებს და ქართველ მომხმარებლებს საცურაო აუზების, საუნების, ორთქლის ოთახებისა და წყლის ფილტრაციის სისტემების პროექტირებას, მიწოდებას, მონტაჟსა და რეალიზაციას სთავაზობს.
"აქვარუმი" მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ისარგებლონ მომსახურების ფართო სპექტრით. აღსანიშნავია, რომ კომპანია რამდენიმე ფინური, ფრანგული, ესპანური და იტალიური ბრენდის წარმომადგენელია და თითოეული პროდუქტი, რომელიც "აქვარუმის" მაღაზიაშია (საცურაო აუზისა და საუნის სახლი) წარმოდგენილი, საერთაშორისო სტანდარტების დაცვითაა შექმნილი.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა უსაფრთხო, ხარისხიანი პროდუქციით და მაღალი სტანდარტებით შესრულებული სამუშაოები როგორც კერძო ასევე კომერციული სექტორებისთვის.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სწორად შერჩეული წყლის ფილტრაციის სისტემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინისა და კონიაკის ქარხნებისთვის და სხვა მსგავსი ტიპის საწარმოებისთვის. ამასთან ჩვენ სერვის აქტიურად ვთავაზობთ კერძო სახლებსაც საქართველოს მასშტაბით.
თამუნა ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც სჭირდება მუდმივი განვითარება, გამბედაობა და ნებისყოფა. ანტრეპრენერი კი ის ადამიანია, რომელიც ამ მიდგომით საკუთარი იდეიდან კონკრეტულ, ხელშესახებ წარმატებას ქმნის და არ აშინებს ის გამოწვევები, რომელიც ბიზნესსაქმიანობისას ხვდება. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც თამუნა ჭეიშვილი "აქვარუმის" დაფუძნებისას შეხვდა, საზოგადოების ინფორმირება გახლდათ. თუმცა, დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, მომხმარებელმა გაიგო "აქვარუმის" მომსახურებისა და პროდუქციის შესახებ და კომპანიამ ბაზარზე საკმაოდ წარმატებულად შეძლო თავის დამკვიდრება.
"სხვა გამოწვევებთან ერთად, გარკვეულწილად, მომიწია ჩემს პროფესიულ საქმიანობაში გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლამაც. თავდაპირველად, როდესაც მომხმარებლები მოდიოდნენ, ვერ აღმიქვამდნენ კომპეტენტურ პირად, ვინაიდან ეს სპეციფიკური სფერო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ასოცირდება მასკულინურ მიმართულებად. ვფიქრობ, ეს სტერეოტიპი ნაწილობრივ უკვე დავამარცხე", - განმარტავს "აქვარუმის" დამფუძნებელი. თამუნა ჭეიშვილის აღნიშვნით, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცა და ბევრად უფრო გაბედული და რისკიანი გახადა. დაარწმუნა, რომ საქმეში უმნიშვნელოვანესია შესრულების ხარისხი და განწყობა, რომელსაც საქმიანობაში დებ.
ანტრეპრენერი მიიჩნევს, რომ ის ძალისხმევა, რასაც არ იშურებ და გასცემ საკუთარი საქმისთვის, უკან აუცილებლად სასიკეთოდ დაგიბრუნდება. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო განვითარების გზას, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში თამუნა ჭეიშვილი ოთხი ახალი სამუშო ადგილის დამატებასა და გუნდის გაფართოებას გეგმავს, რაც, მისი ხედვით, წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი ინდიკატორია.